მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი! - კვირის პალიტრა

მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი!

ჩემს მეგობარზე უნდა მოგიყვეთ. ის 30 წლამდე ასაკის, სიმპათიური, დასაქმებული და პერსპექტიული ბიჭია. გემოვნებიანია, უყვარს მუსიკა, მღერის, ყურადღებიანია, კომპლექსები არ აწუხებს, ბევრ ქალს მოსწონს, მოკლედ, ნამდვილად სასურველი სასაიძოა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკში, უმრავლესობა დაოჯახებული კი არა, განქორწინებულიც კია და სულ ცოტა, ერთი შვილი ჰყავთ, ის ერთი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ გრძნობებს გაქცეს.

მიუხედავად მეგობრების მცდელობისა დავავიწყოთ უსიამოვნო წარსული და მივცეთ მოტივაცია მომავალს იმედით შეხედოს, ის მაინც ხან ერთს ხვდება, ხან - მეორეს, ხან - მესამეს და ასე დაუსრულებლად… ვერ ირჩევს მხოლოდ ერთ პარტნიორს, იმიტომ კი არა, რომ მიიჩნევს რაც მეტი, უკეთესიო, - უბრალოდ ეშინია.. მიჩვევის, სიყვრულის და გულისტკენის ეშინია, ამიტომ ურჩევნია ის დიდი გრძნობა, რომელიც შეეძლო მოლოდ ერთ ქალისთვის მიეცა, რამდენიმეს გადაუნაწილოს ისე, რომ არც ერთთან არ გაუჩნდეს დილთ გაღვიძების სურვილი.

რა შუაშია დილით გაღვიძება? - ხომ გაგიგიათ, როდესაც ადამიანს პარტნიორთან ერთად გაღვიძება უფრო მეტად უყვარს ვიდრე დაძინება, ეს სიყვარულის ნიშანიაო. ჩემი მეგობარი კი გრძნობებს მაქსიმალურად არ გამოხატავს და ცდილობს სიყვარულისგან თავი დაიცვას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ძალიან კარგი გოგონა გვერდით, რომელსაც უყვარს და შეუძლია რომ გააბედნიეროს.

რატომ იკავებს თავს? რატომ გაურბის მას? შესაძლებელია რომ ძველმა იმედგაცრუებამ ახლანდელ ურთიერთობებზე ასე იმოქმედოს?

დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრის მსგავსად არა ერთი მამაკაცია ასე შებოჭილი, აღმართავენ ხოლმე ურთიერთობებს შორის უხილავ კედელს და იმის იქით არავის უშვებენ. არადა, სიყვარულზე კარგი ხომ არაფერია? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ურთიერთობა არ ითხოვს ზედმეტ ვალდებულებებს და თავგანწირვას. როდესაც უბრალოდ გსიამობნებს მეორე ადამიანთან სეირნობა, ჩაის დალევა, ლაპარაკი... როდესაც ისეთ სიახლოვეს გრძნობთ, რომ ხვდები ეს მხოლოდ ვნება და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ არის. როცა სექსი და სიყვარული ერთმანეთში ირევა და ზედმეტი დაძაბულობის და შებოჭვის გარეშე შეგიძლია ბოლომდე გაიხსნა მასთან.

მაშინ რატომ ვამბობთ ადამიანები ამ შანსზე უარს?!

რატომ გვგონია რომ დრო გვაქვს, მაშინ როდესაც ის დაუნდობლად სწრაფად მიდის და უკან მოხედვის საშუალებასაც არ გვაძლევს?!

ხშირად ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა, მოვასწრებთ, მაგრამ თუ დავფქირდებით , დავრწმუნდებით, რომ ცხოვრება ბევრს არ გვიცდის, ახალგაზრდობის წლები საოცარი სიწრაფით მიჰქრიან და შეიძლება ერთხელ დაკარგულმა შანსმა, ერთმა არ დაფასებულმა სიყვარულმა მთელს ჩვენს ცხოვრებაზე იმქომედოს, და თან არც თუ ისე კარგად.

რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს იმის დაფასება ისწავლონ, რაც აქვთ? მიხვდნენ, რომ გვერდით თუ ჰყავთ ადამიანი, რომელიც მზრუნველი და მოსიყვარულეა, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და თუ ჯერ ასეთი არ უპოვნიათ, უბრალოდ თვალები უფრო კარგად უნდა გაახილონ განთავისუფლდნენ და მისცენ შესაძლებობები ურთიერთობებს.

მე არ მჯერა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, ის იმდენჯერ მოვა, რამდენჯერაც მივცემთ მას ამის საშულებას, მხოლოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული რომელ სიყვარულს გახვდით ყველაზე ძლიერს და დასამახსოვრებელს.

ამიტომ მამაკაცებო, ნუ გეშინიათ ჩვენი! ნუ გეშინიათ გრძნობების გამოხატვის. ნუ გეშინიათ სიახლოვის და სიყვარულის .

იმედი მაქვს, ის ადამინი, რომელზეც მოგიყევით, ადრე თუ გვიან მიხვდება რომ დროს ტყუილად კარგავს, თქვენ კი ვინც მის მსგავს სიტუაციაში იმყოფებით, მინდა გითხრათ, რომ თქვენზე ფიქრობენ, უნდიხართ და ენატრებით უბრალოდ ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება სჭრიდება და ერთხელ თუ არ გაგიმართლათ, ეს სულ არ ნიშავს, რომ ამის გამო საკუთარ თავს მეტი შანსი არ უნდა მისცეთ…