ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
22-06-2009
ზედსიძეობა
- ჩემი მეუღლე ვერ იტანს ჩემს ახლობლებს, განსაკუთრებით ჩემს დას. შენიშვნის გარეშე არ ტოვებს მის არც ერთ ნაკლსა თუ უბრალოდ ქმედებას. როცა მარტონი ვრჩებით, განუწყვეტლივ ლანძღავს და აკრიტიკებს. ასეთ სიტუაციაში როგორ შევძლო ოჯახში მშვიდობიანი გარემოს შექმნა? ჩვენ ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობთ.

- იქნებ, მშვიდობის შესანარჩუნებლად, აჯობებდა, ყველას საკუთარ გულში ჩაეხედა. თქვენი ქმარი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ სიტუაციაში ყოფილა. ზედსიძეობა, როგორც წესი, ამას იწვევს და ამ განცდისგან არც თქვენ ხართ თავისუფალი,  თითქოს ეს უპირატეობას განიჭებდეთ, ამას გამოგზავნილ წერილშიც კი ხაზს უსვამთ. თქვენი ქმრის საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ ამგვარი აგრესია გამოწვეულია წლების განმავლობაში თქვენი და თქვენი ნათესავების მხრიდან გამოვლენილი ფარული მინიშნებით, თუ აშკარა აგრესიის გამო.

- მრცხვენია, რომ ამ განცხადებას ვწერ, მაგრამ ძალიან განვიცდი დღემდე, რომ დავრჩი მოუნათლავი. ვის ვთხოვო ან როგორ მოვიქცე? იქნებ დამეხმაროთ.
- სანამ ცოცხალი ბრძანდებით, ტერმინი "დავრჩი" არასწორია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მიმართეთ ნებისმიერ მღვდელმსახურს ნებისმიერ ეკლესიაში, თანაც იჩქარეთ, რადგან დრო არ იცდის!

- ხალხური თქმულებებით, საეკლესიო დღეებში (ბზობას, აღდგომას, ხარებას და ა.შ.) არ შეიძლება დაბანა, ნემსის ხმარება, ქსოვა და ა.შ. ცოდვა ხომ არ არის ეს?

- მაინცდამაინც ამ დიდ დღესასწაულებზე ნუ მოგინდებათ ქარგვა და ქსოვა. ეს თავისთავად გამოირიცხება, როცა ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს. ამ დღეებში მორწმუნენი ტაძრებში ღვთისმსახურებას ესწრებიან და ამ დღესასწაულების განცდით, მთელი დღე სიხარულში, ნათესავების, მეგობრების მონახულებასა თუ სტუმრობაში გადის, ხოლო თუ დასაბანი ხართ, გირჩევთ, რომ დაიბანოთ!



მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით მკითხველთა შეკითხვებზე უპასუხებს მღვდელი ლევან მათეშვილი.

თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვაწოდეთ "კვირის პალიტრის" ყუთების საშუალებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge 14 მაისი წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეა. დღესასწაულს ვულოცავთ ყველას, ვისაც თამარის დროინდელი საქართველო ენატრება.
KvirisPalitra.Ge თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი "აღმოვაჩინე" მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ.
KvirisPalitra.Ge

წელს "კვირის პალიტრა" მკითხველს სთავაზობს საბერძნეთიდან სამების საკათედრო ტაძარში ჩამობრძანებულ კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს. სანთლები კი ისევ წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ჩამოიქნა, იმ სახლში სადაც ადრე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ცხოვრობდა.

KvirisPalitra.Ge საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1985 წლის ლაზარეს შაბათს, მრავალი საუკუნეების შემდეგ, პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
KvirisPalitra.Ge ერთმა ახალგაზრდა ბერმა მამა გაბრიელს (ურგებაძე) ჰკითხა, - მარხვა რა არისო. მამა გაბრიელმა მას თავისი დაფარული ცოდვები გამოუცხადა. ატირდა დიდი მოძღვრისა და საკუთარი სინდისისგან მხილებული ბერი, - "მოდი, ახლა პური ვჭამოთო", - შესთავაზა მამა გაბრიელმა. "რას ამბობ, მამაო, - ამოიკვნესა ბერმა, - სადღა მაქვს ჭამის თავიო". "აი, ეგ არის მარხვაო", - მიუგო ბერმა.
KvirisPalitra.Ge მასთან უზომო ვალში ვართ ივერიელნი, რომელიც მხოლოდ მისნაირი წმინდა ღვთისმოშიში ცხოვრებით შეგვიძლია გადავიხადოთ. ვულოცავთ ჩვენს მკითხველს წმინდა დღესასწაულს და ძღვნად ვთავაზობთ ამბებს იმ ქართველი დედაკაცებისა, რომლებიც წმინდა ნინოს მაგალითით და თავიანთი არსებობით მხნეობას მატებდნენ ქართველი მამაკაცის წუთისოფელს.
KvirisPalitra.Ge თითქმის ოცი საუკუნის წინ, ისრაელში, მდინარე იორდანეს ნაპირთან უდიდესი მისტიკური საიდუმლო აღესრულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავის წინამორბედთან, იოანესთან მივიდა, რომელიც იუდეველებს მდინარე იორდანეში ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით (მას მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა).
შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობა.
KvirisPalitra.Ge 7 იანვარს (ძველი სტილით - 25 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს თორმეტ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
KvirisPalitra.Ge ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავის გახსნამდე ცხადი ხდება, რომ იგი ვინმე დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია.