"დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე ჭაბუა ამირეჯიბი იქნება - კვირის პალიტრა

"დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე ჭაბუა ამირეჯიბი იქნება

იქმნება მოძრაობა "დაიცავი საქართველო", რომელშიც გაწევრება შეუძლიათ არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებს, არამედ მოქალაქეებსაც. "არჩევნებსა და შემდეგ

უკვე ომში დამარცხებული ხელისუფლება საზოგადოებაზე აღვირახსნილად ძალადობს; საინიციატივო ჯგუფი გამოდის დიდი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით, რომელიც შეაჩერებს ხელისუფლების ზეწოლას და ექნება მიზანი, ვადამდე არჩევნებითა და დემოკრატიული გზით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.

საინიციატივო ჯგუფში შედიან ზაზა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები, ქეთი დოლიძე, რეზო ესაძე, ბიძინა კვერნაძე, ნატო მეტონიძე, რობერტ სტურუა, ზაზა პაპუაშვილი, თამარ და ბასა ფოცხიშვილები, გიორგი ყარყარაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე და სხვები. მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა მწერალი ჯაბუა ამირეჯიბი.