ბაკურციხელ "ნიფნიფებს" "მგელი" ვერას დააკლებს - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი
ბაკურციხელ "ნიფნიფებს" "მგელი" ვერას დააკლებს - როგორ ავაშენოთ ნამჯის სახლი
01-02-2016
"ნამჯის სახლის აშენება 6.000 ლარი დაგვიჯდა. ფართობი სულ 36 კვმ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ... ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად ლერწამი გამოვიყენეთ"

"პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მოწოდებით გლეხი", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა დავით ჩაჩანიძემ. მან და მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა თინა სამადაშვილმა თბილისში უზრუნველი ცხოვრება დატოვეს და ზემო ბაკურციხეში (გურჯაანის რაიონი) ტრიალ მინდორში დასახლდნენ. საკუთარი ხელით ააგეს ნამჯის სახლი, რომელშიც უკვე ცხოვრობენ და დიდი გეგმებიც აქვთ.

დავით ჩაჩანიძე: - თავის დროზე, როცა ტრადიციული მედიცინიდან ჰომეოპათიაში გადავინაცვლე, ბევრი ამრეზით მიყურებდა. ოჯახში სამი თაობა ექიმები ვართ, მაგრამ სტერეოტიპი დავანგრიე... შემდეგი ნაბიჯი კი უფრო რადიკალური იყო...

- სოფლად გადასახლებას გულისხმობთ?­
- დიახ, საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი უნდა მოვიყვანოთ. ყოველდღიური მოხმარების საგნები (კბილის პასტა, საპონი, შამპუნი, კოსმეტიკური საშუალებები) თავად შევქმენით. არ იფიქროთ, რომ ღარიბები ვართ - 5 კომპანიის დამფუძნებელი ვარ და 3 კომპანიის დირექტორი, თინ­ასაც სოლიდური სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფულით ყველა­ საჭირო ნივთს ვერ იყიდი...


- მიგაჩნიათ, რომ ჯანმრთელობისთვის­ უვნებელ ტანსაცმელსა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვერსად შეიძენთ?

- დიახ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჯანმრთელი ცხოვრების წესით გვეცხოვრა და ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგით.

თინა სამადაშვილი: - ჯერ იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მიწა სად შეგვეძინა. თბილისთან ახლოს შესაფერისი ვერ­აფერი ვნახეთ და კახეთს მივადექით. ზემო ბაკურციხე თბილისიდან 95 კილომეტრშია და სოფელი თითქმის მიტოვებულია. მხოლოდ 30 კომლიღა ცხოვრობს და ულამაზესი სახლებია კარაჭედილი. ვიყიდეთ მიწა სახლის ასაშენებლად.

- წყალი არის?
- სარწყავი წყალი არ არის, მაგრამ წყაროა ახლოს... 3 წელიწადს ვსწავლობდით იქაურობას, რათა სწორად განგვესაზღვრა, სახლი ზუსტად სად ჩაგვედგა.­ მზის ენერგიის გამოყენებაც გვინდოდა, გვაინტერესებდა, როგორ ხარობდნენ მცენარეები სეზონის მიხედვით. ნაკვეთი 2012 წელს შევიძინეთ, სახლის მშენებლობა კი 2015 წელს დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, წყალი, დენი ჩვენით მოგვეპოვებინა და, რაც მთავარია, ნამჯის სახლის აგებაზე შევთანხმდით.

- რითია უპირატესი ნამჯის სახლი?
- ეკოლოგიურად სუფთაა, სამშენ­ებ­ლოდ გამოყენებულია კირი, რომელიც 70 წლის შემდეგ ქვავდება. ცემენტი კი ამ დროის გასვლის შემდეგ იფშვნება. ასეთი სახლის კედლები სუნთქავს, არ ემუქრება სოკოვანი ნაჟღენთები, არ ლპება და ცეცხლიც არ ეკიდება. ინგლისში ასე აგებული შენობები 300-400 წელიწადს ძლებს.

- როგორ დაიწყეთ შენება?
- ჩვენი ცოდნის მიუხედავად, სათანადო ლიტერატურის შესწავლა მაინც დაგვჭირდა. პირველად გავაკეთეთ წერტილოვანი ფუნდამენტი (ბეტონის ბოძები ჩავასხით), რაზეც­ ხის კარკასი იდგმება. კარკასში დაპრესილი ნამჯა ჩავსვით, რომელიც გამზადებული შევიძინეთ (ზომები წინასწარ განვსაზღვრეთ). დაპრესილი ნამჯის ბლოკებზე­ ბათქაშის პირველი ფენა თიხისა გაკეთდა, რათა ნამჯა კარგად დაფიქსირებულიყო (თიხა ჩვენს ეზოშიც არის). შემდეგი ფენა კირის, სილისა და დაკეპილი ნამჯის ნარევი იყო. შიგადაშიგ დაჭრილ მატყლსაც ვურევდით - დოლბანდის ფუნქციას ასრულებს.

- მუშახელი?
- ჩვენ ვაშენებდით და ერთი აქაური ბიჭი გვეხმარებოდა. 4 თვე მოვანდომეთ­ -
ველოდებოდით გალესილი ფენების კარგად გაშრობას. 2 თვე კარავში ვცხოვრობდით. ახლა სახლში უკვე სველი წერტილებიც გვაქვს. ქარ-წვიმის ხმა არ შემოდის, რადგან სახურავზეც 30-სანტიმეტრიანი ნამჯისა და თიხის ნარევია დაფენილი. იატაკის დასაგებად 30-სანტიმეტრიანი ლელი (ლერწამი) გამოვიყენეთ. ამ მასალებს ჩვენში წვავენ, არ სჭირდებათ, არადა, მისი გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება, თუნდაც მიწაზე მისი დაფენა სასარგებლოა, ნიადაგისთვის კარგი საკვებია.

- რა დაჯდა ნამჯის სახლი?
- 6.000 ლარი. ფართობი სულ 36 კვმ-ია,­ მეორე სართულზე 18 კვმ საძინებელი გვაქვს. სახლში ისე თბილა, რომ ამ ზამთარში მაისურით დავდივარ.

"იატაკის დასაგებად 30-სანტიმეტრიანი ლელი (ლერწამი) გამოვიყენეთ. ამ მასალებს ჩვენში წვავენ, არ სჭირდებათ, არადა, მისი გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება, თუნდაც მიწაზე მისი დაფენა სასარგებლოა, ნიადაგისთვის კარგი საკვებია"

- სოფელმა როგორ მიგიღოთ?

- თავიდან გაოცებული იყვნენ, ქალაქში აწყობილი ცხოვრება როგორ მიატოვეთ და აქ როგორ წამოხვედითო - ბაკურციხელ ნიფნიფებს გვეძახდნენ. ახლა მოდიან, ათვალიერებენ და მოსწონთ.

- კიდევ რა გაქვთ დაგეგმილი?
- გვინდა გავხსნათ საკვირაო სკოლა, რათა აქაური ახალგაზრდების განათლებაზე ვიზრუნოთ, სანერგე მეურნეობის გაკეთებაც განვიზრახეთ, ტყე განადგურებულია და გაახლება სჭირდება. დავითი ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულისა და ხილის მოყვანას აპირებს, ორგანული სასუქიც აქვს გამოგონებული. ეს იქნება სადემონსტრაციო ნაკვეთი, თუ როგორ შეიძლება სოფლად ადამიანმა დამოუკიდებლად იცხოვროს.

დავითი:
- უპირველესად უარს ვამბობთ ხვნასა და მიწის თხრაზე. ყველაფერი ისე უნდა მოვიყვან­ოთ, რომ მიწა ზედმეტად არ ამობრუნდეს. მსოფლიოში მთელი პროგრესული ბიომოსახლეობა ამ პრინციპით მუშაობს. უწინ ჩვენი სახნისები ხმალივით იყო, ერთ ნაპრალს აკეთებდა. მიწა რომ ტრიალდება, მერე მას ქარი და მზე აშრობს, აღდგენას კი სამი წელიწადი სჭირდება.

- ანუ ნიადაგს არ ბარავთ?

- მხოლოდ ერთხელ და შემდეგ იქ ორგანულ ნივთიერებას - კომპოსტს ვყრი. რაც კი გვრჩება ოჯახში - ხილ-ბოსტნეულის ნაფცქვენ-ნათალი - ყველაფერი მიწაში ბრუნდება. არსებობს ტექნოლოგიები, რომლითაც ურწყავად მოიყვან ხარისხიან პროდუქციას. მიწას აქვს კონდენსირების ისეთი უნარი, რომ მორწყვა არ სჭირდება, ნიადაგის შრეებში, ტენი ყოველთვის არის. მცენარეს ჩააქვს ზედაპირიდან, რაც კარგია და იქიდანაც სასარგებლო ამოაქვს.
მოკლედ, გეგმები გვაქვს, ცოტა ხანში ჩვენი მეგობრებიც აპირებენ აქ დასახლებას. ვნახოთ, ერთად რას შევძლებთ.


ლალი ფაცია
ketevaan
18 თებერვალი 2016 15:05
kargiaa aset saintereso adamianebs da mat metodebs rom gacnobt,didi siamovnebit vkitxulob davecnobi.madlobt da kvlavac velii
Nino
11 თებერვალი 2016 03:56
ეს ერთი და სხვა მრავალი!!!!
სხვა სიახლეები
"არსებობს ყველი, რომელსაც ნაკლებად იცნობს ჩვენი საზოგადოება. მაგალითად, ნარჩვი, რომელსაც სოფელ ლახამულაში ირა ანსიანი ამზადებს, აკეთებს ქერქიან ყველსაც, რომლის დამზადების კულტურა ოდითგანვე გვქონდა"

ქართველი "ჩისმეიკერი" გვირჩევს, არაკეთილსინდისიერ მეწარმეს ომი გამოვუცხადოთ...
დაწვრილებით...
"ლოკოკინა გლერძის ფესვებში ბუდობს და როცა ლოკოკინებს ჩიჩქნიან, ფესვებს ისე უშიშვლებენ, რომ მცენარე ხმება. ხანდახან სულაც გადაწვავენ, ლოკოკინები რომ ამოიღონ. არადა, გლერძის ეს ჯიში ქართულია, ენდემური, და მისი გადაშენება არ შეიძლება"
დაწვრილებით...
"ბონსაი არ არის გენეტიკურად ჯუჯა მცენარე და ლამაზ ჯუჯა ხედ თავისთავად არ იზრდება"

"ნერგს თავიდან ხელში რომ იღებ, გკარნახობს, რა გააკეთო, რომელი ტოტი გასხლა, ოღონდ, ვინც ბონსაი არ იცის, ვერაფერს მიხვდება"
დაწვრილებით...
"დღეს რამდენიმე რაიონში, მათ შორის - ხარაგაულში აბრეშუმის წარმოება ფეხს იდგამს. აქ და სხვაგანაც შეიქმნა კოოპერატივები, რომლებმაც პარკის გასაყიდად ბაზრები თვითონ მოძებნეს"
დაწვრილებით...
"ბუნებაც კარგი გვაქვს, წყალიც, დამსვენებელიც ბევრი ჩამოდის. მთავარია, საქმე იყოს, რომ მოსახლეობამ სოფელი არ დატოვოს"
დაწვრილებით...
"ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩა, წავიდეს სოფელში და იქ დაბაროსო. რაც უნდა თქვან, ამ ქალაქში დავრჩები და კიტრს და პომიდორს მოვიყვან"

"ესენი ყველანი ადამიანები არიან, ვეფერები და ვესაუბრები"
დაწვრილებით...
კრეფა საადრეო ატმით დავიწყეთ, რომელსაც გურჯაანში საკონსერვო საადრეოს, ანუ პირველის პირველს ვეძახით, ამჟამად კრიმჩატი იკრიფება; ამას მოჰყვება ელბერტა (კოლექტიურა)…რომელსაც საუკეთესო გემო და მოყვითალო რბილობი აქვს. ატმის კრეფის სეზონი დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო. წლეულს ატმის საადრეო ჯიშები ივნისის პირველივე კვირას დამწიფდა
დაწვრილებით...
"ყაზბეგური ქოსა 2001 წელს ჯიშად დაარეგისტრირა საქართველოს კინოლოგთა ფედერაციამ, მაგრამ საერთაშორისო აღიარებისთვის ეს არ კმარა - ჯიში კინოლოგთა მსოფლიო ფედერაციამაც უნდა ცნოს, რათა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგეს"

"ვკარგავთ შანსს, ქართველებმა ერთადერთი ძაღლი დავირეგისტრიროთ"
დაწვრილებით...
"მსიამოვნებს, როცა სტუმრებს ღვინოს ჩემი დამზადებული ფიალებით ვთავაზობ..."

ქსნის ხეობიდან ჩამოტანილ დოქში 5-6 წლის წინ ყვითელგულა ჩიტმა, წიწკანამ დაიბუდა, ყოველ წელს აქ არის და ახლაც ბარტყები ჰყავს შიგნით. თან გალობს და გვატკბობს ჩვენც და ბარტყებსაც
დაწვრილებით...
"ქარსაცავი ზოლები გავჩეხეთ, წყალსაცავები დავაშრეთ, ტყეები გავკაფეთ. ბუნებას არ ვუფრთხილდებით!"
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
აქცია!!! პარკინგი 50 %-იანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები