როდის გავთხოვდეთ? - კვირის პალიტრა

როდის გავთხოვდეთ?

რატომღაც საქართველოში 30 წლის ასაკში გათხოვება, დაგვიანებულად ითვლება. არადა, ევროპასა და ამერიკაში ეს ჩვეულებირვი ამბავია, ნორმალურიც კია ზრდასრულ ასაკში ამ გადაწყვეტილების მიღება. იქ არავინ გეკითხება, უნივერსიტეტი დაამთავრე და აღარ თხოვდებიო? რომ გათხოვდები მერე აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ერთ წელიწადში შვილი გააჩინო, მერე მეორე მესამე და ასე...

აქ კი ყველაფერი ადრე ხდება. 18 წლის ასაკში ოჯახის შექმნა არავის უკვირს, 22 წლის ქალს თუ უკვე 2 შვილი ჰყავს ესეც მისაღებია საზოგადოებისთვის, აბა 25 წლისაც თუ ვერ გათხოვდი შინაბერა ხომ არ დარჩებიო, ამბობენ.

ქართველი მშობლების უმრავლესობას ურჩევნია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ასაკში აიღოს შვილმა საკუთარ თავზე ასეთი დიდი პასუხისმგებლობა და გათხოვილი ერქვას, ვიდრე უფლება მისცეს მას, პარტნიორთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვორს და გაარკვიოს, ეს ნამდვილად ის სიყვარულია რომლის დაკანონებაც ღირს, თუ უბრალოდ ჰორმონების ამბავია.

ისინი ვერ ხვდებიან, რომ ახალგაზრდებს ემოციების, გრძნობების და მოთხოვნილებების დალაგება - გადაფასება სჭრიდებათ. ძალიან ძნელია როდესაც პირველივე პარტნიორთან ქმნი ოჯახს და ჯერ ცხოვრებაც კი არ გაქვს ნანახი.

რა სჭირდებათ ახალგაზრდა წყვილებს? მეტი თავსიფულება, უსაფრთხო სექსზე მშობლებისგან, მასწავლებებლისგან, სკოლისგან ინფორმაციის მიწოდება. აუცილებელია დედ-მამას ღია და გახსნილი ლაპარაკი შეეძლოს შვილთან ამ თემაზე, რათა შემდეგ შედეგი სავალალო არ აღმოჩნდეს.

თუმცა, მხოლოდ 18-20 წლის ახალგაზრდები არ იჩაგრებიან, 30 - ს გადაცილებული დასაოჯახებელი ქალები - შინაბერად, ხოლო კაცები ბერბიჭად ინათლებიან, რაც მათ ფსიქიკაზეც ცუდად მოქმედებს.

როდის უნდა გავთხოვდეთ?

ამ კითხვაზე ალბათ, რამდენი ქალიცაა, იმდენი პასუხია, მე კი ვფიქრობ, რომ ქლმა მაშინ უნდა შექმნას ოჯახი, როცა ცხოვრებისეული გამოცდილება უკვე მიღებული ექნება, როდესაც დასაქმებული და რეალიზებული იქნება თავის საქმეში; მაშინ უნდა შექმენას ოჯახი, როდესაც სხვაზე თუნდაც ქმარზე არ იქნება დამოკიდებული პირველ რიგში ფინანსურად. მაშინ, როდესაც მკაფიოდ ექნება ჩამოყალიბებული საკუთარი აზრი ცხოვრებაზე, ეცოდინება პრიორიტეტები და ის პრინციპები, რომლითაც აპირებს ცხოვრების გაგრძელებას; მაშინ უნდა გათხოვდეს, როდსაც ფსიქოლოგიურად, მორალურად თუ ფიზიკურად მზად იქნება გახდეს თავისი მეორე ნახევრის ცოლი, აიღოს ასეთი დიდი პასუხისმგებლობა და ამით მხოლოდ ბედნიერო იყოს.

თუმცა, გათხოვება სრულებთაც არ არის პირდაპირპრობორციული დედობასთან. რაც არ უნდა დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებდეს საყვარელ კათან, ერთად ცოხვრება ძალიან განსხვავდება "შეყავრებულობის" პერიოდსიგან და წყვილი ჯერ ამ ახალ ცხოვრებას უნდა შეეგუოს. რამდენი ახალგათხვილი გოგოსგან მომისმენია " შემაწიხეს კითხვებით არ გვინდა ჯერ შვილი და რატომ არავის ესმისო?!" ის, რომ წყვილს რაღაც პერიოდი მარტო ყოფნა და ოჯახური სიმყუდროვით სიამოვნების მიღება შვილის გარეშე უნდა, ეს, ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივია.

დაბოლოს, რაც ყველაზე ნიშვნელოვანია, ქალმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი სურვილით უნდა მიიღოს, რამდენი წლისსაც არ უნდა იყოს ის. ხოლო ის, რომ ზრდასრულ ასაკში მან შეძლოს საკუთარი თავის დაფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება, პატარა გოგონებს ბავშვობიდან უნდა ჩავუნერგოთ თვითრწმენა, სწავლის და წარმატების სურვილი და დამოუკიდებლად ცხოვრებისკენ ვუბიძგოთ, რათა იყვნენ ბედნიერებაზე ორიენტირებული და შეძლონ არ მოექცნენ გარშემომყოფების აზრების გავლენის ქვეშ!

(იხილეთ ასევე:"გოგო ჩემია და ვისაც მინდა, იმას მივათხოვებ" (?!)