ვისთვის" გაგულავება", ვისთვის ღალატი - ეჰ, ჯანეტ, ჯანეტ... - კვირის პალიტრა

ვისთვის" გაგულავება", ვისთვის ღალატი - ეჰ, ჯანეტ, ჯანეტ...

"კაცის "გაგულავება" სხვაა, ქალის ღალატი ამორალურია..." - მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ამ ფრაზამ, ფაქტობრივად, შეძრა ქართული სოცილაური ქსელი და ვისაც არ დაეზარა ყველამ გამოთქვა აზრი… ძალიან ვეცადე ამ თემაზე კომენტარი არ გამეკთებინა. ვფიქრობდი რა აზრი აქვს, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, მეტი თუ არა, ასე აზროვნებს და წყლის ნაყვაა უბრალოდ ამაზე ლაპრაკი და მითუმეტეს დისკუსიაში შესვლა ადამიანებთან, რომლებიც ქალს როგორც მეორეხარისხოვან არსებად მიიჩნევენ-მეთქი.

მერე დავფიქრდი და ძალიან გავბრაზდი, თუმცა ჩემი ასეთი განწყობა პირდაპირ კავშირში არ იყო მხოლოდ მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილთან. გავბრაზდი გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, გავბრაზდი იმაზე, რომ ჯერ კიდევ მყარად აქვს გამდგარი ფესვები პატრიარქატს ჩვენს საზოგადოებაში და პირადპირი მნიშვნელობით ახალაგზარდა გოგონებს აზროვნებას უნგრევს.

როგორც არ უნდა ვეცადო არ შევიმჩნიო ის, რაც დღეს, სოციალურ სევრცეში ამ თემასთან დაკავშირებით ხდება, მაინც ვერ ვახერხებ და მინდა რამდენიმე მომენტი გამოვყო ჯანეტის "ლეგენდარული" ინტერვიუდან.

პირველი და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა, ლამაზი, პერსპექტიული ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში თავს მეორეხარისხვონად მიიჩნევს. მას არ აქვს პრეტენზია და ალბათ არც სურვილი, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკაშირებით და გადაწყვეტილებები ოჯახში არა მხოლოდ მამაკაცის მიერ, არამედ ერთობლივი გზით იყოს მიღებული.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ არავის, არცერთ ქალს რომელსაც მეუღლე, შეყვარებული თუ პარტნიორი ოდნავ მაინც უყვარს არ ესიამოვნება (როგორც მინიმუმ) მისი მეორე ნახევრის თუ პარტნიორის ღალატი. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ქალების ნაწილმა, რომ კაცია და, აბა, რას იზამს, გულის სიღრმეში თითოეული მათგანი მორალურად განადგურდება, როდესაც მას უღალატებენ. თუმცა ისევ გავიმეორებ, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება და არა "კარგად გათხოვებას".

მეორე პრობლემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჯანეტს და ალბათ არა მხოლოდ მას, მშობლების გავლენით უყალიბდებათ, არის დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ. რატომ უნდა უყვარდეს კაცს უფრო მეტად, ვიდრე ქალს და რას ნიშნავს "შვილების მამა ქალს ისედაც ეყვარება"? კაცი, რომელიც ჩვენს გვერდით იძინებს და იღვიძებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია იმიტომ უნდა გახდეს ჩვენი შვილების მამა რომ გვიყვარს და არა - პირიქით.

ქალის სამსახურში გაშვება არ გაშვების თემა ხომ უკვე გადამღერებულია. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჯანეტს აქვს სრული უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება, იმუშაოს თუ მისი მამა-მარჩენალი მეუღლე გახდეს, თუმცა საკუთარ საქმეზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი შვილების პოტენციური მამა ფიქრობს, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ლამაზი ბავშვები აჩინოსო და ზარდოსო, ისვე და ისევ საკუთარი თავის მიმართ უსამართლო და არასწორი დამოკიდებულებაა. ქალი ისედაც ძალიან ბევრ რამეს ეჭიდება ცხოვრების გზაზე და მგონი, საჭირო არ არის ზემდეტი მსხვერპლშეწირვა.

მთავარი პრობლემა კი ჩემი აზრით ჯანეტის შემთხვევაში არის ისიც, რომ, როდესაც ცნობილი ადამიანი და ათასობით თინეიჯერის მისაბაძი მაგალითი ხარ, უნდა დაფიქრდე, როდესაც ასეთ თემებზე აკეთებ კომენტარს...

აზრის გამოხატვის თავისუფლება თითოეულ ადამიანს აქვს, მაგრამ როდესაც ასე მწვავედ ხევ უკან ქალის ადგილს ოჯახში, როდესაც ამბობ, რომ საკუთარი აზრის ქონაზე არ გაქვს პრეტენზია, როდესაც კაცის ღალტს ამართლებ და გგონია რომ სექსი სხვასთან, როდესაც გყავს საყვარელი ადამიანი, მხოლოდ ქალისთვის არის ამორალური საქციელი, ძალიან ცდები, მით უფრო მაშინ, როდესაც ზუსტად ამ უთანასწორობას და ქალისადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას არა ერთი გოგონას სიცოცხლე უკვე შეეწირა... ამიტომაც უნდა დაფიქრდე რომ შენ გიყურებენ, გისმენენ, გბაძავენ პატარა გოგონები, რომლებიც გარკვეულ ასაკამდე კუმირების ჩვევებს, გემოვნებას და აზროვნებასაც კი ითვისებენ და ეს ყველაფრი მათ გონებრივ განთვითარებასა და მომავალზე მოქმედებს.

ვიცი, რომ ბევრი იტყვის მისი აზრია, პატივი უნდა ვცეთ, ისე ცხოვრობს,როგორც უნდაო, გეთნახმებით, ჯანეტს ნამდვილად აქვს ამის უფლება, მაგრამ არ შეიძლება არ დაფიქრდე, როდესაც როგორც შენი აუდტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მეოცნებე გოგონებს მოიცავს.

თუმცა ჯანეტზეც როგორ უნდა გავბრაზდე, ისიც მსხვერპლია არასწორი სტერეოტიპებით გაჯერებული საზოგადოების!

გადარჩენის ერთადერთი გზა, რათა მომვალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა ისწავლონ საკუთარი აზრის პატივისცემა და დამოუკიდებელ ქალებად ჩამოყალიბება, არის მივცეთ მათ საშუალება მიიღონ განათლება, აირჩიონ პროფესიები და რაც ყველაზე მთვარია საკუთარი ცხოვრება მხოლოდ მიღებული გამოცდილებით განაგონ და არა სხვების მიერ ჩანერგილი არასწორი შეხედულებებით.

იხილეთ ასევე: მოღალატე ქალები