ამაზე გრძელი და დიდი ზომის...
03-03-2011
ამ დღეებში გაირკვა, რომ კავკსასიაში ყველაზე გრძელი ჩვენ გვქონია. უფრო სწორად, გვექნება!

ცუდი არაფერი იფიქროთ, ასაფრენ ზოლს ვგულისხმობ. ფოთში, აეროპორტის პროექტის პრეზენტაციისას, სააკაშვილმა განაცხადა: "ფოთის აეროპორტს კავკასიაში ყველაზე დიდი ასაფრენი ზოლი ექნება."

რადგან ასაფრენ ზოლზე იყო საუბარი, ალბათ უპრიანი იქნებოდა ეთქვა, ყველაზე გრძელიო, თუმცა შეიძლება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. აქ მთავარი ისა არის, რომ სააკაშვილის ასეთი განცხადება პირველი არ არის. ანუ, მას "გართულება" აქვს სიდიდზე და სიგრძეზე.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ვის ვეჯიბრებით. რატომ არ შეიძლება საქმე ისე გავაკეთოთ, სხვას არ შევედაროთ და არ გავეჯიბროთ. ერთხელ სააკაშვილის და აბაშიძის შედარებითი დახასიათება დავწერე და იქ აღვნიშნე, რომ სწორედ აბაშიძეს უყვარდა ტრაბახი, სიგრძეებით და პირველობით. ჭოროხზე რომ ხიდი ააშენა, აჭარის ტელევიზია ორი წელი იმეორებდა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდიაო. შემდეგ რასაც გააკეთებდა, "ასლან ბაბუ" ყველას არწმუნებდა, ევროპაში საუკეთესოაო. ასეთი იყო კორტები და ბათუმის სტადიონიც, რომელიც მიუხედავად ევროპაში საუკეთესოს "სტატუსისა", რამდენიმე წელიწადში ლამის თავისით დაიშალა...

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ  აჭარის საბავშვო ოპერა მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი იყო. სააკაშვილიც ასეთივე "ვნებითაა" შეპყრობილი. ყველაფერი, რასაც ის  აკეთებს, საუკეთესოა, ან პირველია, ან ყველაზე დიდი და გრძელია. განა ფოთის აეროპორტის მნიშვნელობას ვაკნინებ - არანაირად, მაგრამ ნუთუ ფოთის აეროპორტის მნიშვნელობა იმით იზომება, მისი ასაფრენი ზოლი კავკასიაში ყვლაზე გრძელია, თუ არა?! ხვალ რომ სომხებმა "ჩვენზე გრძელი" გააკეთონ, მერე ჩვენც უნდა დავაგრძელოთ, თუ რა ვქნათ?!

ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი ამბავი მახსენდება, რომელიც პოეტ იოსებ გრიშაშვილს ეხება:

მოგეხსენებათ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა გზების და ხიდების ისეთ შენებას მიჰყვეს ხელი, სააკაშვილის მონდომება მონაგონია. ჰოდა, ააშენეს პირველი დიდი ხიდი მტკვარზე და გახსნაც შესაფერისი დაგეგმეს. ერთ-ერთ საპატიო სტუმრად იოსებ გრიშაშვილი მიიწვიეს. გამოვიდა ხიდის გახსნაზე პოეტი და ლექსიც წაიკითხა. ვისაც გრიშაშვილის აუდიო ჩანაწერები მოუსმენია, ემახსოვრება, რომ მას ლექსის კითხვის თავისებური მანერა ჰქონდა. ყოველი სტრიქონის ბოლოს ხმოვნებს დაუსრულებლად აგრძელებდა. ჰოდა, იმ გამოსვლის დროსაც დაუწყია:

"ამაზე გრძელიიიიიიიიიი, ამაზე დიდიიიიიიიი...." - ბოლშევიკები დაძაბულან და წამოჯაგრულან: ეს კაცი ხომ არ გვაგინებსო. გრიშაშვილს კი მშვიდად გაუგრძელებია:
"ჯერ არ ყოფილა ჩვენს მტკვარზე ხიდიიიიიი!" - და ბოლშევიკებიც კმაყოფილნი დარჩენილან.

როგორ გგონიათ, სააკაშვილს არ მოეწონებოდა, ფოთის აეროპორტის გახსნისას, რომელიმე პოეტი თუ გამოვიდოდა და იტყოდა:

"ამაზე გრძელი და დიდი ზომის,
აბა, სად არის საფრენი ზოლი?!"

(სპეციალურად საიტისთვის)

mamuka
07 მარტი 2011 17:20
მთლად გამოგელია საქმე ბატონი მერაბ.
mamuka
07 მარტი 2011 15:51
მთლად გამოგელია საქმე ბატონო მერაბ, რეებს წერ კაცო რეებს? გენში გაქ სააკაშვილის კრიტიკა თუ დავალება გაქ რა უბედურებაა! ისე ხუმრობებშიც უნიჭო ყოფილხარ.
სხვა სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილე გელა ხვედელიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი  გირაო შეუფარდა.
დაწვრილებით...
ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში ლგბტ აქციის მოწყობას გაუმართლებლად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევს.
დაწვრილებით...
17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "იდენტობამ", ლგბტ პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა ფლეშმობი გამართეს.
დაწვრილებით...
ეკლესია ძალადობას ემიჯნება, მაგრამ მიაჩნია, რომ ლგბტ-ის პროპაგანდა არ შეიძლება.
"ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ არ შეიძლება ამის პროპაგანდა.
დაწვრილებით...
შპს "საქართველოს რკინიგზისთვის" 65 მილიონი ლარის ზარალის მიყენების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო" ყოფილი გენერალური დირექტორის,  ირაკლი ეზუგბაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ შპს "რუსმეტალის" მიერ მიღებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სქემა გახსნა. სამართალდამცველების ცნობით, დადგენილია დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონი ლარის გათეთრების ფაქტი.
დაწვრილებით...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ ტრეისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი საქართველოს რეგიონში ლიდერ ქვეყნად აღიქვამს.
დაწვრილებით...
ავღანეთში, "შირგაზის" ქართულ სამხედრო ბაზას თავს ტერორისტები დაესხნენ. ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზის შესასვლელთან სატვირთო მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი ბაზაზე თალიბთა ჯგუფი შეიჭრა.
დაწვრილებით...
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მორიგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია საზოგადოების შანტაჟს ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან რეალობა ყველამ კარგად გააცნობიერა.
დაწვრილებით...
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის  FBI-ს დირექტორი რობერტ მიულერი იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, იუსტიციისა და შს სამინისტროების ხელმძღვანელობასთან.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?