რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?!
რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო, მშიშარა  და ზარმაცი მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში?!
27-01-2016
დედობა რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ამაში დარწმუნებული ვარ არავინ შემედავება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს იყო მშობელი - ეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.

ვიდრე ქალი გადაწყვეტს შვილის გაჩენას, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შესძლებს მის გაზრდას. ის უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან გყავდეს პატარა, ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.

ამბობენ, რომ რაც უფრო დიდი ხარ ასაკით, მით უფრო კარგი დედა იქნები, რადგან მეტი გამოცდილება დაგეხმარება კარგ მშობლად ჩამოყალიბებაში, თუმცა მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. დედობრივი ინსტიქტი შეიძლება 18 წლის ასაკშიც ჰქონდეს ადამიანს და შესაძებელია ცხოვრების ბოლომდე ვერ მოემზადოს ამისთვის.

თუმცა მხოლოდ იმაზე ზრუნვა რას შეჭამს, ჩაიცმევს და სად ისწავლის ჩვენი შვილი, არ არის საკმარისი ბავშვის გაზრდისთვის. მისი აღზრდა და ჩამოყალიბება ადამიანად, რომელიც იქნება ლოიალური, მიზანდასახული და რაც მთვარია საკუთარ თავში დარწმუნებული, იმაზე რთულია ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

სრულებით არ აქვს მნიშვნელობა გოგო გყავთ თუ ბიჭი, მაგრამ დღეს აქცენტი ბიჭის აღზრდაზე მინდა გავაკეთოთ. ის ქართველი კაცები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელი ხასიათით გამოირჩევიან, რომლებმაც არ იციან ქალთან მოქცევა ან უბრალოდ არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ხშირად ქალების შიშიც კი აქვთ, ოდესღაც პატარები იყვნენ და იმაში, რომ დღეს ისინი ასეთებად ჩამოყალიბდნენ, მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს მიუძღვით დიდი წვლილი. დედებს გამოვყოფ იმიტომ რომ, საქართველოში, უმრავლესი წყვილების შემთხვევაში პატარას აღზრდაში მეტი პასუხისმგებლობა ქალს ენიჭება, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის.


რისი ბრალია ამდენი უპასუხისმგებლო და ხშირად მშიშარა მამაკაცის არსებობა ჩვენს სოციუმში? იმის ხომ არა, რომ მათ ბავშვობიდან "თავზე გადაყოლილი", "გიჟი დედები" ზრდიდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ?

მიზეზი ის ხომ არ არის, რომ შვილებს არ აჩვევდნენ დამოუკიდებლობას, რომ მათ სახლში მოსულებს ყველაფერი დალაგებულ-გამზადებული ხვდებოდათ. არასოდეს უწევდათ საკუთარი ნივთებისთვის მოევლოთ, არ სჭირდებოდათ შეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს და თუნდაც დედას, რადგან ისინი ან ყველაფერს ისე უკეთებდნენ, როგორც შვილს სურდა, ანაც მის აზრს არავინ ითვალისწინებდა.

რა შედეგს გვაძლევს ეს ყველაფერი წლების შემდეგ
?
იმ პატარა საყვარელ ბიჭს აყალიბებს უპასუხისმგებლო, გაზარმაცებულ მამაკაცად, რომელსაც უჩნდება კომპლექსი ცოლთან ურთიერთობაში, რადგან ქალისგან ან ზედმეტ მოთხოვნებს და საკუთარი აზრის არაფრად ჩაგდებას არის მიჩვეული ან პირიქით, მისთვის რთულია შეეგუოს რომ რაღაც ისე არ ხდება როგორც მას სურს. მოკლედ, ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც ერთნაირად უნგრევს და უმახინჯებს მოზარდს აზროვნებას, რაც შემდგომ ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის პირად და კარიერულ ცხოვრებაზე.

ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს საკუთარი შვილი და უნდა მას მისცეს მაქსიმალური ცხოვრებაში და ამისთვის არაფერს იშურებს, მაგრამ ხშირად ზედმეტი ზრუნვა ან ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება ვნებს მათ ხასიათს და მალე ისინი ისეთ კაცებად ყალიბდებიან, როგორებიც მშობლებს თვითონ არ მოსწონთ.


ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოანი ოქროს შუალედის პოვნაა. შვილებს უნდა გავუმახვილოთ ყურადღება მათ ღირსებებზე და ვეცადოთ გზა ვაპოვნინოთ
ამა თუ იმ ნაკლის გამოსასწორებლად. უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, თუმცა არ უნდა ეგონოთ, რომ ისინი ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან. უნდა მივცეთ თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვასწავლოთ რა არის პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ უნდა შეეძლოთ რთული და ზოგჯერ ძალიან საპასუხიმგებლო გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრებაში, როგორც მაღლა ვახსენე, დედობა მხოლოდ იმაზე ზრუნვა არ არის რითი გამოვკვებავთ ბავშვებს.

სამწუხაროდ, არც თუ  ხშირად მხვდებიან მამები, რომლებიც იღებენ შვილის აღზრდაში მონაწილეობას. ქართველი კაცების უმეტესობას ჰგონია, რომ "კაი კაცად" მაშინ გაზრდიან შვილებს, როდესაც სმას, გინებას, ფეხბურთის თამაშს და მანქანის ტარებას ასწავლიან. ეს კი დამეთანხმებით მცდარზე მცდარი შეხედულებაა.

მთავარი ისაა, ნაკლები შეცდომა დავუშვათ ბავშვების აღზრდის დროს და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათთვის სარკესავით ვართ და ისინი ძალიან ხშირად გვბაძავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ნაკლი, გამოვასწოროთ ის და შემდეგ მოვუწოდოთ შვილებს ამა თუ იმ საქციელისკენ.



რა სისულელეა?!-ს-ს
26 თებერვალი 2016 15:02
სწორი დასკვნების გამოტანა არ შეგძლებია.:))))) დამიჯერე, ძალიან კარგად ვცხოვრობ და ზუსტად ისეთი ცოლი მყავს, როგორიც მინდა.საკმაოდ მაღალი შემოსავალიც მაქვს,(საშუალოზე ბევრად მაღალი)))). აგრესია სად დაინახე ვერ ვხვდები?! უბრალოდ მინდა ქალებს აგიხსნათ,რომ 2 ვარიანტია-ან ტრდიციულ ოჯახს ქმნი,სადაც როლები ტრადიციულადაა განაწილებული,ან ცხოვრობ როგორც გინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შენი პარტნიორიც ისე იცხოვრებს,როგორც უნდა. არ მოგეწონა,ისეთი კაცი,თუ გაიზრდება ქალების ჭკუაზე,რომ არ ივლის?! ))). ვაჟკაცი- კი სულ ტყუილად ჩაწერე ბრჭყალებში.იმასაც ვერ ხვდები,რომ ბავშვი შეურაცმყოფელად არ უნდა მოიხსენიო,თუნდაც მამამისის შეხედულებები არ მოგწონდეს. კიდევ ერთს გეტყვი: მნიშვნელობა არ აქვს სუსტი გამოჩნდები,თუ ძლიერი. მთავარია ვერავინ გაიძულოს იმის კეთება,რისი კეთებაც არ გინდა. ვერ შეგაცვლევინოს შენი შეხედულებები ე.წ. ,,თანამედროვედ მოაზროვნეებმა“.
რა სისულელეა?!-ს
24 თებერვალი 2016 18:00
როგორც ჩანს "დასუსტდი და სანაგვეზე გადაგადეს", ამიტომაც გაქვს ქალების მიმართ აგრესია :))))))) როცა სუსტი ხარ ძლიერად რომ გამოჩნდე შენზე სუსტებთნ უნდა გქონდეს ურთიერთობა ესეც გეცოდინება და ასწავლე შენს "ვაჟკაცს" გამოადგება...
სხვა სიახლეები
აგინებენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს, სკამებს, მაგიდებს, ტელევიზორებს და ა.შ.
დაწვრილებით...
ქალის ასაკი - როცა წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ აღარ მოგწონს საკუთარი სხეული და სახე...
დაწვრილებით...
ძალიან მაინტერესებს ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ოდესმე აცნობიერებენ, რომ 24, 30, 35 წლის მამაკაცი პატარა ნიკუშა, გიო, ლევანიკო და "დედას ბუშტი" აღარაა? ქართველი ქალები უმრავლეს შემთხვევაში "გადამკვდარი დედები" რომ არიან, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.
დაწვრილებით...
მისი დანახვისას პირველი რაც გვახსენდება, ნიუ-იორკი, სექსი, სიყვარული, მეგობრობა და ფეხსაცმელია.
დაწვრილებით...
ურთიერთობები სიხარულით იწყება, თავდაპირველად ბედნიერების განცდა არ გტოვებს ადამიანს, თუმცა რიგ შემთხვევაში წყდება ან ისე გრძელდება, რომ, ვაი, მაგ გაგრძელებას. უმრავლეს შემთხვევაში კრიზისი 3 წლის შემდეგ იწყება, რასც ბევრი ვერ უძლებს და ერთ დროს ძლიერი გრძნობაც ნელ-ნელა ქრება...
დაწვრილებით...
მახსოვს, დათო ტურაშვილმა დედა რომ აგინა მთავრობის წევრებს პირდაპირ ეთერში, ამას რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენში, ნამდვილად არ მახსოვს მისთვის ვინმეს გაუზრდელი ეწოდებინა.
დაწვრილებით...
ამ ბლოგის დაწერა იმ ამბავმა გადამაწყვეტინა, რაც ჩემს მეზობლეს გადახდა. ანუშკა ახალგაზრდა, ქერა, ცისფერთვალა და მოკლედ, ძალიან ლამაზი გოგოა, რომელიც კარგა ხანია სამსახურს ეძებს.
დაწვრილებით...
ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თითქმის ყოველდღე კი პატარ-პატარა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: ვიყოთ კარგ ხასიათზე თუ არა, გავაბედნიეროთ სხვა თუ არა და ასე შემდეგ. მთავარი კი იმის გააზრებაა, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებას და სიტყვას მოაქვს გარკვეული შედეგი, ზოგჯერ კი საჭიროა საკუთარი თავი უცხო თვალით დავინახოთ.
დაწვრილებით...
გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები