პატრიარქმა კირილმა ილია მეორე-ს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა კირილმა ილია მეორე-ს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადასცა.

”ვისურვებდი, რომ ქართველ მორწმუნეებს ამ წმინდა ნაწილის წინაშე შეეძლოთ ღმერთს როგორც რუსული, ისე ქართული მიწა შეავედრონ, რათა ღმერთმა კეთილად გადმოხედოს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებას.”

თავის მხრივ, ილია მეორემ პატრიარქ კირილს გადასცა ივერიის ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატები.