მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი!
მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი!
13-01-2016
ჩემს მეგობარზე უნდა მოგიყვეთ. ის 30 წლამდე ასაკის, სიმპათიური, დასაქმებული და პერსპექტიული ბიჭია. გემოვნებიანია, უყვარს მუსიკა, მღერის, ყურადღებიანია, კომპლექსები არ აწუხებს, ბევრ ქალს მოსწონს, მოკლედ, ნამდვილად სასურველი სასაიძოა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკში, უმრავლესობა დაოჯახებული კი არა, განქორწინებულიც კია და სულ ცოტა, ერთი შვილი ჰყავთ, ის ერთი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ გრძნობებს გაქცეს.

მიუხედავად მეგობრების მცდელობისა დავავიწყოთ უსიამოვნო წარსული და მივცეთ მოტივაცია მომავალს იმედით შეხედოს, ის მაინც ხან ერთს ხვდება, ხან - მეორეს, ხან - მესამეს და ასე დაუსრულებლად… ვერ ირჩევს მხოლოდ ერთ პარტნიორს, იმიტომ კი არა, რომ მიიჩნევს რაც მეტი, უკეთესიო, - უბრალოდ ეშინია.. მიჩვევის, სიყვრულის და გულისტკენის ეშინია, ამიტომ ურჩევნია ის დიდი გრძნობა, რომელიც შეეძლო მოლოდ ერთ ქალისთვის მიეცა, რამდენიმეს გადაუნაწილოს ისე, რომ არც ერთთან არ გაუჩნდეს დილთ გაღვიძების სურვილი.

რა შუაშია დილით გაღვიძება? - ხომ გაგიგიათ, როდესაც ადამიანს პარტნიორთან ერთად გაღვიძება უფრო მეტად უყვარს ვიდრე დაძინება, ეს სიყვარულის ნიშანიაო. ჩემი მეგობარი კი გრძნობებს მაქსიმალურად არ გამოხატავს და ცდილობს სიყვარულისგან თავი დაიცვას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ძალიან კარგი გოგონა გვერდით, რომელსაც უყვარს და შეუძლია რომ გააბედნიეროს.

რატომ იკავებს თავს? რატომ გაურბის მას? შესაძლებელია რომ ძველმა იმედგაცრუებამ ახლანდელ ურთიერთობებზე ასე იმოქმედოს?

დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრის მსგავსად არა ერთი მამაკაცია ასე შებოჭილი, აღმართავენ ხოლმე ურთიერთობებს შორის უხილავ კედელს და იმის იქით არავის უშვებენ. არადა, სიყვარულზე კარგი ხომ არაფერია? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ურთიერთობა არ ითხოვს ზედმეტ ვალდებულებებს და თავგანწირვას. როდესაც უბრალოდ გსიამობნებს მეორე ადამიანთან სეირნობა, ჩაის დალევა, ლაპარაკი... როდესაც ისეთ სიახლოვეს გრძნობთ, რომ ხვდები ეს მხოლოდ ვნება და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ არის. როცა სექსი და სიყვარული ერთმანეთში ირევა და ზედმეტი დაძაბულობის და შებოჭვის გარეშე შეგიძლია ბოლომდე გაიხსნა მასთან.

მაშინ რატომ ვამბობთ ადამიანები ამ შანსზე უარს?!
რატომ გვგონია რომ დრო გვაქვს, მაშინ როდესაც ის დაუნდობლად სწრაფად მიდის და უკან მოხედვის საშუალებასაც არ გვაძლევს?!


ხშირად ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა, მოვასწრებთ, მაგრამ თუ დავფქირდებით , დავრწმუნდებით, რომ ცხოვრება ბევრს არ გვიცდის, ახალგაზრდობის წლები საოცარი სიწრაფით მიჰქრიან და შეიძლება ერთხელ დაკარგულმა შანსმა, ერთმა არ დაფასებულმა სიყვარულმა მთელს ჩვენს ცხოვრებაზე იმქომედოს, და თან არც თუ ისე კარგად.

რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს იმის დაფასება ისწავლონ, რაც აქვთ? მიხვდნენ, რომ გვერდით თუ ჰყავთ ადამიანი, რომელიც მზრუნველი და მოსიყვარულეა, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და თუ ჯერ ასეთი არ უპოვნიათ, უბრალოდ თვალები უფრო კარგად უნდა გაახილონ განთავისუფლდნენ და მისცენ შესაძლებობები ურთიერთობებს.

მე არ მჯერა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, ის იმდენჯერ მოვა, რამდენჯერაც მივცემთ მას ამის საშულებას, მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ
ჩვენზეა დამოკიდებული რომელ სიყვარულს გახვდით ყველაზე ძლიერს და დასამახსოვრებელს.
ამიტომ მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი! ნუ გეშინიათ გრძნობების გამოხატვის. ნუ გეშინიათ სიახლოვის და სიყვარულის .


იმედი მაქვს, ის ადამინი, რომელზეც მოგიყევით, ადრე თუ გვიან მიხვდება რომ დროს ტყუილად კარგავს, თქვენ კი ვინც მის მსგავს სიტუაციაში იმყოფებით, მინდა გითხრათ, რომ თქვენზე ფიქრობენ, უნდიხართ და ენატრებით უბრალოდ ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება სჭრიდება და ერთხელ თუ არ გაგიმართლათ, ეს სულ არ ნიშავს, რომ ამის გამო საკუთარ თავს მეტი შანსი არ უნდა მისცეთ…
რაღაც ვერ მივხვდი
03 თებერვალი 2016 16:09
რა უნდა ქნას ამ ,მამაკაცმა?თუ უკვე ჰყავს გვერდით ძალიან კარგი გოგონა? ცოლად მოიყვანოს? მაგრამ ამ შემთხვევაში თქვნი ფრაზა (ურთიერთობა არ ითხოვს ზედმეტ ვალდებულებებს და თავგანწირვას) როგორ გავიგოთ? თუ ეს გოგონა უბრალოდ გვერდით ჰყავს და ურთიერთობა არ აქვს, იქნებ არ უყვარს,რა სპეციალურად ხომ ვერ შეიყვარებს?
alfa
28 იანვარი 2016 19:18
ღრუზინკა კუხარკასი მეშინია სასტიკად
სხვა სიახლეები
აგინებენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს, სკამებს, მაგიდებს, ტელევიზორებს და ა.შ.
დაწვრილებით...
ქალის ასაკი - როცა წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ აღარ მოგწონს საკუთარი სხეული და სახე...
დაწვრილებით...
ძალიან მაინტერესებს ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ოდესმე აცნობიერებენ, რომ 24, 30, 35 წლის მამაკაცი პატარა ნიკუშა, გიო, ლევანიკო და "დედას ბუშტი" აღარაა? ქართველი ქალები უმრავლეს შემთხვევაში "გადამკვდარი დედები" რომ არიან, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.
დაწვრილებით...
მისი დანახვისას პირველი რაც გვახსენდება, ნიუ-იორკი, სექსი, სიყვარული, მეგობრობა და ფეხსაცმელია.
დაწვრილებით...
ურთიერთობები სიხარულით იწყება, თავდაპირველად ბედნიერების განცდა არ გტოვებს ადამიანს, თუმცა რიგ შემთხვევაში წყდება ან ისე გრძელდება, რომ, ვაი, მაგ გაგრძელებას. უმრავლეს შემთხვევაში კრიზისი 3 წლის შემდეგ იწყება, რასც ბევრი ვერ უძლებს და ერთ დროს ძლიერი გრძნობაც ნელ-ნელა ქრება...
დაწვრილებით...
მახსოვს, დათო ტურაშვილმა დედა რომ აგინა მთავრობის წევრებს პირდაპირ ეთერში, ამას რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენში, ნამდვილად არ მახსოვს მისთვის ვინმეს გაუზრდელი ეწოდებინა.
დაწვრილებით...
ამ ბლოგის დაწერა იმ ამბავმა გადამაწყვეტინა, რაც ჩემს მეზობლეს გადახდა. ანუშკა ახალგაზრდა, ქერა, ცისფერთვალა და მოკლედ, ძალიან ლამაზი გოგოა, რომელიც კარგა ხანია სამსახურს ეძებს.
დაწვრილებით...
ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თითქმის ყოველდღე კი პატარ-პატარა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: ვიყოთ კარგ ხასიათზე თუ არა, გავაბედნიეროთ სხვა თუ არა და ასე შემდეგ. მთავარი კი იმის გააზრებაა, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებას და სიტყვას მოაქვს გარკვეული შედეგი, ზოგჯერ კი საჭიროა საკუთარი თავი უცხო თვალით დავინახოთ.
დაწვრილებით...
გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები