ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
კვირის თემა
"ავირჩიოთ სცენარი, რომ ბოლომდე შევაკვდებით?!" საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და საზოგადოდ, სამეზობლო პოლიტიკის თემა, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალური გახდა. საზოგადოება ეჭვობს, ხომ არ "მიგვატოვა" დასავლეთმა, რაკიღა ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი რუსებთან ურთიერთობის "თადარიგს" იჭერს და ამერიკაში დემოკრატიის საძიებო ვოიაჟები მოდური აღარაა.
ათენში ერთი დღის განმავლობაში მუშაობა შეაჩერა მეტრომ, ტრამვაიმ, ტროლებუსებმა და სხვა საქალაქო ტრანსპორტმა. შეჩერებულია სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლაც.  გაფიცვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, სკოლები და უნივერსიტეტები. ახალ ამბებს არ გადასცემდნენ ტელევიზიები, რადიოები, საინფორმაციო სააგენტოები, არ გამოსულა ყოველდღიური გაზეთებიც.- დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ამბავია.
მას შემდეგ, რაც "პირველი კავკასიური" ტელევიზიის მეშვეობით "რუსეთის ჩაგრულ ხალხებამდე" სიმართლის მიტანა ვერ მოხერხდა, ქართველმა პარლამენტარებმა სახალხო დიპლომატიის გზა აამოქმედეს და მტრულად განწყობილი რუსეთის ჯინაზე ჩრდილოკავკასიელ კოლეგებს პირუთვნელი და უღალატო მეგობრობა შესთავაზეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული დემოკრატია ქართულზე უარეს თუ არა, უკეთეს დღეში ნამდვილად არ არის,  ვშიშობთ, პუტინის ხელდასხმის გარეშე ჩრდილოკავკასიელები ქართველების გზავნილთან მიახლოებასაც ვერ გაბედავენ...
იულია ტიმოშენკო ჯერაც გამარჯვებისთვის ბრძოლის ხასიათზეა, თუმცა დასავლეთის ლიდერებმა  იანუკოვიჩს უკვე მიულოცეს პრეზიდენტობა, რაც თავისთავად, არჩევნების შედეგების აღიარებასაც ნიშნავს. იანუკოვიჩს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის თვალსაზრისით სამაგალითო იყო. ალბათ, დრო გვიჩვენებს, უკრაინაში დემოკრატიამ გაიმარჯვა თუ რუსეთის გავლენამ. ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კი უკვე რუსეთის გავლენას რომ ზეიმობენ, ფაქტია.
სამწუხაროა, რომ ოცი წლის განმავლობაში კონსტიტუციის სრულყოფა ვერ მოხერხდაო - ბრძანა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. აბა, რა იციან ვენეციაში, ქართულ კონსტიტუციას საკანონმდებლოზე მეტად საფეხსაცმლო ფუნქცია რომ აკისრია და ხელისუფლებაში მოსული ყოველი მმართველი პირველ რიგში, სწორედ კონსტიტუციას ირგებს ხოლმე ფეხზე ქალამანივით...
01-02-2010 
ხშირად ამბობენ, რომ ნაციონალურ მაუწყებელთა საინფორმაციო სამსახურები ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ასეთ შემთხვევაში, "კურიერისა" თუ "ქრონიკის" საშუალებით კაცმა ათასი საინტერესო დასკვნა შეიძლება გამოიტანოს. მაგალითად, აქამდე ვისმენდით, რომ რუსეთის ეკონომიკა დაიქცა, დაინგრა და გაპარტახდა, ანუ, ჩამოიშალა.
