ერაყისა და სირიის შემდეგ, ქურთებმა უკვე ირანული ფრონტის გახსნის შესახებ განაცხადეს - კვირის პალიტრა

ერაყისა და სირიის შემდეგ, ქურთებმა უკვე ირანული ფრონტის გახსნის შესახებ განაცხადეს

ახლო აღმოსავლეთში, სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქურთების საკითხი, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს შექმნისთვის უკვე ათეული წლებია იბრძვიან.

ქურთებით დასხლებულია თურქეთის, ერაყის, ირანისა და სირიის გარკვეული რაიონები. სირიის კონფლიქტში, ქურთების აქტიური ჩართულობა პირველ რიგში იმან განაპირობა, რომ ასადების ალავიტური კლანის მმართველობის პერიოდში, ქურთებს არ ჰქონდათ არანაირი სტატუსი, ისინი არ იყვნენ ქვეყნის მოქალაქეებად აღიარებული და შესაბამისად, მათი მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერაც, სრულიად ლოგიკური იყო. ქურთების ბრძოლებში ჩართულობა ასევე განაპირობა ISIS-ის მათდამი სასტიკმა დამოკიდებულებამ და შესაძლებლობამ, ამ ომის პირობებში საკუთარი ავტონომია შეექმნათ, რომელსაც, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს დასავლეთიც.

სირიაში ქურთული შენაერთების, კერძოდ "პიშმერგას" მიერ ნაწარმოები საბრძოლო მოქმედებების შესახებ, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. ბოლო მათი საბრძოლო წარმატების ეპიზოდი, სირიაში ISIS-ის ე.წ. დედაქალაქ რაქქაზე განხორციელებულ იერიშს უკავშრდება, სადაც ოპოზიციურ ძალებთან ერთად, აქტიურად იბრძვიან ქურთი მეომრებიც.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისიხლისღვრის ფონზე 30 აპრილს ქურთულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა, გაავრცელა ინფორმაცია ირანის საზღვართან ახალი ფრონტის გახსნის შესახებ. აღნიშნულ ინფომრაციაში მითითებულია, რომ ქურთული შენაერთები, კერძოდ კი "პიშმერგა" და პარტია "კომალაჰ"-ის კოალიციური საბრძოლო დანაყოფები, ირანული სამხედრო ფორპოსტიდან სამ კილომეტრში იმყოფებიან და მზად არიან, ოცდახუთი წლის წინ შეწყვეტილი ბრძოლის გასანახლებლად (ბმული). აღნიშნული ბრძოლის დაწყება, დაანონსებულია ირანის ქურთისტანის პარტია "კომალაჰ"-ის მიერ, რომლებიც, გავრცელბული განცხადების მიხედვით, მთებში გავიდნენ და ემზადებიან ბრძოლის დასაწყებად.

ირანის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების თაობაზე ეს პირველი განაცხადი არ არის, თუმცა სხვა დანარჩენი ეპიზოდებისგან ის განასხვავებს, რომ მრავალ ფრაქციად დაშლილმა ქურთების დიდმა ნაწილმა მოახერხა გაერთიანება.

ცნობისათვის, ყველა ქურთულ პარტიას, რომელიც ირანის ტერიტორიაზე (და არა მარტო) მოქმედებს, ჰყავს საკუთარი შეირაღებული ძალები, რომლებიც ხშირად კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და სწორედ ამითი სარგებლობდნენ ირანელებიც, თურქებიც და ერაყელებიც.

ირანში ქურთების აქტივაციის თემა 2015 წელს გააქტიურდა, როდესაც ერთ-ერთმა პარტიამ, ირანის ხელისუფლებასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამ საკითხზე არაერთი კველვა გამოქვეყნდა დასავლურ მედიაში. მათგან ყველაზე საყურადღებო, ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია Stratfor.com-ის მიერ, გასული წლის ზაფხულში გამოქვეყნებული კველვაა (ბმული).

მიზეზი, თუ რატომ იბრძვიან ქურთები აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ, ძალზედ ბანალურია - მათ უბრალოდ არ აძლევენ ნორმალური არსებობის საშუალებას. ქურთები განსახლებულები არიან ძრიათადად დიდი ქალაქებისა და ეკონომიკური ცენტრების მიღმა. მათი განსახლების რაიონებს კი სრულად აკონტროლობენ ირანული სპეცსამსახურები და არავითარი ავტონომიური აქტივობის უფლება ქურთებს არ გააჩნიათ. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ჰპირდებოდნენ, რომ დახმარებას გაუწევდნენ. აშშ-ის მხრიდან, ირანისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი ერთ მილიარდიან დახმარებასაც კი დაჰპირდა, თუმცა არ შეასრულეს. ირანულ მედიაში საკმაოდ მრავლად არის პუბლიკაციები ქურთების შესახებ, რომელთა გაცნობის შემდეგაც გექმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის ხელისუფლება ზრუნავს ქურთებზე, თუმცა რეალობა სხვაგვარია და ამაზე მიუთითებს პერიოდული დაძაბულობები, რომლებიც ხშირად საბრძოლო შეტაკებებში იზრდება (ბმული).

დაიწყება თუ არა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ირანი-ერაყის ქურტისტანის საზღვართან, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ამის ალბათობა დიდია. ქურთების ხელში, მათი განსახლების ორ სახელმწიფოში (ერაყსა და სირიაში) წარმოებული ომების შედეგად, დიდძალი იარაღი აღმოჩნდა და მიიღეს საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილებაც. შესაბამისად, ლოგიკურია მოლოდინი, რომ ირანის ფრონტიც გახსნან, რომელიც კიდევ იფრო სისხლისმღვრელი იქნება ირანული არმიის მომზადების, შეიარაღებისა და სიმრავლის გათვალისწინებით.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ახლო აღმოსავლეთი, მოცემულ მომენტში მშობიარობს და შობს ახალ სახელმწიფოს, რომელიც ქურთების სახელმწიფო იქნება. ამ მოსაზრების ლეგიტიმურობაზე მიუთითებს უამრავი პროცესი, დაწყებული ქურთებისადმი დასავლეთის მხარდაჭერით და დამთავრებული ქურთული საბრძოლო დანაყოფების აქტივობით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი