ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
01-03-2010
ოპოზიციამ სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა
ოპოზიციამ სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ 2010 წელი საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების წელი იქნება.

გამოსვლისას მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მთავარი აქცენტი ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქვს გადატანილი და მიმდინარე წელს ეკონომიკის მინიმუმ 3%-ით ზრდაა ნავარაუდევი. პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ნატვრაც გაამხილა: საქართველომ ამ გაზაფხულზეც მოინდომოს და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს ისე, რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს მიულოცოს და ცივილური ოპონირება გაუწიოსო. ეს პროცესი კი, პრეზიდენტის სურვილის თანახმად, ჭექა-ქუხილის მოლოდინში და წინასწარი პროტესტების ფონზე არ უნდა წარიმართოს.

პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, პრეზიდენტმა ქვეყნის მოდერნიზაციაზე ისაუბრა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მოდერნიზაცია დემოკრატიის ხარჯზე მოხდა. ამასთან, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ახალი ეკონომიკური ინიციატივების შესახებ.

თარგამაძისთვის გაუგებარია, რომელი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, როცა სოფელში ყველაზე მდიდარ ადამიანად ის ითვლება, ვისაც 80 ლარის ოდენობის პენსია აქვს. - ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა 100 ახალი საავადმყოფოს პროგრამის ჩაფლავება თავად აღიარა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი აღიარება საკმარისი არ არის და უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ერთადერთი შემხვედრი ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით რეგიონული ტელეკომპანიების საგადასახადო ამნისტირება იყო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა გამომცემლობა "სამშობლოს" შენობის პრივატიზება გააპროტესტა.    
KvirisPalitra.Ge აფხაზეთიდან დევნილებმა ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მინისტრ ვერა ქობალიას სთხოვენ,
KvirisPalitra.Ge "სამართალდამცავებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე სამი პირი დააკავეს", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის" წევრმა
KvirisPalitra.Ge თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძალვაში ბრალდებულ შპს "ავტოპარკინგის" დამფუძნებლებს: იური ბარბაქაძეს, დიმიტრი ჭელიძეს, მამუკა აფციაურსა და ხვიჩა
ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანში, ყაზბეგის რაიონიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსი ოკუპანტები სამხედრო ქალაქს აშენებენ. ახალგორელების თქმით,
KvirisPalitra.Ge მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ე.წ. "კანონიერ ქურდს" ტარიელ ონიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ სერბეთის რესპუბლიკისგან კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერად ცნო.
გერმანიის ქალაქ დუისბურგში მუსიკალურ ფესტივალზე "სიყვარულის აღლუმი" 19 კაცი დაიღუპა, დაახლოებით 340 კი დაშავდა. ტრაგედიის მიზეზი გახდა ჭყლეტა
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს  კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაჩქარებულად მიღება გააპროტესტეს. ივლისის ბოლოს - კანონპროექტის
KvirisPalitra.Ge გასულ სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრები ყვარლის ტბასთან ახალ დასასვენებელ კომპლექსში შეკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდი იყო, ზოგიერთ მინისტრს მეტისმეტად დასცხა, რადგან პრეზიდენტი განსაკუთრებით მკაცრი იყო და მინისტრების უმრავლესობას შენიშვნა მისცა.