რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?
20-01-2016
"რა საჭიროა ლაპარაკი, როდესაც ისედაც იცი?" - მითხრა ერთხელ ადამიანმა, რომლისგანაც ყველაზე მეტად მჭირდება ხშირად და გულწრფელად მომესმინა:  მე შენ მიყვარხარ!

პრინციპში მართალია, ვიცოდი, ვგრძნობდი და ვხედავდი. მით უმეტეს, როდესაც აზრი, რომ მამაკაცის სიყვარული საქციელში გამოიხატება და არა ლაპარაკში, სწორი აღმოჩნდა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ კაცებმა, რომ სიტყვები საჭირო არ არის, ჩვენ მაინც ყოველთვის გვენდომება მათი მოსმენა.

დღეები დღეებს მისდევდა… ვხვდებოდით ერთმანეთს, დღითი დღე იზრდებოდა სურვილი და ინტერესი. არასოდეს მიფიქრია რომ პირველად გრძნობებში კაცი უნდა გამოუტყდეს ქალს, ხშირად მათ უფრო უჭირთ კიდეც ამის გაკეთება, ამიტომ მაშინ, როდესაც უკვე მივხვდი, რომ ვეღარ ვუძლებდი, როდესაც ყოველი დამშვიდობების წინ კოცნასთან ერთად მინდოდა მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, მაშინ როდესაც ყელში ბურთივით რაღაც მიჩნდებოდა და უბრალოდ ძალა აღარ მქონდა საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი, ვუთხარი.
მანაც იცოდა.. თან ვიდრე ჩემგან მოისმენდა დიდი ხნით ადრე, მაგრამ მის სახეზე აღბეჭდილი ემოცია ღირდა აღიარებით ჩვენებად.

რატომ ჰგონიათ კაცებს, რომ სიტყვები საჭირო არ არის?


რომ რადგან მამაკაცები არიან, სიყვარულზე ლაპარაკი სისუსტის გამომჟღავნებაა?

არადა პირიქით, გიყვარდეს ქალი რომელიც იგივეთი გპასუხობს, ყველაზე დიდი ძალაა. ჩვენ გვაინტერესებს რაზე ფიქრობთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უთქმელადაც ვხვდებოდეთ ყველაფერს.

მე ვერ ვილაპარაკებ ყველა ქალის სახელით, რადგან გამონაკლისებიც არსებობენ, თუმცა დიდ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში ყველას, ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია, გვინდა რომ ყოველ დღე გვითხრან რომ ვუყვარვართ. გვინდა ვიგრძნოთ ეს რაც შეიძლება ხშირად და ამაში ცუდი არაფერია.

"ისედაც ხომ ვიცით" - ეს გამართლება არ არის.

ადამიანებს გვაქვს უნარი ვიფიქროთ მომავალზე და რატომ არ შეიძლება ჩვენი ერთად დასახული გეგმები სალაპარაკო თემა იყოს თქვენთვის?
ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სიყვარული და მაშინ რატომ იკავებთ თავს და ასე იშვიათად რატომ ამბობთ, რომ გიყვარვართ?

თქვენ მოგწონთ ქალი რომელიც თქვენს გვერდით ცხოვრობს, სძინავს, დადის, გაქვთ მასთან სექსი და თვლით, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი და თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი და ლამაზია, მაშინ რატომ არ ამბობთ ხშირად კომპლიმენტებს?

როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ის განიცდის, ფიქრობს და ზრუნავს მეორე ნახევარზე და თუ ეს ნამდვილი სიყვარულია რატომ არ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ ამაზე, გვითხრათ რას ფიქრობთ ჩვენზე და რა გეგმები გაქვთ?

იმას, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ხშირად ურთიერთობები ინგრევა, ყველა ვამბობთ, მაგრამ რეალურად ძალიან იშვიათად ვიყენებთ დროს მაქსიმალურად.

ჩვენ არ ვცდით თქვენს სიყვარულს, ვიცით და ვგრძნობთ, მაგრამ ხშირად ვიქცევით ან ვალაპრაკობთ ისე, რომ იმაზე მეტი გათქმევინოთ, ვიდრე გვესმის თქვენგან, და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უფრო მეტი სითბო მივიღოთ და გავიგოგნოთ სიტყვები, რომელიც ყველა შეყვარებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ამიტომ, ახლა როდესაც ამას კითხულობთ და თუ გყავთ საყვარელი ქალი, აიღეთ ტელეფონი დაურეკთ და უთხარით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ გიყვართ სიგიჟემდე, რომ ნერვიულობთ მასზე, რომ გინდათ მთელი ცხოვრება ერთად იყოთ, რომ გინდათ გახდეს თქვენი შვილების დედა, რომ მის გარდა არავინ გჭირდებათ და რომ ყველაფერს გააკეთებთ მისი ბედნიერებისთვის.

უთხარით ყველაფერი რასაც ფიქრობთ და გრძნობთ და ნუ შეიბოჭავთ თავს, დამიჯერეთ რაც უფრო ხშირად მოიქცევით ასე, თქვენი საყვარელი ქალი მით უფრო ბედნიერი და გაღიმებული იქნება.


ეს ხომ არც ისე ძნელია?

უბრალოდ უთხარით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა...
MIRABELA-ს
01 დეკემბერი 2016 11:54
ქალებს წარმოდგენა არ გაქვთ, რა არის ნამდვილი სიყვარული,რაც ამტკიცებს იმას,რომ ქალის სიყვარული მამაკაცისათვის დამღუპველია,ამიტომ სწორეა,ისე უნდა მოიქცე,როგორც აღწერილია,დღეს ერთი,ხვალ მეორე და ა.შ. ქალები სულ ითხოვთ სიყვარულის დამტკიცებას,ანუ მე უნდა დავამტკიცო,რომ მიყვარხარ,რატომ? თუ შენ გიყვარვარ,რა მნიშვნელობა აქვს იმას მე მიყვარხარ თუ არა?! გიყვარდე და იზრუნე იმაზე,რომ ბედნიერი ვიყო,მაგრამ არა, თქვენ მხოლოდ საპასუხო სიყვარულს აფასებთ და პრეტენზიებს გამოთქვავთ. ამიტომ თავად არ იმსახურებთ სიყვარულს.
MIRABELLA
01 ოქტომბერი 2016 14:12
სიყვარული თავის ტვინში მიმდინარე რეაქციაა, კაცებისთვის უფრო ხანმოკლე და პირდაპირ კავშირში( გულის გვერდის ავლით)წელს ქვემოთ, ქალებისთვის გულში და თავის ტვინში ერთდროულად მიმდინარე, თუ ტვინმა აჯობა,არ დაიღუპები, თუ გულმა-იქ საქმე წასულია, იმიტომ რომ არცერთი მამაკაცი, ვიმეორებ, არცერთი ნამდვილი სიყვარულის ღირსი არ არის. 10დან 9 დღეს თუ არა ხვალ ღალატობს მას, ვის გარეშეც "სიცოცხლე არ შეეძლო", მერე იმას, ვისთანაც "სიცოცხლე"ს უღალატეს-ღალატობენ და ა.შცხოვრობენ და აცხოვრებენ ტყუილში მათ გვერDით მყოფ ქალს...ქალის უბედურების მიზეზი ყოველთვის კაცია...მიყვარხართ კაცებო!
სხვა სიახლეები
ის აზრი, რომ ქალს მხოლოდ ერთხელ უყვარდება ნამდვილი სიყვარულით, მაინც გადმონაშთი მგონია, როდესაც ქალს, როგორც ქმრის საკუთრებას, ისე განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყოს.
დაწვრილებით...
ჩემს გარშემო არა ერთი ქალი, რომელიც 30 წელს უკვე გადაცდა, აღიარებს, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცები იზიდავს. რა კაცები, ზოგჯერ 20-13 წლის ბიჭებიც კი.
დაწვრილებით...
30 წელს თუ ისე მიუახლოვდი, რომ მეორე ნახევარი ვერ იპოვე, ყველგან - შენი მეგობრების, დედის მეგობრების, ნათესავებისა თუ უბრალო ნაცნობებისგან გამარჯობის მერე, ერთი და იგივე კითხვას ისმენ: რატომ არ თხოვდები?
დაწვრილებით...
შეიძლება ბევრი ქალი გამინაწყენდეს, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე ერთი ისტორია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ნაცნობის განქორწინების ამბავი გავიგე. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაფერში დამნაშავე ქმარი იყო, ის იყო ცუდი მამა, საშინელი ქმარი და ა.შ.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ, დაქალი ატირებული მომადგა, "მეუღლეს ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო SMS-ები ვუპოვე" და არ ვიცი, რა ვქნაო... როგორც ამიხსნა, გაცეცხლებულმა თავი ვერ მოთოკა და ქმართან საშინლად იჩხუბა, ის კი თავს იმით იმართლებდა, ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო...
დაწვრილებით...
ოდნავ მაინც თუ გიყვართ, ძველი, სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები, შეუძლებელია ნოემბერში "ტკბილი ნოემბერი" არ გაგახსენდეთ.
დაწვრილებით...
გუშინ სადღაც ამოვიკითხე, მამაკაცებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, აწყენინონ ქალებს და შემდეგ იმაზე გაბრაზდნენ, რომ ქალებს ეწყინათო. ამაზე დიდი სიმართლე არც გამიგია, მგონი… ზოგჯერ მართლაც მგონია, რომ კაცები უბრალოდ ვერ ხვდებიან რა სწყინთ ქალებს.
დაწვრილებით...
არავინ თქვას, გემოვნებაზე არ დაობენო, სწორედაც რომ მაგაზე დაობენ ყველაზე მეტს. ზოგს შეიძლება ქერა მოსწონდეს, ზოგს - შავგვრემანი, ზოგისთვის სიმაღლეს ჰქონდეს მნიშვნელობა ზოგისთვის კი - წონას, მაგრამ ფაქტია, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კაციც და ქალიც უნდა აკმაყოფილედბნენ იმისათვის, რომ მათ საზოგადოების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურონ.
დაწვრილებით...
ბავშვების აღზრდა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე. როგორც წესი, გოგონასთან დედა უფრო ახლოსაა ხოლმე, ბიჭთან კი - მამა.. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რას ხედავენ შვილები სახლში.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები