რას მოუტანს საქართველოს რუსეთის დაშლა?! - კვირის პალიტრა

რას მოუტანს საქართველოს რუსეთის დაშლა?!

ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციები საქართველოს მოქალაქეების განხილვის თემადაც იქცა,  დიდ წილად გამოითქმოდა მრავალმხრივი სიხარული რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის აგორების გამო.

რა თქმა უნდა, ამ განხილვა-სიხარულში მრავლად იყო მოსაზრებები, რომ თუ რუსეთში რევოლუცია მოხდებოდა, რასაც პუტინის რეჟიმის დამხობა მოჰყვებოდა, კარგი იქნებოდა საქართველოსთვის.

რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, თუმცა, რა პროცესები მოჰყვება ამას, ეს ცალკე საკითხია და უნდა ვიცოდეთ, მზად ვართ თუ არ იმ პროცესებისთვის, რომელიც შეიძლება პუტინის რეჟიმის დამხობას მოჰყვეს.

ჩემი აზრით, პუტინის რეჟიმის სავარუდო დამხობას, დიდი ალბათობით მოჰყვება, სსრკ-ს დაშლის მსგავსი პროცესები, რომელიც ძირითადად რუსეთის ტერიტორიის შიგნით განვითარდება და აუცილებლად გამოიწვევს, ცალკეული რეგიონების გასვლას რუსეთის შემადგენლობიდან.

ამ თვალსაზრისით პირველი რიგის კანდიდატები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები და თათრეთი იქნებიან. თათრეთის შემთხვევაში, გაცილებით უმტკივინეულო იქნება გასვლა და არც მეზობელ ქვეყნებზე იქონიებს დიდი გავლენას ეს პროცესი. კავკასიის შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით რთულად იქნება და რა თქმა უნდა, ეს პროცესები საქართველოს აუცილებლად შეეხება.

დღევადენლი რუსეთის ხელისუფლება ტყუილად არ მიიჩნევს თავს სსრკ-ს სამართალმემკვიდრედ. ეს გამოიხატება ძალიან ბევრ ასპექტში, მათ შორის იმ "ნელი მოქმედების ნაღმების" ჩალაგებაში, რომლის მსხვერპლიც,  გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, გავხდით ჩვენ, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ანალოგიურად არის ამ დრომდე მოუგვარებელი და შესაძლოა ხელოვნურადაც შენარჩუნებული, დაპირისპირება ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე ოსებსა და ინგუშებს შორის. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია კაზაკების ფაქტორი, რომლებიც ტრადიციულად რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის მატარებლები არიან და დიდი ალბათობით თავადვე მოახდნენ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირებას.

შესაბამისად, რეგიონში არსებული კონფიგურაციის პირობებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით წარმოიშვება ახალი კონფლიქტები, რომელთაგან უმეტესობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების უშუალო სიახლოვეს იქნება და საქართველოს მოუწევს იმ საფრთხეებზე რეაგირება, რაც ამ სცენარით პროცესების განვითარების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას. თავისთავად ცხადია, საქართველოს ასევე მოუწევს, ჩრდილო კავკასიაში მოკავშირე რესპუბლიკებისთვის გარკვეული დახმარების გაწევა და რუსული იარაღით შეიარაღებული, აგრესიული ნაწილისთვის პასუხის გაცემა.

ის, რომ დღეს, ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში უამრავი შეიარაღება შეედინება რუსეთიდან, ასევე მოიცავს თავის თავში რისკს რომ ეს იარაღი, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მოშლის შემთხვევაში, მოხვდება ადგილობრივი "ძალაუფლების მქონე" ჯგუფების ხელში და რა მიზნით იქნება გამოყენებული, ღმერთმა უწყის.

რა თქმა უნდა, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყება საბრძოლო მოქმედებები, რომელშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ის ძალები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო ბანაკად ჩამოყალიბდებიან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი ასეთი ჰიპოთეტური სცენარის განვითარება შესაძლებელია რუსეთში, მაშინ საქართველო დღესვე უნდა ემზადებოდეს შესაძლო საფრთხეებისგან თავდაცვისთვის...  ამგვარი მზადყოფნა ჩანასახში მაინც რომ არსებობდეს, მაშინ მართლაც სასიხარულო იქნებოდა ის პროცესები, რომლის განვითარების ტენდენციაც რუსეთში მცირედ, მაგრამ მაინც შეინიშნება.

72 544x376

რას მოუტანს საქართველოს რუსეთის დაშლა?!

 

ბოლო დღეები განმავლობაში, რუსეთის ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციები, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, დიდი ინტერესით იქნა განხილული და მრავლმხრივი სიხარულიც იქნა გამოხატული, რუსეთში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, ასეთი ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვის გამო. რა თქმა უნდა ამ განხილვა-სიხარულში მრავლად იყო მოსაზრებები რომ რუსეთში რევოლუცია და პუტინის რეჟიმის დამხობა, კარგია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტრისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია თუმცა, რა პროცესები მოჰყვება ამას, ეს ცალკე საკითხია და უნდა ვიცოდეთ, მზად ვართ თუ არ იმ პროცესებისთვის, რომელიც შეიძლება პუტინის რეჟიმის დამხობას მოჰყვეს.

პუტინის რეჟიმის დამხობას, დიდი ალბათობით მოჰყვება, სსრკ-ს დაშლის მსგავსი პროცესები, რომელიც ძირითადად რუსეთის ტერიტორიის შიგნით განვითარდება და აუცილებლად გამოიწვევს, ცალკეული რეგიონების გასვლას რუსეთის შემადგენლობიდან. ამ თვალსაზრისით პირველი რიგის კანდიდატები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები და თათრეთი იქნებიან. თათრეთის შემთხვევაში, გაცილებით უმტკივინეულო იქნება გასვლა და არც მეზობელ ქვეყნებზე იქონიებს დიდი გავლენას ეს პროცესი. კავკასიის შემთხვევაში კი ყველაფერი გაცილებით რთულად იქნება და რა თქმა უნდა ეს პროცესები საქართველოს აუცილებლად შეეხება.

დღევადენლი რუსეთის ხელისუფლება ტყუილად არ მიიჩნევს თავს სსრკ-ს სამართლამემკვიდრედ. ეს გამოიხატება ძალიან ბევრ ასპექტში, მათ შორის იმ სამომავლოდ ჩალაგებულ «ნელი მოქმედების ნაღმების» დალაგებაში, რომლის მსხვერპლიც გავხდით ჩვენ, აზერბაიჯანი და მოლოდოვა, გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში. ანალოგიურად არის ამ დრომდე მოუგვარებელი და შესაძლოა ხელოვნურადაც შენარჩუნებული, დაპირისპირება ჩეჩნებსა და ინგუშებს, ასევე ოსებსა და ინგუშებს შორის. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია კაზაკების ფაქტორი, რომლებიც ტრადიციულად რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის მატარებლები არიან და დიდი ალბათობი თავადვე მოახდნენ, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების პროვოცირებას.

შესაბამისად, რეგიონში არსებული კონფიგურაციის პირობებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით წარმოიშვება ახალი კონფლიქტები, რომელთაგან უმეტესობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების უშუალო სიახლოვეს იქნება და საქართველოს მოუწევს იმ საფრთხეებზე რეაგირება, რომელიც აღნიშნული კონფლიქტების განვითარებისას წარმოიქმნება. თავისთავად ცხადია, საქართველოს ასევ მოუწევს, ჩრდილო კავკასიაში მოკავშირე რესპუბლიკებისთვის გარკვეული დახმარების გაწევა და რუსული იარაღით შეიარაღებული, აგრესიული ნაწილისთვის პასუხის გაცემა.

ის ფაქტი რომ დღეს, ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში უამრავი შეიარაღება შეედინება რუსეთიდან, ასევე მოიცავს თავის თავში რისკს რომ ეს იარაღი, რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მოშლის შემთხვევაში, მოხვდება ადგილობრივი «ძალაუფლების მქონე» ჯგუფების ხელში და რა მიზნით იქნება გამოყენებული, ღმერთმა უწყის.

რა თქმა უნდა ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყება საბრძოლო მოქმედებები, რომელშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ის ძალები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო ბანაკად ჩამოყალიბდებიან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუკი ასეთი სცენარის განვითარება შესაძლებელია რუსეთში, მაშინ საქართველო დღესვე უნდა ემზადებოდეს შესაძლო საფრთხეებისგან თავდაცვისთვის და რომ არსებობდეს განცდა, რომ მზაობა გვაქვს, მაშინ მართლაც სასიხარულო იქნებოდა ის პროცესები, რომლის განვითარების ტენდენციაც რუსეთში შეინიშნება.

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს