"განათხოვარი ხარ და მაგას რა ეშველება" - ქალის სტატუსი, რომელიც ხშირად ანგრევს ურთიერთობას - კვირის პალიტრა

"განათხოვარი ხარ და მაგას რა ეშველება" - ქალის სტატუსი, რომელიც ხშირად ანგრევს ურთიერთობას

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, კლინიკაში ვიყავი კონულტაციაზე, ჩემს ექიმს ვესაუბრებოდი კონკრეტულ პრობლემაზე და ზოგადადაც ვკთხულობდით ერთმენთის ამბებს... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით, ექთანი, რომელიც სისხლის ასაღებად მამზადებდა მომიბრუნდა და ძალიან დამწუხრებული სახით მითხრა, რა კარგი გოგო ხარ, როგორ მინდა ჩემი ბიჭი გაგაცნო , მაგრამ, აი, განათხოვარი ხარ და მაგას რა ეშველებაო.

ჩემი ექიმი ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა და არ გაუგია , მაგრამ მე სრულიად გაოგნებული ვიჯექი და უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეპასუხა. თეთრ ხალათიანი ახალგაზრდა ქალი, ისეთი ძრწოლვით ამბობდა სიტყვა განათხოვარს, რომ გეგონებათ ამაზე საშინელება არასოდეს არაფერი გაუგიაო.

ეს ის სტატუსია, რომელიც ბევრ ქალს პირად ცხოვრებაში უქმნის პრობლემას თუ არა დისკომფორტს მაინც. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში დიდი ხანია შევაბიჯეთ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ბევრი წყვილის ბედნიერება-უბედურებაზე ახდენს გავლენას. ახალგაზრდა მამაკაცების დედებს არ უნდათ განქორწინებული სტატუსის მქონე რძალი სახლში. ყველა შეიძლება ასე არ აზროვნებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ერთ აზრზეა. ზოგი კაცი თვითონაც უარს ამბობს ოჯახი შექმნას საყვარელ ქალთან, მისი წარსულის გამო, მიუხედავად იმისა რომ უყვარს.

მიზეზი? - რა ჩამოთვლის - რას იტყვიან სხვები, რა ვუთხრა შვილებს, მამას, დედას... თან თუ ქალს შვილი "მოჰყვება", და უარეს შემთხევაში შვილები, ეს უფრო ამძიმებს მდგომარეობას.

ნამდვილად არ მინდა ყველა ერთ ქვაბში მოვხაროშოთ, იმიტომ, რომ მეორედ შექმნილი ბედნიერი ოჯახებიც არსებობენ... უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპრაკებოდი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დადგა და ჩემი თავი გამახსენდა, წლების წინ ექიმის კაბინეტში სრულიად გაუგონარ ლაპარაკს რომ ვისმენდი.

როდემდე უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ქალის წარსული?

როდემდე უნდა აფასებდნენ მას სრულიად უცხო ადამიანები იმის მიხედვით რამდენჯერ იყო გათხოვილი ან საერთოდ ჰყოლია თუ არა ოდესმე ქმარი?

ნუთუ ადმიანის პიროვნულ თვისებებზე მეტად ის ფასობს პირველად ქმნის თუ არა ოჯახს?

რამდენჯერ გამიგია შუა ასაკის ქალებისგან, რომ სასტიკად იყვნენ წინააღმდეგები ოჯახში შვილიანი ქალი შეეშვათ.

ზოგი პირიქითაც ამბობდა, უფრო გამოცდილია და ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავს, უფრო მოუთმენს ქმარს, ოჯახს მეორედ ადვილად აღარ დაანგრევსო და ასე შემდეგ. მოკლედ, განათხოვარ ქალში ან უფრო მეტ კარგს ხედავენ ან ცუდს, და ის რომ მისი მიღება , გაგება და აღქმა ისევე შეიძლება როგოც გაუთოხვარის, რატომღაც ძალიან ბევრისთვის გაუგებარია.

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც კაცების დამოკიდებულებაა ქალების მიმართ, რადგან, ვფიქრობ, თუ ადამიანს უნდა, თუ უყვარს, მაშინ არ მიაქცევს ყურადღებას ასეთ უმნიშნელო მომენტებს. არ მისცემს უფლებას სხვებს, თუნდაც ოჯახის წევრებს ათქმევინონ უარი საყვარელ ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის პირველი არ არის. და თუ კაცისთვის ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ის სიყვარულს დათმობს ამის გამო, მაშინ, ვფიქრობ, რომ არც ღირს ასეთი ადამიანის გამო ნერვიულობა, რადგან შეუძლებელია ჯანსაღად მოაზროვნე შეყვარებული ადამიანი ამან შეაჩეროს.

ქალის მომავალზე, მისი წარსული არ უნდა ახდენდეს გავლენას მითუმეტრეს მაშინ, თუ ეს უბრლოდ წლების წინ გადადგმული არასწორი ნაბიჯი და ოჯახის დაუფქირებლად შექმნა იყო. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და მეჯრა, რომ იქ, სადაც საღი აზრი და ნამდვილი სიყვარულია, ყველაფერის მიღება შესაძლებელია. მთავრია კაცებმა გადააფასონ პრიორიტეტები და მიხვდნენ რა არის მნშვნელოვანი ქალში და ზოგადად ადამიანში.