წელს თითქოს ადრე გაზაფხულდა, ადრე აყვავდნენ ხეები და მერე სულ შიშით ვუყურებდით, ავდარმა არ დაზაფროს, ქარიშხალმა ყვავილებისგან არ გაძარცვოს-მეთქი. გაზაფხულის ნაადრევი მობრძანება კიდევ ერთხელ მაშინ გავიხსენე, როცა უკვე მერამდენედ "კვირის პალიტრის" სასაჩუქრე ხატებისა და სანთლების საკურთხებლად მივყვებოდი სტამბაში მღვდელ-მონაზონ იოანეს. ჩვენც - ყველანი ხომ ამ აყვავებული, დაუცველი ხეებივით ვართ ათას თავსხმასა და ქარბორბალაში და ერთადერთ იმედად უფლისკენ მიმავალი გზა დაგვრჩენია.გზადაგზა მამა იოანეს საუბარს ვუსმენდი: - რა ვიწროა მაცხოვრის გზა და როგორ ვიწროვდება თანდათან, როგორ გვინდა ხოლმე სარწმუნოება მოვარგოთ ჩვენს ცხოვრებას და არა პირიქით, სარწმუნოებას მოვარგოთ ჩვენი ცხოვრება...
სტამბაში ხატ-სანთლები უკვე გამზადებულია. სანთლებს მარადიულ ცეცხლზე აქვთ თავი მომწვარი. წელს "კვირის პალიტრა" მკითხველს სთავაზობს საბერძნეთიდან სამების საკათედრო ტაძარში ჩამობრძანებულ კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს. სანთლები კი ისევ წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ჩამოიქნა, იმ სახლში სადაც ადრე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ცხოვრობდა.
სანთლებს ვანთებთ და კურთხევა იწყება. მამა იოანეს ლოცვის ხმა სიმშვიდედ ეფინება აქაურობას. გულში ვლოცულობთ ყველა იმ ადამიანისათვის, ვის ოჯახშიც "კვირის პალიტრასთან" ერთად ჩვენი სააღდგომო საჩუქარიც შებრძანდება, ვინც ამ სანთელს აანთებს ხატის წინ.
მამა იოანე "კვირის პალიტრის" მკითხველსა და ყველა მართლმადიდებელს ლოცავს: - უფალმა დალოცოს, უფალმა მოგვცეს მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. თანაზიარი ვყოფილიყავით ამ დიდი დღესასწაულის სიხარულისა. ეს დღე ყოფილიყოს განახლებისა და სულიერი აღდგომის დღე უფალში ყველასათვის!
"კვირის პალიტრა" გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენთვის ახალი მფარველისა და დამცველის გაჩენის სურვილით გჩუქნით ხატ-სანთლებს, რომელთა მეშვეობითაც კიდევ ერთხელ შეავედრებთ უფალს საქართველოსა და მთელი დედამიწის გადარჩენას.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!













"დედაო ჩემო, არა უგულებელ ვჰყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთათვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა-წარატანე ხატი შენი, როგორიც პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელთა ჟამთა".
ჯვარცმამდე რამდენიმე თვით ადრე უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა - მზესავით გაბრწყინდა.
"რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა..."
14 მაისი წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეა. დღესასწაულს ვულოცავთ ყველას, ვისაც თამარის დროინდელი საქართველო ენატრება.
თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი "აღმოვაჩინე" მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1985 წლის ლაზარეს შაბათს, მრავალი საუკუნეების შემდეგ, პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
ერთმა ახალგაზრდა ბერმა მამა გაბრიელს (ურგებაძე) ჰკითხა, - მარხვა რა არისო. მამა გაბრიელმა მას თავისი დაფარული ცოდვები გამოუცხადა. ატირდა დიდი მოძღვრისა და საკუთარი სინდისისგან მხილებული ბერი, - "მოდი, ახლა პური ვჭამოთო", - შესთავაზა მამა გაბრიელმა. "რას ამბობ, მამაო, - ამოიკვნესა ბერმა, - სადღა მაქვს ჭამის თავიო". "აი, ეგ არის მარხვაო", - მიუგო ბერმა.
მასთან უზომო ვალში ვართ ივერიელნი, რომელიც მხოლოდ მისნაირი წმინდა ღვთისმოშიში ცხოვრებით შეგვიძლია გადავიხადოთ. ვულოცავთ ჩვენს მკითხველს წმინდა დღესასწაულს და ძღვნად ვთავაზობთ ამბებს იმ ქართველი დედაკაცებისა, რომლებიც წმინდა ნინოს მაგალითით და თავიანთი არსებობით მხნეობას მატებდნენ ქართველი მამაკაცის წუთისოფელს.
თითქმის ოცი საუკუნის წინ, ისრაელში, მდინარე იორდანეს ნაპირთან უდიდესი მისტიკური საიდუმლო აღესრულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავის წინამორბედთან, იოანესთან მივიდა, რომელიც იუდეველებს მდინარე იორდანეში ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით (მას მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა).












