ნიკოლოზის ხიდი აღდგენილია - კვირის პალიტრა

ნიკოლოზის ხიდი აღდგენილია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრებმა მამისონის უღელტეხილზე

აფეთქებული ნიკოლოზის ხიდის ადგილას ახლად აღდგენილი ხიდი მოინახულეს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი «"ხიდმშენმა»" ერთ კვირაში ააგო. ახალი ხიდი ყველა სტანდარტს პასუხობს და მასზე ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილებაა შესაძლებელი. პარლამენტარ ვანო ხუხუნაიშვილის "განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარმა სიღრმეში გადმოიწია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ.