ბლოგერები
მამუკა ბადრიძის ბლოგი

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ქვეყნად არ არსებობს უმნიშვნელო რამ. ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხშირად ბევრად უფრო ღირებული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს რეალურად წარმოგვედგინა. ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამბავს, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ სწორედ ეს, უკვე დინებას გატანებული მოვლენა ასაზრდოებს ჩვენს ცნობიერებასა თუ ყოველდღიურ განწყობილებას. მინდა, ჩემი ნაფიქრი მოგაწოდოთ ისე, რომ არაფერი გამომრჩეს და არც ბევრი ლაპარაკით შეგაწყინოთ თავი.

ნებისმიერი დღე, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, გამოირჩევა ხოლმე ისტორიით, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ, შესაძლოა მეტად ღირებული აღმოჩნდეს.
25-03-2017
დაწვრილებით...
მიხას ომი, ანუ კაცი 1993 წლის 16 მარტიდან
საქართველოს ისტორიაში არის მაგალითები, რომელთა გახსენებაც საკმარისია საიმისოდ, რომ სიამაყემ შეგიპყროს. ოცდაოთხი წლის წინ, მდინარე გუმისთაზე გამაგრებულმა ქართველებმა სოხუმის ასაღებად დაძრული ფართომასშტაბიანი შეტევა იმგვარი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით მოიგერიეს, რომ 1993 წლის 15-16 მარტი აფხაზეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საბრძოლო ოპერაციად იქცა.
16-03-2017
დაწვრილებით...
ჩემი ევროპელი ბებია, ანუ როცა დასავლეთი არც ისე შორსაა...
ვიდრე საქართველო ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი გახდება და სანამ მისი პირველი მოქალაქე ამ თავისუფალ მიწაზე უვიზოდ შეაბიჯებს...
09-03-2017
დაწვრილებით...
საბრალონი, ანუ როცა სხვისი უბედურება გახარებს
თუ ქუჩაში ვინმეს გააჩერებ და თავაზიანად ჰკითხავ, არის თუ არა კეთილშობილი ადამიანი, გაჩერებულთა ოთხი მეხუთედი მცირეოდენ უხერხული, მაგრამ ტკბობაშეპარული ღიმილით გიპასუხებთ, რომ ალბათ არის.
02-03-2017
დაწვრილებით...
"ესე ენაჲ (ქართული) შემკული და კურთხეული... მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა..."
23-02-2017
დაწვრილებით...
თვალისმომჭრელი სისუფთავე, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს ნაგვის სანაგვე ურნაში ჩაყრა?
დაახლოებით სამი დღის წინ, ორბელიანის მოედანთან მდებარე "კარფურიდან" ნელი ნაბიჯით, ბალზაკის ასაკის, ორი ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი გამობრძანდა. ერთ მათგანს ხელში ეკავა ხელსახოცი, რომელიც ჩემს შორიახლოს, ასფალტზე ისე ბუნებრივად დააგდო, რომ გაოცებისაგან ენა წამერთვა.
19-02-2017
დაწვრილებით...
Men in Black, ანუ როგორ იქცა ფერადოვანი ინდოელი ქართველი ბავშვებისთვის ღირსშესანიშნაობად
ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ზაარბრიუკენის მოედანსა და მშრალ ხიდს შორის არსებობს დედა ენის ბაღი, რომელშიც ახალი წლის დღეებში კაშკაშა საბავშვო ქალაქი გაიხსნა. ამ ამბავმა ჩემი უმცროსი, ოთხი წლის შვილის გამო დიდად გამახარა, თუმცა ამ სიხარულის კვალდაკვალ მაინც გამიჩნდა მოკრძალებული კითხვა, ამ ქალაქის გადასახადის გადამხდელთა თანხების განმკარგავებმა როგორ მოახერხეს ეს?
28-01-2017
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა