კომპოსტი-ორგანული სასუქი
კომპოსტი-ორგანული სასუქი
31-03-2014
დადგა აპრილი და ჩვენს ბაღ-ბოსტანს მიხედვა სჭირდება

ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქია გადამწვარი ნაკელი, რომელიც ნიადაგს ამდიდრებს მცენარისთვის აუცილებელი ელემენტებით და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი - კომპოსტი.

დადგა აპრილი და ბუნებამაც გაიღვიძა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღ-ბოსტანში სეზონისთვის შესაფერისი სამუშაოების შესრულება, თორემ მერე გვიან იქნება.

ბაღი


თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, ნაკელს ნაცარი შეურიეთ და ჩაბარეთ. აპრილში შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქი, მათ შორის ხენდროც. თუ ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.

ბოსტანი

თუ ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე ნიადაგი დაბარულ-დამუშავებული გქონდათ, ახლა ისღა დაგრჩენიათ, კვლები გააკეთოთ; რაც კი რამ ხელის შემშლელი შეგხვდებათ - ქვა-ღორღი, მსხვილი ფესვი და ა.შ. ფოცხით მოასუფთავეთ და დათესეთ ნებისმიერი ბოსტნეული თუ ბაღჩეული (გოგრა, ნესვი, საზამთრო, ყაბაყი). უმჯობესია, თუ თესლის ჩათესვის წინ კვლებზე ჯოხით ხაზებს (ღარებს) გააკეთებთ, ჩათესავთ და შემდეგ დაფოცხავთ.
10-დან 20 აპრილამდე ითესება კიტრი, გოგრა, ყაბაყი, ნესვი, საზამთრო და სხვ., 20 აპრილიდან - პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა.

როგორ მოვამზადოთ ორგანული სასუქი

ბოსტნეულის უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში სასუქის შეტანა. საუკეთესო სასუქია გადამწვარი ნაკელი, რომელიც ნიადაგს ამდიდრებს მცენარისთვის აუცილებელი ელემენტებით და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, თავადვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი - კომპოსტი.

გთავაზობთ კომპოსტის დამზადების წესს:

კომპოსტის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა სახის მცენარეული ნარჩენი, ოღონდ ეს ნარჩენი არ უნდა იყოს დაავადებული და შხამქიმიკატებით დაბინძურებული. არ შეიძლება ასევე ვიხმაროთ დაავადებული ხახვის ბოლქვები, ფიტოფტოროზით დასნებოვნებული კარტოფილის მიწისზედა ნაწილები. ამგვარი ნარჩენები,
უმჯობესია, დაწვათ და ნაცრის სახით გამოიყენოთ.

საკომპოსტედ მომზადებული მცენარეული ნარჩენების გროვა კარგად უნდა ნიავდებოდეს, იყოს ყოველთვის ტენიანი, რათა გროვაში წარმოქმნილმა სითბომ დროულად მოამზადოს ორგანული მასა. უმჯობესია, საკომპოსტე მასა მოთავსდეს ძველ ყუთში ან მავთულბადეში.

ნარჩენების 15-25 სმ-იან პირველ ფენას დაეყრება 2-3 სმ ბაღის მიწა და ცოტაოდენი კირი, მჟავე რეაქციის გასანეიტრალებლად. ასე მეორდება მანამ, სანამ გროვა არ მიაღწევს 1-1,2 მ-ს. მას ზემოდან კიდევ დაეყრება მიწის თხელი ფენა და გადაეფარება პოლიეთილენის ნაჭერი. კომპოსტი მზად იქნება 5-6 თვის შემდეგ. ამგვარად,
გაზაფხულზე გასუფთავებული ნაკვეთის ნარჩენებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ორგანული და მინერალური სასუქი, რომელსაც შემოდგომით ნიადაგში შეიტანთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"მიწა ჩვენთვის, აჭარლებისთვის, ყველაფერია. ოღონდ მიწა იყოს, ყველაფერს შევძლებთ"
დაწვრილებით...
"თავდაპირველად ნაკეთობები რომ ვნახე, გავოგნდი. მაშინვე მივხვდი, რომ იმ წუთიდან სხვა აღარაფერი მაინტერესებდა"
დაწვრილებით...
"მსოფლიო ამოყირავდა და ეს ჩემს ბამბუკეთში სიმბოლურად გამოსახულია ამოყირავებული გლობუსით"
დაწვრილებით...
ბუ იდუმალი და საინტერესო ფრინველია, გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. სხვა ფრინველებისგან დიდი თვალები და ლამაზი, ჭრელი ბუმბული გამოარჩევს, თუმცა სხვა თავისებურებებიც აქვს
დაწვრილებით...
ქართული ჩაი თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო დედამიწის მეექვსედის - საბჭოთა იმპერიის მთავარი არაალკოჰოლური სასმელი
დაწვრილებით...
"ეს ხე აქაურობის ცენტრია, ყველაზე გამორჩეული მცენარე - სამას-ოთხასწლიანი ზეთისხილის ხე. ნაყოფს­ კი ისხამს, მაგრამ უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს. აქ უწმინდესის კურთხევით
ჩაირგო"
დაწვრილებით...
რა სხვაობაა ჭიბონსა და გუდასტვირს შორის
დაწვრილებით...
ღორის ხორცი ყველაზე გემრიელ საკვებად არის მიჩნეული, მაგრამ სამწუხაროდ, გაჩნდა რამდენიმე უცნობი დაავადება, ვეტერინარულ სამსახურს კი მათი სრულად შესწავლის არც ტექნოლოგიები აქვს და არც საშუალება.
დაწვრილებით...
"ამერიკულ "ჩესტერს" ეკლები არა აქვს და იმხელა ნაყოფს ისხამს,  12 გრამამდეა"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
დაისვენეთ ბორჯომში! ცენტრალური პარკის
ქირავდება ბინა, ბინაში არის იდეალური
ქირავდება დღიურად ბინა 1,5-ოთახიანი,