25-01-2010 
უცნაური და ზედმიწევნით წარმატებული ხალხი ვართ ქართველები - ამ ჩვენს არჩევნებზე რაც და როგორც ხდება ხოლმე, ხომ კარგად ვიცით. რა დასამალია და, უცხოელმა დამკვირვებლებმაც კარგად იციან. ეგ არის, რომ როგორც ჩანს, რევოლუციები და "გამიშვი-გამატარეს" მოწყობა მოჰბეზრდათ. ეს ყველაფერი ანგარიშებში ნაკლები სიმწვავით აისახება ხოლმე, მაგრამ სხვის არჩევნებში რომ თავი გამოიჩინო, თან მაშინ, როცა თავად არჩევნების ავტორები სანიმუშო დემოკრატიით გამოირჩევიან, დიდი მონდომებაა საჭირო...
18-01-2010 
აშკარაა, ეს კვირა უკრაინისთვის არცთუ მშვიდი იქნება. პოლიტიკურ ლიდერთა საარჩევნო კონკურენცია დასავლურ და რუსულ ორიენტაციათა ჭიდილში გადაიზარდა. ისე, კაცმა რომ თქვას, იუშჩენკოს მმართველობა დემოკრატიული ყოფილა - ადგილობრივი ცესკო პრეზიდენტის სურვილს არ ითვალისწინებს, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანი იუშჩენკოს კრიტიკით გამოდის... უკრაინის ამბების შეჯამება ალბათ მომავალ კვირაში მოგვიწევს.
11-01-2010 
როგორც ქართველებს გვჩვევია, საახალწლო-საქეიფო განწყობილებიდან ყოველდღიურ და საქმიან რუტინას გაჭირვებით და მძიმედ, მაგრამ  მაინც ვუბრუნდებით. უცხოელი პოლიტიკოსებიდან მეკვლედ წელს მაკკეინი გვყავს - ხისტი გამოსვლებითა და რუსეთის "სიყვარულით" ცნობილი ამერიკელი სენატორი. ერთი მხრივ, საომარი რიტორიკა და წაქეზება "დათვთან" ჩხუბში მთლად გამოსადეგი არ უნდა იყოს...
04-01-2010 
ხმაურიანი და თვალისმომჭრელი სანახაობების ფონზე, ახალმა, 2010-მა წელმაც შემოაბიჯა. ახალი წელი ახალი ინოვაციით დაიწყო - აქამდე, საზაფხულო საკურორტო ზონად ცნობილი აჭარის რეგიონი ზამთრის უმთავრესი მოვლენის - ახალი წლის აღნიშვნის ეპიცენტრად მოგვევლინა. ხელისუფლებამ მოქალაქეთა განწყობაც გაითვალისწინა და დემონსტრაციებსა და საპროტესტო მსვლელობებს მიჩვეულმა საზოგადოებამ ბათუმში თოვლის ბაბუებისა თუ სანტა კლაუსების საზეიმო, მასობრივი მსვლელობაც იხილა...
21-12-2009 
კიდევ ერთი, მსხვერპლით დასრულებული აჩქარება... ქუთაისში, "დიდების მემორიალთან" დაკავშირებით, კარგა ხანია საზოგადოებაში მსჯელობა მიმდინარეობს, - მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის არავის არაფერი უკითხავს. ჯერ ერთი, რომ ნებისმიერი დროშის ქვეშ, ფაშიზმთან ბრძოლა საამაყოა. მეორე, - ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში - ლექსი, სიმღერა, ძეგლი -  არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ იმ ხალხის საკუთრებაა, რომლის წიაღშიც წარმოიშვა იგი.
14-12-2009 
გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების კრიტიკა არათანამიმდევრულობასა და გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობის გამო, უსაფუძვლოა. მოგეხსენებათ, განათლება სახელმწიფოს ქვაკუთხედი და საფუძველია. ჩვენი წინაპრებისგან ისიც გაგვიგია, ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილიო... აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ბავშვს განათლების მიღებისას მკაცრი ხელი სჭირდება.
07-12-2009 
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ თუ საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში ღირსეულთა შორის ღირსეულად არსებობა სურს, ემოციები, თავის გამოჩენაზე აგებული გამოსვლები უნდა დავივიწყოთ. ყველაფერს, დადებითსაც და უარყოფითსაც ჭკუადამჯდარი, სიღრმისეული ანალიზით უნდა შევხვდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რისი გაკეთება და რისი თქმა სჯობს.
30-11-2009 
"მთავრობამ საკუთრების პატივისცემის კონტექსტში თამაშის წესები უნდა გამოასწოროს - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და საგადასახადო ადმინისტრაციას სათანადოდ უნდა მოექცეს" - განუცხადა "როიტერს იბიარდის" სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნესჯგუფის დირექტორმა ოლივერ დესკამპსმა.
23-11-2009 
ზუსტად ექვსი წლის წინ, საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა. ამის შესახებ კვირის განმავლობაში ცხადია, ბევრი ითქმება და დაიწერება. ზოგი რევოლუციის დიად და ერთიან მონაპოვარზე ისაუბრებს, ზოგიც ნგრევასა და მარცხზე. ობიექტურები თუ ვიქნებით, ერთზეც და მეორეზეც სათქმელი ბევრია.
16-11-2009 
ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა. ერთი კია, მისიის ხელმძღვანელმა ჰაბერმა გულწრფელად აღნიშნა - ჩვენს მისიას, გარდა სამშვიდობო დაკვირვებისა, არაფერი შეუძლია, ევროპის მხარდაჭერა კი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთო.
09-11-2009 
ჩინეთიდან დასავლეთ ევროპამდე გადაჭიმული რეგიონის ცენტრი (როგორც პრეზიდენტმა 7 ნოემბერს განაცხადა) - საქართველო ეკონომიკურად კი ყვავის და გაფურჩქვნის ხანაშია, მაგრამ კვლავაც შიშისა და ძალადობის პლაცდარმად ქცეულა, რადგან ქართული დემოკრატიისთვის ავბედითი 2007-დან ორი წლის შემდეგ "ტელეიმედის" დარბევა ისევ უიმედოდ არის ჰაერში გამოკიდებული.
02-11-2009 
საქართველო თითქოსდა ორსახოვანი საერთაშორისო რეალობით ცხოვრობს: ერთი მხრივ, ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე სახელმწიფო საბერძნეთი დიდი ენერგიით შეუდგა ქართულ-რუსული კონფლიქტების მოგვარებას და ეუთოს მისიის გაგრძელებასთან ერთად, სამშვიდობო პროცესების რეალურად დაძვრის ინიციატივით გამოვიდა, პარალელურად, "დაკისრებული მოვალეობების შესრულებას", როგორც ჩანს, რუსეთიც სერიოზულად შეუდგა, - ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვა იგულისხმება.
26-10-2009 
ის რაც გასულ კვირაში აგორდა, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ "აურზაური არაფრის გამო" იყო. თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმე ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეორგოლი მართლაც, უბრალოდ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოს ეკლესია ნიშნავს. მაგრამ თავისთავად, აურზაურს იმიტომაც ჰქვია აურზაური, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. მით უმეტეს, თუ იგი მრავალმხრივია.
19-10-2009 
გასულ კვირას, ტელევიზიით გადაცემულმა ერთმა რეპორტაჟმა სერიოზულად შემაშფოთა - მალდივის კუნძულების პრეზიდენტს მთავრობის სხდომა... წყალქვეშ ჩაუტარებია. საქართველოს მოქალაქეს მთავრობის არაორდინარული სხდომით თუ გამაოცებდა ვინმე, ნამდვილად არ მეგონა - გემზეც გამიგია, მინდორშიც, მშენებლობაზეც, მაგრამ წყალქვეშ და ჟანგბადის ბალონებით?! ხომ შეიძლება, ჩვენს პრეზიდენტსაც ენახა ეს რეპორტაჟი?
12-10-2009 
ის-ის იყო, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გარშემო საგარეო თუ საშინაო აჟიოტაჟი იკრებდა ძალას, რომ პრეზიდენტმა გონს მოსვლა არ დაგვაცადა და პარლამენტის საშუალებით საზოგადოებას ეკონომიკური თავისუფლების აქტზე ესაუბრა.