"ყველა პირადი ტრაგედია ყვავილებმა შემიმსუბუქეს" - კვირის პალიტრა

"ყველა პირადი ტრაგედია ყვავილებმა შემიმსუბუქეს"

"სამი წლის წინ ჩემი 16 წლის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - თევზაობის დროს მტკვარში დაიხრჩო..."

ელდინა ცქვიტაია მოყვარული მეყვავილეა. სახლში ას ძირზე მეტი, საკუთარი ხელით გახარებული ყვავილი აქვს. რომ იტყვიან, მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, ბევრ ტკივილს და განსაცდელს გაუძლო. რთული ცხოვრების გზაზე მისი ერთგული თანამგზავრი სწორედ ყვავილები იყო.

- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩემი ორივე ბებია, დედის და მამის მხრიდან, გატაცებული იყვნენ ყვავილებით. მე აფხაზეთიდან ვარ, მოგეხსენებათ, იქ იყო ყვავილების კულტურა. თითქმის ყველა სახლის ეზო ლამაზ-ლამაზი ყვავილებით იყო გაფორმებული. გამონაკლისი არც ჩვენი ეზო გახლდათ. ყველაფერი ყვავილში და მწვანეში იყო ჩაფლული, ალბათ ამ გარემოებამ იმოქმედა ჩემზე. ბებიებს ულამაზესი ჰორტენზიები, გიორგინები, ბალბები ჰქონდათ. ეს ყვავილები ბებიების თავს მახსენებს, ამიტომ ყველა მათგანი გავახარე ჰორტენზიების გარდა, რადგან აქ არ იშოვება. საცხოვრებელ კორპუსში ვცხოვრობ, არ მაქვს დიდი ფართი, ამიტომ ბალბების მხოლოდ რამდენიმე სახეობა ვახარე, ყველას შენახვას ვერ შევძლებ.

ცხოვრებამ ბევრი მწარე განსაცდელი და გამოცდა მომიწყო. ხუთი წლის უკან დამენგრა ოჯახი. საცხოვრებლად მშობლებთან გადმოვედი, ორი შვილთან ერთან. სამი წლის წინ ჩემი 16 წლის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - თევზაობის დროს მტკვარში დაიხრჩო... დამრჩა გოგონა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ამ სტრესის დაძლევაში ჩემი ყვავილები ძალიან დამეხმარნენ. მათი მოვლა, ზრუნვა ჩემთვის კარგი თერაპია იყო. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მათთან ურთიერთობა ყველანაირ სტრესს და დაძაბულობას მიხსნის.

იხილეთ სრულად