"კაცია და, აბა, რას იზამსო..."
"კაცია და, აბა, რას იზამსო..."
08-01-2016
მოგეხსენებათ, ჩვენი სარწმუნოების და კანონის მიხედვით ორცოლიანობა დაუშვებელია. ზოგიერთ ქვეყანაში კი ორი, სამი და მეტი ცოლის ყოლა სრულიად მისაღებია და პირიქით მხოლოდ ერთი მეუღლით დაკმაყოფილება არატრადიცილულიც კია. ქმრის მრავალცოლიანობაზე ქალებსაც არ აქვთ პრეტენზია, ისინი ინაწილებენ ვალდებულებებს ოჯახის წინაშე და კაციც თავის მხრივ ცდილობს ყველას თანაბრად გაუნაწილოს ყურადღება და ფული.

ქართველი მამაკაცები ზოგჯერ ხუმრობით ამბობენ, რა ჯობია მრავალცოლიანობასო, გეგონება სარწმუნოება ან კანონი ხელს უშლიდეთ ცოლის გარდა სხვა ქალთან(ებთან) ჰქონდეთ ურთიერთობა. ანუ რა გამოდის, აქ კაცებს უფლება არ აქვთ მოიყვანონ ოფიციალურად მეორე ცოლი, მაგრამ სრულებით ჩვეულებრივი მოვლენაა ცოლის ღალატი? ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ქაღალდზე რა წერია?

რამდენთან მოაწერ ხელს, რამდენისგან გააჩენ შვილს, რამდენად გაიზრდება პასუხისმგებლობა და რამდენი ადამიანი შეადგენს ოჯახს? - იქ უბრლოდ ეს ყველაფერი ოფიციალურად ხდება, აქ კი რამდენიც გინდათ იმდენი კაცი ღალატობს ცოლს და თან ხშირად არა მხოლოდ ერთ ქალთან. ამას კი ქალების გარკვეული ნაწილი ჩვეულებრივად ხვდება, კაცია და აბა, რას იზამსო, - ამბობენ.

მეგობარს ვუთხარი ერთხელ, ბარემ აქაც იყოს მრავლაცოლიანობა, ეს ქალები მაინც ითმენენ საყვარლებს, საყვარლებიც ეგუებიან ცოლების არსებობას და გაარკვიეთ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი და იცხოვრეთ მშვიდად-მეთქი, მან კი მართალია ხუმრობით მითხრა, - ქართველი კაცი ისეთია, ორი ცოლი რომც ჰყავდეს, საყვარელს ჩუმად მაინც გაიჩნესო, ხომ გაგიგიათ ყველა ხუმრობაში სიმართლიც მარცვალიც არისო . დავფიქრდი მის სიტყვებზე და ალბათ ამაშიც არის ლოგიკა... ზოგჯერ მიუღებელი მაგრამ მაინც... ის, რაც , ხომ უფრო სასურველი ხდება და ის, რაც მიღწევადია, ხშირად აღარ არის საინტერესო.

აი, ამ მიღწევა-მიუღეწევლობის გარკვევაში ქალები როგორ უნდა მოიქცნენ? იყვნენ მიუღწეველები, რომ არ გახდნენ უინტერესონი? მაგრამ ბოლოს გამოდის რომ კაცები იღლებიან და ზოგადად, რატომ უნდა შეიკავო თავი, როცა ადამიანი მოგწონს, გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა? რატომ უნდა დაკარგო დრო, როდესაც ისედაც ძალიან პატარაა სიცოცხლე და მითუმეტეს ახალგაზრდობის წლები, მხოლოდ იმიტომ, რომ ძნელად მოსახიბლი ქალის იმიჯი შეიქმნა?

თუმცა შეიძლება ქალმა მისცეს საყავრელ ადამიანს თავისუფლება, იფიქროს, რომ აკრძალვით და ეჭვიანობით უფრო მოანდომებს თავისუფლებას, ეს კი შეიძლება მისი დაკარგვის მიზეზი გახდეს, ამიტომ არ შებოჭოს და დამიშვიდებულმა იფიქროს, რომ ნდობა დაუფასდება და პარტნიორს მეორე მესამე და მეათე ცოლი არ მოუნდება?

ზოგი იმასაც ამბობს - ორცოლიანობა კი არა, ერთი მყავს და ისიც არ მინდაო.

თუ არ უნდათ, მაშ, რატომ ქმნიან ოჯახებს?
ვინ დააწესა, რომ ეს აუცილებლობას წარმოადგენს?

ან ის მამაკაცები, ვინც ემხრობიან მრავალცოლიანობას, დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ცოლს არ უღალატებენ? თუ გაამართლებენ მოსაზრებას: " რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენტრება სხვისა?"

ძალიან რთულია განსაზღვრო რა და როგორ უნდა გააკეთო და წესებით იმოქმედო,
როდესაც საქმე სიყვარულს შეეხება.
ზოგს ერთი უნდა, ზოგს - სამი.. ზოგისთვის ცოლის მოყვანა სასჯელთან ასოცირდება ზოგისთვის - პირიქით.. ზოგს დაოჯახების გაგონებაც არ უნდა და ვერ წარმოუდგენია ერთ ქალის ერთგული როგორ უნდა იყოს მთელი ცხოვრება.
ტრადიციები განსხვავდება, განსხვავდება დამოკიდებულებაც ურთიერთობების მიმართ...

ზოგჯერ სიყვარულიც განსხვავდება და მისი გამოხატულება ხომ მითუმეტეს.
ზოგს რამდენიმე ცოლი უყვარს, ზოგს კი ერთის შეყვარებაც არ შეუძლია ისე, როგროც საჭიროა.

კაცია და ბუნებაო ხომ გაგიგიათ.

იხილეთ ასევე: "ო­რი ცო­ლი მყავს და ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი" - მრავალცოლიანობა საქართველოში
ისევ ნინას მადლიერებით!!:))
01 თებერვალი 2016 18:21
დიდი მადლობა,რომ ჩემზე ცოტა დადებითი წარმოდგენა ჩამოგიყალიბადათ,მე მგონია,რომ მე უფრო გამიმართლა,ვიდრე ჩემს მეუღლეს,რადგან ამ თემაზე საუბარი გვქონია და მიუხედავად იმისა,რომ ვგრძნობ ,რამდენად მტკივნეულია მისთვის,მაინც მეთანხმება(ან ამის ილუზიას მიქმნის,რაც ჩემთვის, პრინციპში ,იგივეა). )))- დღეს, ეს საკმაოდ იშვიათია და მე ამას ძალიან ვაფასებ. უბრალოდ, ვერ ვიტან უსამართლობას და მხოლოდ ამიტომ ვწერ კომენტარებს.არც მე და არც ჩემ ოჯახს, კონკრეტულად ეს პრობლემები არ გვეხება. მე მაინტერესებს- ქალის და კაცის ერთად ცხოვრებას რა აზრი აქვს?თუ ორივენი ერთნაირად ძლიერები,ფინანსურად დამოუკიდებლები ვართ,ერთ ჭერქვეშ რატომ უნდა ვიცხოვროთ?მხოლოდ იმიტომ,რომ არსებობს ტრადიციული მცნება-,,ოჯახი“?უფრო მეტი თანასწორობა და თავისუფლება არ იქნება,რომ ორივემ ცალ-ცალკე გავწიოთ ცხოვრების ჭაპანი? შვილებზე ვიზრუნოთ თანაბრად (გენეტიკური ტესტის შემდეგ,რათა დავრწმუნდეთ,რომ მართლა საკუთარ შთამომავლობაზე ვზრუნავთ.:)))) )ვისაც ვისთან უნდა- იმასთან ჰქონდეს სექსი.სიყვარული თუ იქნება,ისედაც არ მოგინდება სხვა პარტნიორი და თუ აღარ იქნება,მაშინ საერთოდ რა პრობლემაა?ოჯახი ხომ მხოლოდ იმიტომ შეიქმნა ,რომ ქალი,რომელიც მშობლიური კერიიდან მოწყვიტეს, დაცული ყოფილიყო?სხვა რა აზრი ჰქონდა ,,ოჯახის“ინსტიტუტს საუუკუნეების განმავლობაში?რა საჭიროა წინასწარი ფიცი,როცა მართლა არ ვიცით ხვალ რას ვიგრძნობთ? მაინტერესებს,ყველაზე,ყველაზე და ყველაზე უფრო თანამედროვე ქალი,რატომ ითხოვს ურთიერთობების გაფორმებას?ამას ხომ დღეს, არავითარი აზრი არ აქვს?რეალურად ხომ იცით,რომ წინასწარ ფიცს აზრი არ აქვს? მე თუ არ დაგპირდები,რომ შენს მეტი არავის გავეკარები,შესაბამისად არც გიღალატებ და ღალატის მცნებაც ხომ აღარ იქნება? დარწმუნებული ვარ კაცების 80%-მაინც დათანხმდებოდა ასეთ ურთიერთობებს.ქალების რამდენი % იქნებოდა ნეტა თანახმა? ქალები, ზოგადად ძალიან მიყვარს და მინდა ბედნიერები იყვნენ,მაგრამ ნამდვილად ბედნიერებას მოგიტანთ სრული თანასწორობა?თუ ასეა- კი ბატონო,მაგრამ თანასწორობა ნამდვილი უნდა იყოს. არ შეიძლლება კაცს უთხრა მიყვარხარ,მაგრამ თუ სამუდამო ერთგულებას არ შემომფიცებ, შენთან არ ვიქნებიო.მე შემიძლია შემოგფიცო, მხოლოდ ერთი რამ-ვიქნები შენთან,მანმ სანამ მენდომები,მერე კი არ გეწყინოს-ისევე როგორც,მე არ უნდა მეწყინოს შენგან,თუ აღარ გენდომები. თუ შენზე ზრუნვის ვალდებულება არ მაქვს,რადგან შენთვის ერთადერთი მამაკაცი ვარ,სუფთა სინდისით გავაგრძელებ ცხოვრებას და ძალიან გთხოვთ,ასეთ შემთხვევაში,არაკაცი,ნაძირალა და ა.შ. არ უნდა მიწოდო,რადგან თუ შენზე პასუხისმგებელი არ ვარ და შენ თვითონ შეგიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა,თუნდაც შენ გინდოდეს ჩემთან ყოფა,მე თუ აღარ მინდა,ნაძირალა რატომ გამოვდივარ?მე ხომ უმწეო არავინ მიმიტოვებია?დავტოვე ჩემი ტოლი და სწორი. წარმატებებს გისურვებთ.
P.S- ძალიან მესიამოვნ თქვენი კომენტარი,ქვეყანაში არ ვიყავი და პასუხი იმიტომ დამიგვიანდა.
ნინას მოპასუხეს
23 იანვარი 2016 14:21
ხომ გითხარით,საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობთ თქო? :) თითქმის კამათით დავიწყეთ და მეგობრულად დავამთავრეთ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ ორ,ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანს,ჯანსაღი,ზრდილობიანი საუბარი შეუძლია,რაც დამეთანხმებით,ფბსივრცეში, დღესდღეობით, ძალიან იშვიათია :) სურვილი მაქვს,არასოდეს გავხდეთ მოღალატეები არც ჩვენ და არც ჩვენი მეუღლეები,რაოდენ ძნელიც,(ან ადვილი) არ უნდა იყოს ეს თითოეულისთვის.წარმატებას გისურვებთ,მიუხედავად ყველაფრისა,ვთვლი,რომ თქვენს მეუღლეს ნამდვილად გაუმართლა! :) :)
სხვა სიახლეები
რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა სურათი გამომიგზავნა. ფოტოზე კაცი და ორი ქალი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, ეს ორი ქალბატონი ამ მამაკაცის ცოლები ყოფილან და ასე სამნი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ.
დაწვრილებით...
"ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან"
დაწვრილებით...
ქალს დიდი მკერდი, მაღალი ფეხები, თხელი ხელები, გრძელი თმა და ლამაზი სახე უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებში ჩაჯდეს და "გათხოვება მოახერხოს". ზედმეტი კილოგრამები თუ აქვს, მსუქანია, თუ თხელი აღნაგობა აქვს, დისტროფიკი, მაღალია - ქუსლს ვერ ჩაიცვამს, დაბალია - ულამაზოა.
დაწვრილებით...
კითხვები, რომლებიც ხშირად აწუხებთ ქართველ ქალებს, გათხოვების შემდეგ.
დაწვრილებით...
ეს ბლოგი ძალიან მინდოდა წარმატებული, ნიჭიერი და მომხიბვლელი ქალისთვის მიმეძღვნა. ქალისთვის, რომელმაც მოახერხა და კარიერა ოჯახს შეუთავსა. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია ასეთი ქალის გასახსენებლად, რადგან ზუსტადაც რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
დაწვრილებით...
"ბავშვს ისევ არ იტოვებს", - წაიწუწუნა ჩემმა ერთმა მეზობელმა, რამოდენიმე დღის წინ, როდესაც დედამთილისგან მორიგი უარი მიიღო შვილიშვილისთვის ღამის საათებში მიეხედა. "მეც დავიღალე, სამსახურიდან მოვედი და სხვა დროს წადით გასართობად, არაფერი გიჭირთო", - ასე გამოისტუმრა რძალი და ბებიის "მოვალეობის" შესრულებაზე უარი განაცხადა.
დაწვრილებით...
ეცით საკუთარ თავს პატივი

იმაზე, რომ კაცების ურავლესობა ბუნებით მოღალატეა და სექსი მხოლოდ ერთ ქალთან არ შეუძლია, დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ მაინც ხომ არსებობენ გამონაკლისები? პირადად მე ასეთი კაცებიც მინახავს. მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლისთვისაც ღალატი მიუღებელია...
დაწვრილებით...
პრობლემაზე, რომელზეც ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ, ხშირად განვიხილავ ჩემს შვილიან მეგობრებთან.
დაწვრილებით...
ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ხშირად განიხილავენ თემას - აქვს თუ არა ქალს უფლება აბორტი გაიკეთოს, და ხშირად განსხვავებული აზრებიც მომისმენია.
დაწვრილებით...
როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი. გვერდში უდგას საყვარელ კაცს, ცდილობს გაახალისოს, მისცეს მოტივაცია რომ გახდეს უკეთესი, შეაქოს, როდესაც ხედავს როგორი ძალისხმევის ხარჯზე აღწევს ამა თუ იმ მიზანს, ეუბნება, რომ ის ყველაზე კარგია, ყველაზე თბილია, სიმპათიურია და ა.შ.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები