საახალწლო ბლოგი - რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ! - კვირის პალიტრა

საახალწლო ბლოგი - რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!

აი, ახალი 2016 წელიც მალე შემოვა. ვინ დათვლის უკან მოტოვებულ 2015-ში რამდენი ცუდი და კარგი მოვლენა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი პერიოდულად იყო იმედგაცრუებული, თუმცა ცუდს ყოველთვის ცვლის კარგი და იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ გასულმა წელმა ლამაზი მოგონებებიც დაგიტოვათ.

პრობლემები ხომ ყველას აქვს, მიუხედავად ასაკისა, სქესისა თუ სოციალური მდგომარეობისა. მთავარი კი, როგორც ბევრი უკვე წარმატებული ადამიანი ამბობს, ყველაფერში პოზიტვის დანახვაა, ყოველი განსაცდელის დროს საუკეთსო გამოსვალის საპოვნელად სიმშვიდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედის არ დაკარგვაა.

ყოველთვის, როდესაც ახალი წელი ახლოვდება, რამდენიმე საათით ადრე ვუყურებ განათებულ ნაძვის ხეს და ვფქირობ, აი, რამდენი რაღაც მოხდა ამ წელს, რამდენჯერ გამიხარდა, მეტკინა, ვიყავი ბედნიერი და უბედურიც. რამდენჯერ მინდოდა დღე მალე დამთავრებულიყო, მაგრამ უფრო ხშირად მისი დასრულება და წარსულისთვის ჩაბარება მენანებოდა.

მენატრებოდა, ვენატრებოდი...

იყო რთული მომენტები და ხშირად ადვილადაც გამოდიოდა საქმე.

იყო ცრემლიც.. ტკივილისგან გამოწვეული და ბედნიერებისგანაც მიტირა.

ვიდრე საათი 12-ს მიუკაკუნებს და ტელეფონზე კალნდარი ავტომატურად ახალი წლის ათვლას დაიწყებს, ვუყურებ საახალწლოდ განათებულ ქუჩებს და პარარელურად თვალწინ გასული დღეები მიდგება. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები, ყველაზე ბედნიერი საათები ან მტკივნეული წუთები...

და ვხვდები, რომ რაც დრო გადის მეტად ვაფასებ იმას, რაც მაქვს და მათ, ვინც გვერდით მყავს, იმედია, თქვენც იმავეს ფიქრობთ... ინდა მჯეროდეს, რომ წლებთან ერთად, მეტად ვძლიერდებით და ვპოულობთ იმის შესაძლებლობებს ჩვენს თავში, რომ გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით. დაფასებასთან ერთად, ყოველდღე უნდა ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება, გვჯეროდეს საკუთარი თავის, მივაღწიოთ უფრო და უფრო მეტს და ვიყოთ კმაყოფილი ამ მიღწევებით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თავისებურ და ერთმენთისგან განსხვავდება, ერთი რამ, რაც ყოველთვის უნდა გვაერთიანებდეს, სიყვარულია. და სულაც არ არის ეს ბანალური...

ეს აზრია სიცოცხლის და ძალა, რომელიც ცხოვრების გაგრძელების საშუალებას და უკეთესი მომავლის შესაქმნელად სტუმულს გვაძლევს.

წელიწადი ძალიან მალე გადის, თუმცა ეს საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს, იყოს უფრო ბედნიერი და სიხარულით სავსე.

მე გისურვებდით, რომ...

იყავით რეალიზებულები საკუთარ საქმეში და კმაყოფილები იმით, რასაც აკეთებთ...

გისურვებთ თავისუფლებას!

გისურვებთ უკეთეს სამსახურს იმათ, ვინც მის შეცვლაზე ფიქრობთ!

გისურვებთ შვილს, ვისაც გინდათ და ჯერ არ გყავთ!

გისურვებთ საყვარელ ადამიანს, თუ ჯერაც ვერ იპვეტ ის!

გისურვებთ შინაურ ცხოველს, თუ გინდათ, რომ მარტო არ იგრძნოთ თავი საღამოობით!

გისურვებთ მიზნების მიღწევას!

გისურვებთ კეთილი და ლამაზი სურვილების ასრულებას!

გისურვებთ სიხარული უფრო მეტი იყოს თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე მწუხარება!

გისურვებთ დაგიფასდეთ ყველაფერი, რასაც კი სხვებისთვის აკეთებთ!

გისურვებთ მაქსიმალურად გამოგეყენებნოთ ის დრო, რომელიც გაქვთ, რადგან მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!

გისურვებთ სიყვარულს და რა თქმა უნდა გისურვებთ ყველა პრობლემა ძველ წელს ჩააბაროთ და მომავალი 2016 წელი ისეთი საოცარი იყოს, რომ მისი დასრულება დაგენანოთ!