საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება - კვირის პალიტრა

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, კერძო სკოლები კი სწავლის დაწყების თარიღს თვითონ დაადგენენ. კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა, ანუ, თუ ეს დაწესებულებები სწავლას გვიან დაიწყებენ, სასწავლო წლის დამთავრებაც გვიან მოუწევთ. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა აცნობა, რომ შვილების სკოლებში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ამიტომ 1-ელ და 2 სექტემბერს პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა.