14-12-2009
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავის გახსნამდე ცხადი ხდება, რომ იგი ვინმე დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია.
14-12-2009
17 დეკემბერს წმინდა მოწამე ბარბარეს ხსენების დღეა. 19 დეკემბერს კი ნიკოლოზობას აღვნიშნავთ. გილოცავთ ამ წმინდა დღესასწაულებს. წმინდა მღვდელმთავარს, ღვთის მადლით, მრავალი სასწაული მოუხდენია კაცთა სასიკეთოდ. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:
23-11-2009
გილოცავთ გიორგობას!ქართველებს იმდენად გვიყვარს წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომ წელიწადის ერთ-ერთ თვეს, გიორგობა ვუწოდეთ. ეს სიყვარული კი ჩვენს გულებში მისსავე ბიძაშვილს, წმინდა ნინოს ჩაუნერგავს. საეკლესიო გადმოცემით, მასვე მიეწერება წმ. გიორგის ბორბალზე წამების დღის (ახ.სტ. 23 ნოემბერი). დღესასწაულად დადგენა. ჩვენში გავრცელებული თქმულებით, როცა წმ. გიორგი სიკვდილით დასაჯეს, მისი სხეული 365 ნაწილად დაყვეს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოფანტეს. სხვა გადმოცემით კი საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე იმდენი ეკლესიაა აშენებული, რამდენი დღეც არის წელიწადშიო...
16-11-2009
კეთილად მოღვაწე დედოფლის, ღვთაებრივი თამარის გამგებლობა სამართლიანად ითვლება ჩვენი ბედკრული სამშობლოს ისტორიის ოქროს ხანად. ჭეშმარიტად გაბრწყინებული, დედა-მარიამის მადლიანი კალთის საფარქვეშ მყოფი ივერია მე-12 საუკუნის დასაწყისში აზია-აღმოსავლეთის ჰეგემონი სახელმწიფო იყო, დიდი პოლიტიკის წარმმართველი და სეფესიტყვის მქონე.
16-11-2009
როცა სატანა უფალს აუმხედრდა, შეეწინააღმდეგა მთავარანგელოზი მიქაელი. მან ბრძანა: "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ, ღვთის გარდა!" მაშინ გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეება. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა, წმინდა მთავარანგელოზის მეთაურობით.
02-11-2009
როდესაც მოწამეთას მონასტრის წინამძღვრის აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტ თორნიკეს (გაგი მოსეშვილის) ცხოვრებას გაეცნობით, ალბათ, ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ მეოცე საუკუნის კაცის კი არა, ძველი ქრისტიანის ცხოვრება წაიკითხეთ. თუმცა, ეს მსგავსება მხოლოდ სულიერი არ არის, - მამა გაგი გარეგნულადაც ძალზე მიაგავდა ფრესკიდან გადმოსულ ძველ, "ღმერთშემოსილ" მამებს.
26-10-2009
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ეს მორიგი შეტევაც სულიერი ქამობაა, რომლის ანალოგიც საქართველოში მხოლოდ ბოლშევიკების მძვინვარების პერიოდში შეიძლება მოძებნო. განა წმინდა ამბროსი ხელაიასაც აგენტობას არ აბრალებდნენ? ოღონდ მაშინ, იმპერიალიზმისას. შეიძლება არც ღმერთი გწამდეს და არც ეკლესია, მაგრამ ზრდილობა მაინც არ უნდა დაკარგო, რომ ქვეყნისთვის დამაშვრალი, ქართველთა სულიერი მამა არ შეურაცხყო, გული არ ატკინო. წმინდა ამბროსის სულიერი ჯალათები დრომ განაქარვა, მისი წმინდა სახელი კი საუკუნეებს გადასწვდება.
12-10-2009
მცხეთა - ადგილი, საიდანაც იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში და რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის უდიდესი - ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ წოდებული უფლის კვართი.
21-09-2009
21 სექტემბერს (ახ. სტ.) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია. ვულოცავთ ამ წმინდა დღეს მკითხველს და გთავაზობთ აწყურის ღვთისმშობლის ხატის ისტორიას, ხატისა, რომლითაც ქართველებმა პირველად იხილეს თავიანთი მფარველი ღვთისმშობელი მარიამი.
21-09-2009
თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს ხორციელ მშობლებს, რომ ისინი თქვენი მშობლები არ არიან, გაებუტოთ, გაწყვიტოთ მათთან კავშირი და აღარ ნახოთ, მაგრამ ისინი მაინც თქვენს მშობლებად რჩებიან და ამას ვერაფერი შეცვლის,
25-08-2009
გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამ დღეს გარდაიცვალა ქალწული მარიამი და ზეცად ამაღლდა. მას შემდეგ იგი ყოველი კაცის მეოხი და მფარველია. ერთ ღირს მამას სამოთხე მოუხილავს და იქ ღვთისმშობელი ვერ უნახავს. გაოცებულს უკითხავს: - უფლის დედა სად არისო.
22-06-2009
ზედსიძეობა, როგორც წესი, ამას იწვევს და ამ განცდისგან არც თქვენ ხართ თავისუფალი, თითქოს ეს უპირატეობას განიჭებდეთ, ამას გამოგზავნილ წერილშიც კი ხაზს უსვამთ.