თინეიჯერმა გოგონამ ჯარისკაცის ჩაფხუტში "მშვიდობის ბაღი" გააშენა
თინეიჯერმა გოგონამ ჯარისკაცის ჩაფხუტში "მშვიდობის ბაღი" გააშენა
15-02-2016
"ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიცია გავაკეთე ჯარისკაცის ჩაფხუტში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს. ის ოკუპანტებს გადაურჩა... სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს"

ზამთარში ყვავილების სამ­ყა­როში მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა, ამ სუსხში მაინც აღმოვაჩინე­ თბილის­ური­ სამოთხე. 18 წლის ანი ციციშვილს ავჭალაში ულამაზესი ორანჟერეა აქვს. იქაურობას 100-ზე­ მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ამშვენებს. აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი მცენარეების გარდა, თუთიყუშებს - მრავალფერ ლორიკეტებსა და თევზებსაც უვლის.

ანი ციციშვილი: - ყველაფერი გვიმრების მოვლით დაიწყო. ჯერ ერთი სახეობა მქონდა, მერე ნელ-ნელა გავამრავ­ლე... ახლა გვიმრის 22 სახეობა მაქვს.
თავიდან მხოლოდ ის მცენარეები მომ­წონდა, რომელთაც ფერადი ყვავილები­ არ აქვთ, მაგრამ მერე გამრავალფეროვ­ნება გადავწყვიტე. ახლა ძირითადად, ტროპიკული მცენარეები მაქვს. მაგალითად, სპატიფილუმი, ორქიდეები, ანთურიუმები,­ აფელანდრა, მწერიჭამია დიონეა მუსციპულა,­ გვიმრებიც, ასევე, ხრიზალიდოკარპუსი,­ კოდიუმი, მონსტერა, ფილოდენდრონები.

- როგორ უვლი მათ?
- მცენარეს ყოველდღიური მოვლა სჭირდ­ება. ვაკონტროლებ ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას. ტენიანობა 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალური კი 90%-ია. თუ ტენიანობა იკლებს, გამათბობელთან სველ ნაჭერს ვდებ - აორთქლებული წყალი ტენიანობას აბალანსებს.

ოკეანის თევზებისთვის აუზის გაკეთებას ვაპირებ. ამის შემდეგ ტენიანობის კლებასთან ბრძოლა აღარ დამჭირდება, ამ პატარა ეკოსისტემაში კლიმატი ბუნებრივად შეიქმნება.

- სასუქს ან რამე განსაკუთრებულ მინერა­ლებს იყენებ?

- მცენარეებისთვის ყველაზე სასარგებლო აკვარიუმის წყალია, რომელშიც თევზები ცხოვრობენ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ფრთათეთრაა - პატარა თეთრი მწერი. მასთან გამკლავება რთულია.

ყვავილების კომპოზიცია

- ყვავილოვანი მცენარეებიც გაქვს...

- მაქვს ანთურიები, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლ­ობაში ყვავილობს, მხოლოდ სამ თვეს "ისვენებს". ორქიდეა კი, თუ დიდი ყვავილი გამოიღო, მას რვა თვეს ინარჩუნებს. გუსმანია ორ წელიწადს ყვავილობს, როცა ყვავილი­ გაუხმება, შვილებს ამოიყრის, თვითონ კი კვდება; მერე ეს ახალი გუსმანია სხვა ქოთანში უნდა გად­არგო და ისევ ახალი სიცოცხლის ციკლი იწყება.

- ლამაზი ორქიდეები გაქვს...
- ორქიდეა მიწაში არ ირგვება. ის ან ხავსში, ან ხის ქერქში უნდა დარგოთ. მე ხავსში მაქვს. ის ბუნებაში ხეებზე იზრდება და ფესვები გარეთ აქვს გადმოკიდებული.

- ვხედავ, პატარა ორქიდეებიც გაქვს...
- კვირტი რომ გაიზრდება, ირგვლივ ხავსს ვუფენ; იმ ხავსში ფესვებს რომ გაიდგამს, ხავსთან ერთად ვიღებ და ვდებ ხის ქერქში. კარგად დაფესვიანებას ექვსი­ თვე სჭირდება.

- იელის რამდენიმე სახეობა გქონია...
- იელი მიწაში ირგვება; ზოგიერთი­ ჯიში ყინვასაც უძლებს. ყვავის წელიწადში ორჯერ. სასუქი კი საჭიროა მისი აქტიური­ ზრდის პერიოდში.

- ჯუჯა ბროწეულიც გქონია...
- ჯუჯა ბროწეულის, ბონსაის, ფორმა თავად გამომყავს - თუ რომელიმე ტოტი სხვა მიმართულებით მინდა განვითარდეს, ტოტებს ერთმანეთს ვაბამ. მოგეხსენებათ, მცენარე სინათლისკენ მიილტვის და მეც სინათლისკენ ვაბრუნებ.

"ეს ჯუჯა ბროწეული ჯერ ორი წლის არის მაგრამ, პატარა ნაყოფი უკვე აქვს"

ეს ბონსაი ჯერ ორი წლისაა, მაგრამ ერთი პატარა ნაყოფი უკვე აქვს. აუცილებელია წელიწადში ერთხელ ფესვის მესამედის შეჭრა. ახალი მიწაც უნდა დაემატოს, რადგან ის ადვილად
You must have Flash Player installed in order to see this player.
იფიტება. ხშირად­ სჭირდება მორწყვა, განსაკუთრებით - ზაფხ­ულში. მაქვს ჰიბისკუსიც, იგივე ჩინური ვარდი, თუმცა, ახლა ყვავილობა დასრულებული აქვს.

- ახალი მცენარის ნათესებიც გაქვს?
- დიახ, ახლა ველოდები, ამარანტი როდის ამოვა და გაიზრდება. ამ მცენარეს რუსეთში, პეტრე პირველის მეფობამდე, საჭმელად იყენებდნენ. ძალიან სასარგებლოა - 20 აუცილებელი ამინომჟავიდან 18-ს შეიცავს.
ამარანტი 3-4 მეტრამდე იზრდება, აქვს პატარა, შავი მარცვლები და ერთ კვირაში ამოდის. ძველად მის შავ მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. ახლა მას ცხოველების გამოსაკვებად იყენებენ.

მაქვს მწერიჭამია, რომელიც ჯერ პატარაა, მაგრამ მწერებს უკვე იჭერს. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, თუმცა­, აუცილებელია, ყველა მცენარის ქოთანში­ ნახშირი მოათავსოთ - ის ზედმეტ წყალს იღებს და სასარგებლოა მცენარისთვის. კაქტუსებიც მაქვს. აკვარიუმებში ვაკეთებ­ სხვადასხვა კომპოზიციას, ერთ-ერთი საინტერესო კომბინაცია კი ჯარისკაცის ჩაფხუტში მაქვს გაკეთებული. ეს ჩაფხუტი 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს, რომელიც ოკუპანტებს გადაურჩა. სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს.


ეკა გადახაბაძე
სხვა სიახლეები
ბოლო წლებში ბოცვრების ფერმა ოზურგეთის სოფელ გურიანთაშიც შეიქმნა.
დაწვრილებით...
"ოჯახურ პირობებში თამბაქოს მოყვანა მწევლის ოჯახის ბიუჯეტისთვის დიდი შეღავათია"
დაწვრილებით...
"მგლები უნდა დავითვალოთ და გავიგოთ, რა ტიპის რეგულაციაა საჭირო და არა გამოვიდეთ და მხეცებს დავერიოთ"
დაწვრილებით...
დიზაინერ ზალიკო ბერგერის ოჯახში ფლორა და ფაუნა დიდ პატივში ჰყავთ.
დაწვრილებით...
"პაპაჩემის პაპიდან დაწყებული თბილისში ასეთი გამოთქმაც კი დამკვიდრდა, ლაღიძის წყლები და ლალიაშვილის სულგუნიო! მეც მალე მივხვდი, რომ ოჯახის სარჩენად მათხოვრობა არასოდეს დამჭირდებოდა, თუ მამა-პაპის საქმეს გავაგრძელებდი"
დაწვრილებით...
"არასოდეს დანებდე" - ამ დევიზით, საკუთარი დანაზოგით, შემართებით, მეტი ცოდნით და შემდეგ უკვე კვერცხების საჩეკი აპარატით მეფრინველეობა წამოვიწყე"
დაწვრილებით...
"გეჯიდან ამოღებულ ფიჭიან თაფლს გოლეული ეწოდება და ძალიან გემრიელია. მეტიც, ორმაგად სასარგებლო და ხარისხიანია, ვიდრე ჩვეულებრივ, ფიცრიან სკაში, ხელოვნურ ჩარჩოებზე მოყვანილი თაფლი"
დაწვრილებით...
"მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა და კიდევ ბევრი ცუდი მოხდა მსოფლიოში, ბუნებრივი ციკლი არ დარღვეულა, რასაც უნდა მოეჭიდო. ეს გადაარჩენს სამყაროს"

"წვიმის წყლის აუზში 10 ტონა წყალს ვინახავთ. მასში ფილტრაციისთვის მცენარეებიც ჩავრგეთ, თევზები გავუშვით, გვყავს კუ"
დაწვრილებით...
"ჩვენი პატრიარქის მოწოდებაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ კავკასიურ სოჭს, საქართველოს ბუნების მშვენებას"
დაწვრილებით...
პირველი ნამუშევარი რომ გავყიდე და ფული ავიღე, გამიხარდა, ამან მოტივაცია მომცა. მერე ნელ-ნელა დავხვეწე და უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებ. თავიდან სულ გადატყავებული მქონდა ხელები. ზოგჯერ ახლაც მეჭრება ხელი, რადგან ბასრ იარაღებთან მიწევს მუშაობა, მაგრამ ეგ არაფერია. სხვანაირად საქმე არ გამოდის, მთავარია, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და ჩემი შრომით ვშოულობ ფულს.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ მფლობელისგან! იყიდება ვაჟა-ფშაველას მე-6
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
ბინა მდებარეობს მეტრო სამგორის მიმდებარედ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები