ფშატი - თქვენი ჯანმრთელობის ელექსირი
ფშატი - თქვენი ჯანმრთელობის ელექსირი
შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ხე-მცენარე ფშატი, რომელიც საქართველოშიც გვხვდება, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

როგორც ირკვევა მედიცინაში იყენებენ როგორც მის ნაყოფს, ასევე ფოთლებსაც.

ფშატი
- ვერცხლისფერ-მოთეთრო ჩვილყლორტებიანი ხეა, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 3-7 მეტრს აღწევს, თუმცა მისი დეკორატიულ მცენარედ გამოყენებისას, ბუჩქის ფორმასაც აძლევენ.

ფშატი ჭალის მცენარედ მიიჩნევა და ნესტიან ადგილებში იზრდება, თუმცა მას დიდი სიმშრალის ატანაც შეუძლია. ადვილად მრავლდება
You must have Flash Player installed in order to see this player.
როგორც თესლით, ასევე ფესვის ნაბარტყით. მსოფლიოში ფშატის 50-70 სახეობა არსებობს, რომელთა საერთო გვარი "მწვანე ზეთისხილის" სახელით არის ცნობილი.

მის სამშობლოდ აზიის სუბტროპიკული რეგიონები მიიჩნევა, თუმცა ასევე გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიის ჩრდილოეთით, ფილიპინებში და ევროპაშიც კი. ფშატი ზოგან ეგზოტიკურ მცენარედაც მიიჩნევა. მისი ნაყოფის რბილი შიგთავსი 40% -ზე მეტ შაქარს და 10% -ზე მეტ ცილებს შეიცავს, ასევე მასში მოიპოვება ნახშირწყლები, კალიუმისა და ფოსფორის მარილები.

რაც შეეხება ფშატის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებს, იგი მიიღება ენტეროკოლიტის დროს, რომლის მიღების შემდეგ უმჯობესდება ავადმყოფთა მომნელებელი ორგანოების ფუნქცია და საერთო მდგომარეობა. მას გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ფუნქციაც პირის ღრუს დაავადებების დროს. ფშატის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისება ისაა, რომ თუკი მას რძეში შევურევთ, ძალიან სასარგებლო ნაყენს მივიღებთ, რომელიც რევმატოიდული ართრიტისა და სახსრების ტკივილის დროს უებარი წამალია. მისი ფოთლები სამკურნალო ზეთსა და E -C  ვიტამინებს შეიცავს.

ფშატი ძალიან კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ასევე ამცირებს მალარიის გავრცელების რისკს და ხელს უწყობს შარდმდენი სისტემის მოწესრიგებას. გარდა ჩამოთვლისისა, მისი მიღება აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემის, კოლიტისა და ბრონქიტის პრობლემები აქვთ.

ამ უკანასკნელი პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტი: აიღეთ დაახლოებით, 6 გრამის ოდენობის გამხმარი ფოთლები, მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთი გააცივეთ და ჭამამდე 15- 20 წუთით ადრე 1/3 ჭიქა მიიღეთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფშატის გუმფისს (მაღალმოლეკულური ნახშირწყლები, გამოიყოფა მცენარის დაზიანებული ან დაავადებული ქერქიდან) გამოყენებენ საქსოვ წარმოებაში, წებოს მოსამზადებლად, ლაქსაღებავების დასამზადებლად. ფოთლებსა და ქერქს ტყავის შავფერად ან ყავისფრად შესაღებად ხმარობენ.

მოკლედ, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და უმნიშვნელო მცენარე ძალიან სასარგებლო ყოფილა ჩვენი ორგანიზმისთვის. ფშატი საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია, ყველაზე ხშირად კი ქართლსა და კახეთში ვხვდებით.

მოამზადა გიორგი მოსაშვილმა

მკითხველის კომენტარი (1)
mari
17 თებერვალი 2017 15:16
სიგიჟემდე მიყვარს ფშატი,მაგრამ რატომღაც იშვიატადაა ბაზარში!ამდენი სამკურნალო თვისებები თუ აქვს რატომ არ ცემენ პატივს და არ მოაშენებენ უფრო მეტად?კახელებო,ქართლელებო ღვინოს ფასი დაუკარგეს( მთავრობის წევრებმა) და ეგებ ასეთი მნიშვნელოვანი და გემრიელი მცენარე უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენი ოჯახებისთვის!არავის არ აქვს გასინჯული ვისაც ვიცნობ.მხოლოდ 2 ჯერ ვნახე ბაზარში და (სამწუხაროდ ძვირი ღირდა)ორივეჯერ ვიყიდე...არიქა ფშატი ვაქციოთ გამდიდრების წყაროდ!მეშინია ივანიშვილმა არ გაიგოს,თორემ ვისაც ეზოში გაქვთ,იმასაც იყიდის და გააკეთებს უზარმაზარ ფშატის ტყეს და მერე იკითხეთ მისი ფასი!ეს ისე ხუმრობით...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
27-02-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა