ნუშის რძეც არ უნდა დაგვაკლდეს
ნუშის რძეც არ უნდა დაგვაკლდეს
"ბაღი 2 ჰა-ზეა გაშენებული. როცა მოსავალი მოუწევს, ეტაპობრივად, ნერგებს სხვა ფართობზეც დავამატებთ. დავრეგისტრირდით სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სავაჭრო პორტალზე და უკვე რამდენიმე შეკვეთაც გვაქვს"

"ჩვენი მიზანი ფერმერობა­ არასდროს ყოფილა. გვსურდა,­ სოფელში საგვარეულო სახლი არ დაგვეკეტა. საუბარია ვენა­ხის,­ მარნის მოვლაზე, თონისა­ და სასოფლო-სამეურნეო სავარ­გულე­ბის ამოქმედებაზე", - ამბობენ ახალგაზრდა ფერმერები, ძმები არჯევანიძეები, რომლებსაც საგვარეულო მამული ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში­ აქვთ.

ძმები ფიქრობდნენ, კიდევ რა გაეკეთებინათ, რაც მათ მეურნეობას გააფართოებდა და გაწეული
You must have Flash Player installed in order to see this player.
შრომაც სარგებლიანი იქნებოდა. სხვადასხვაგვარი კვლევების შემდეგ გადაწყვიტეს, ნუშის ბაღი გაეშენებინათ.

ირაკლი არჯევანიძე, 29 წლის:
- 2014 წლამდე შილდაში პირადი მოხმარებისთვის მოგვყავდა პროდუქცია. დანაზოგიც გვქონდა და გადავწყვიტეთ, ის სოფლის მეურნეობისთვის მოგვეხმარებინა. როგორც პირველადი კულტურა და როგორც გადამუშავებით მიღებული პროდუქტები, ჩვენთან ყველაზე ახლოს ნუში აღმოჩნდა და მისი მოშენებაც ასე გადაწყდა.

- ვენახს აღარ უვლით?

- ვენახს ადგილობრივი მოსახლეობა­ უვლის, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერითა და მათი ფიზიკური შრომით საერთო სარგებელი იქმნება და მერე ყველა ვიყოფთ.

- ნუშზე ვისაუბროთ...

- პირველ ჯერზე ორწლიანი კულტურები ვიყიდეთ. მერე იყო შესაძლებლობა, პროექტის - "დანერგე მომავლის" ფარგლებში გვესარგებლა. გასათვალისწინებელია, რომ ნუშის კულტურას სარწყავი სისტემა არ სჭირდება. ისიც გაირკვა, რომ 1 ჰექტარი მიწა-სავარგულისთვის 400
ძირი ნერგი უნდა გვეყიდა. 400 ორწლიანი ნერგიდან 350-მა ძირმა­ გაიხარა. დღეს ისინი უკვე 3 წლისაა, წლეულს კი ბაღს 500 ძირი ერთწლიანი ნერგი დავამატეთ.

- ერთწლიანი და ორწლიანი ნერგი რას ნიშნავს?

- ერთწლიანია, როცა ნერგი საძირეზე დამყნობილია და ძირითად ბაღში იმავე წელს ირგვება. ორწლიანის შემთხვევაში კი ნერგი საძირეზე დამყნობილია, ერთი წლის განმავლობაში განვითარდება ფესვთა სისტემა და ძირითად ბაღში მხოლოდ მეორე წელს ირგვება.
ბაღი 2 ჰა-ზეა გაშენებული. როცა მოსავალი მოუწევს, ეტაპობრივად, ნერგებს სხვა ფართობზეც დავამატებთ. დავრეგისტრირდით სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სავაჭრო პორტალზე და უკვე რამდენიმე შეკვეთაც გვაქვს.
გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სანერგე მეურნეობის პარტნიორები გავხდეთ. მათ ნერგების გაყიდვაში ვეხმარებით...
სხვადასხვა საგრანტო პროექტს ვამზადებთ, რათა გადამმუშავებელი ხაზის მოსაწყობად დაფინანსება მოვიპოვოთ.

- და ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს სრული აღჭურვილობა შეიძინოთ?

- დიახ... წლეულს ჩვენმა ნუშმა ნიშ­ანი უნდა მოგვცეს (იმ პირველად დარგულ­ 400 ძირს ვგულისხმობ), ანუ რამდენიმე ათეული კილოგრამი უნდა მოვიდეს. ცხადია, ამას ინდუსტრიული მნიშვნელობა არ ექნება,­ კომერციულად ვერ გამოვიყენებთ. თუმცა, მეოთხე წლიდან მოსავლიანობამ დაახლოებით 70%-ს უნდა მიაღწიოს, მეხუთე წლიდან კი 100%-ს ველოდებით.
გადამმუშავებელი ხაზი ადგილობ­რივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც ველური, ასევე კულტივირებული ინდუსტრიული ნუში საქართველოშივე გაყიდონ. მათ დავეხმარებით, რომ ნედლეული­ ბაზარზე გაიყიდოს სლოგანით - "ქართული პროდუქტი".

- თავიდან აღნიშნეთ, რომ ნუში ადვილად მოსავლელი კულტურაა...

- არ სჭირდება ხშირი მორწყვა, შეწამვლა. საქართველოში ის დაავადებები არ არის განვითარებული, რომლებიც შეიძლება ამ კულტურას გაუჩნდეს.

- სასუქი არ უნდა?

- სასუქი (აზოტი) მანამ სჭირდება, სანამ ფესვთა სისტემას განივითარებს, მერე კი - ნაკლებად. სამწუხაროდ, საქართველო უმეტესად იმპორტულ ნუშზეა დამოკიდებული და კონკურენციის საშუალება ჯერ არ გვეძლევა.
მისი შემცველობის გამო ევროპაში ნუში ფართოდ გამოიყენება, არა მხოლოდ გული, არამედ - ნაჭუჭიც. სასარგებლო ნივთიერებები ნაჭუჭში მეტია, ვიდრე - გულში, უფრო მარგებელია, ვიდრე სხვა თხილეულის ნაჭუჭი, ამიტომაც გამოიყენება პირუტყვის საკვებ დანამატად. ნუშიდან ხდიან ეთერზეთებს; საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიაში, ფარმაციაში გამოიყენება რძის სახით, რადგანაც მათთვის, ვინც ძროხის რძეს არ იღებს, ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი ნუშის რძეა. ნუშის ფქვილისგან ამზადებენ მაკარონს, ფრანგულ ტკბილეულს.

- ამ ეტაპზე რა გაფერხებთ მუშაობაში და პრობლემას რა გიქმნით?

- პრობლემა ქართულად ლიტერატურის უქონლობაა. ჩვენთვის ეს არცთუ პრობლემურია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართული გვყავს საქმეში და ნუშის მოვლაში გვეხმარებიან, ყველაფრის სწავლება ჩვენ გვიწევს. პრობლემაა ისიც, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კლუბი ან ასოციაცია, თუნდაც ჯგუფი, რომელსაც ნუშის მეურნეობა ექნება. ალბათ, ამის ორგანიზებაც ჩვენ მოგვიწევს.
რაც მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ საქმეში, შედეგების მიღწევაც უფრო ადვილი იქნება. არ მიმაჩნია, რომ ასე კონკურენტებს გავიმრავლებთ,­ პირიქით, რაც მეტი ვიქნებით, საერთო სარგებელიც მეტი იქნება.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (2)
00
25 მარტი 2017 13:49
მალადეც სჰილდელებო
ანა–ანა
24 მარტი 2017 13:23
მიხარია შრომისმოყვარე ხალხის წარმატებები. გამრავლდით, სხვებიც წაახალისეთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
27-03-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
27-03-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა