საზამთრო - უგემრიელესი და უებარი მკურნალი - კვირის პალიტრა

საზამთრო - უგემრიელესი და უებარი მკურნალი

საზამთრო უგემრიელესი ხილია, რომლის გარეშეც გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია, მისი ფერი და გასაოცარი სურნელი გულგრილს ვერავის ტოვებს. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის საზამთროს სამკურნალო თვისებების შესახებ.

საზამთრო გოგრისებრთა ოჯახის ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა, რომლის ნაყოფიც გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს.

მისი რბილობის 80-90% სითხისგან შედგება და ძლიერ შარმდენ საშუალებას წარმოადგენს. მისი მთავარი შემადგენელი ვიტამინებია С, В ჯგუფის ვიტამინები (უმეტესად - В1 და В2), ვიტამინი PP და ფოლის მჟავა. მიკროელემენტებიდან კი მასში შედის კალიუმი და მაგნიუმი.

საზამთრო ავლენს ძლიერ შარდმდენ, ნაღველმდენ და დამარბილებელ თვისებებს, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და ამ მხრივ ტოლს არ უდებს სალათის ფოთლებსა და ისპანახს.

მედიკოსები საზამთროს მოხმარებას ურჩევენ თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებს, ასევე გულის უკმარისობითა და ჰიპერტონიით დაავადებულებს.

ხალხური მედიცინა მას იყენებს, როგორც წყალმანკის, სიყვითლის და სისხლაღმდგენ საშუალებად.

მიუხედავად ამ გემრიელი ხილის ბევრი სამკურნალო თვისებისა, მედიკოსები გვირჩევენ ზომიერება შევინარჩუნოთ, ის უფრო მცირე დოზით უნდა მიიღონ მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი ან მწვავე გლომერულონეფრიტი აწუხებს.