რატომ გვღალატობენ? - კვირის პალიტრა

რატომ გვღალატობენ?

ჩვენში ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ღალატის პრობლემა მეტად მწვავედ რომ დგას, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ შეიძლება ამაში მხოლოდ კაცები დავადანაშაულოთ? იქნებ, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს?

არასოდეს გიფიქრიათ რატომ მიდის ქმარი სხვასთან, რატომ აღარ უნდა ცოლთან ურთიერთობა და რატომ არ ცდილობს გაციებული ურთიერთობის გამოსწორებას?

და საერთოდ, როდის უნდებათ სხვები? ჩემი აზრით, მოღალატე მამაკაცების სამი ტიპი არსებობს:

1. მამაკაცები, რომელბიც გვღალატობენ მრავალფეროვნების სურვილით. ამ ტიპის კაცები არ მიიჩნევენ "ერთჯერად ურთიერთობას" ღალატად. მათ ხომ ე.წ მუდმივი საყვარელი არ ჰყავთ. უბრალოდ ერთობიან, ინტერესს იკმაყოფილებენ . "მერე რა რომ ცოლი მყავს, რასაც მინდა იმას გავაკეთებ" - ამ პრინციპით ცხოვრობენ და სრულებით არ მიიჩნევენ თავს დამნაშავეებად, პირიქით, ფიქრობენ, რაც მეტი ქალი იქნება მათ ცხოვრებაში, მით უკეთესი, მაგრამ, ვაი და ცოლმაც იგივე გაბედოს! მათი აზრით, ქალმა მსგავსი არაფერი უნდა იკადროს და ოჯახზე იფიქროს, ის ხომ შვილების დედა და სამაგლითო ცოლია?!

ასეთ კაცებს რაც არ უნდა სიყვარული და ვნებაც აჩვენოთ და კომფორტული გარემო შეუქმნათ, მაინც სხვათან წავლენ. უფრო სწორედ, სხვებთან. მათ ერთი არ ყოფნით, არც ორი  და სამი... რაც შეიძლება ხშირად და ბევრი პარტნიორი უნდა გამოიცვალონ იმისთვის, რომ თავი მამაკაცებად იგრძნონ, ამ ყველაფერს მეგობრებთან ხშირ დალევას და ღამის ცხოვრების სიყავრულს თუ დავუმატებთ ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ამ ტიპის მამაკაცებს არც უნდა ვაპატიოთ და არასოდეს დავიჯეროთ, რომ ოდესმე შეიცვლებიან. ისინი უბრალოდ არ არიან გაჩენილები ნამდვილი სიყვარულისა და ოჯახისთვის. მათთან ურთიერთობა პირველ რიგში თქვენ დაგაზარალებთ, ამიტომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, ცხოვრების ცალკე გაგრძელება და ნერვების გაფრთხილებაა.

2. მამაკაცები, რომელთაც სხვა ქალისკენ თვალი (და არა მარტო ) მაშინ გაურბით, როდესაც " შეცდებიან". პრინციპში, ვის არ მოსვლია. ქალსაც შეიძლება შეეშალოს. მართალია, ეს მიუღებელია ჩვენს ქვეყანაში და ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, თუმცა ქალბატონებიც რომ ხშრად არ არიან, თავიანთი მეორე ნახევრების ერთგულნი, ესეც ფაქტია. შეიძლება თუ არა ამის პატიება? ყველას საკუთარი აზრი ექნება ამასთან დაკავშირებით, მე კი ვფიქრობ, რომ თუ ასე ერთხელ "შემთხვევით" მოხდა და თან მამაკაცმა ინანა ეს ყველაფერი, ის მაქსიმალურად შეეცდება საყვარელმა ქალმა ამის შესახებ არ გაიგოს და საკუთარ თავს მისცემს პირობას, რომ მეორედ აღარ უღალატებს, ამის შემდეგ კი მშვიდად დაიძინებს. შეიძლება პერიოდულად სინდისმა შეაწუხოს და იფიქროს, რომ ყველაზე საშინელი ადამიანია დედამიწის ზურგზე, თუმცა თავს იმით ინუგეშებს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეცდა და აი, უკვე რამდენი ხანია ცოლის ერთგულია. ძნელია, ძალიან ძნელიც კი ამის გაგება, მაგრამ ვფიქრობ რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს, კაციც და ქალიც.

3. მამაკაცები, რომელთა ღალატშიც ქალები არიან დამნაშვეები. მართალია, ყოველთვის ვამბობ თუ ადამიანთან ბედნიერი არ ხარ, უნდა ადგე და წამოხვიდე-მეთქი, მაგრამ არსებობს ბევრი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც არ აძლევს ადამიანს ოჯახის დანგრევის საშუალებას.

ვინ არიან ის კაცები, ვინც მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან? ისინი, ვისაც გრძნობა სჭირდებათ, სითბო და სიმშვიდე. მათ დილაობით მოფერება და კოცნა უნდათ, სიყვარულით მომზადებული საუზმე, კარგი (ხშირი) სექსი, ნაკლები კონფლიქტი და დაძაბულობა. პრობლემების თავის დროზე მოგვარება. კაცები რომლებიც აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და მაქსიმალურად ცდილობენ მათ გამოსწორებას. ასეთები, ჩემი დაკვირვებით, ცოტანი კი არიან, თუმცა ნამდვილად არიან... მართლები ხშირად ხომ არც ქალები ვართ? ზოგჯერ ვერ ვაძლევთ მათ იმას, რაც სჭირდებათ, სამაგიეროდ კი მაქსიმალურს ვიღებთ. ამ შემთხვევაში კაცები პოულობენ სხვებს. როცა ასე ხდება, გვიკვირს და კითხვები გვიჩნდება. პასუხი კი მარტივია: ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთის სურვილები გავითვალისწინოთ. პრობლემები.ისედაც ძალიან ბევრია ცხოვრებაში და მათი ხელოვნურად შემქნა საბოლოოდ ყველა ურთიერთობას აფუჭებს.

თქვენთან კითხვა მექნება: ოდესმე უღალატიათ ? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ზუსტად გეცოდინებათ, რასაც გრძნობს ქალი ამ დროს. როცა თავზე გენგრევა აშენენებული სიყვარული და ოცნება ბედნიერ , ლამაზ ოჯახზე. როცა ტკივილი იმაზე მეტია, ვიდრე ამას სიტყვები და თვალები გამოხატავენ, როცა უბრალოდ არ იცი რა ქნა და დიდი სიყვარული ზუსტად რამოდენიმე წამში ზიზღში გადაიზრდება.

როგორც მაღლა ვახსენე, არსებობენ ადამიანები რომელთა შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ გყავთ გვერდით სანდო, შეგნებული, მიმზიდველი ( შეიძლება ყველასთვის არა, მაგრამ მთავარია თქვენთვის იყოს ასეთი) და თქვენზე შეყვარებული მამაკაცი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ დაიცვათ ეს ურთიერთობა ჩხუბისა და დაძაბულობისგან.

სიყვარული ბურთს ჰგავს, წარმოიდგინეთ დიდი გაბერილი ბურთი. რა მოხდება მას რომ ყოველ დღე თითო ნემსი ჩავარჭოთ? ის დაპატარავებას დაიწყებს და გარკვეული დროის მერე სულ დაიფუშება, დამახინჯდება. სიყვარულიც ასეა , ყოველი ჩხუბის და წყენის შემდეგ მტკივნეულ ჩხვლეტას გრძნობს, რომელიც ასუსტებს და ბოლოს აქრობს. ნუ ჩააქრობთ სიყვარულს და ვნებას, გაურთხილდით, რადგან ყოველ დილით მასთან გაღვიძება, კონცა და დილა მშვიდობისას სურვილი ისეთი დიდი ბედნიერებაა, რომ ამისთვის გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა ნამდვილად ღირს.