მეტი თავისუფლება ახალ თაობას - მიეცით წყვილს ქორწინებამდე თანაცხოვრების უფლება
მეტი თავისუფლება ახალ თაობას - მიეცით წყვილს ქორწინებამდე თანაცხოვრების უფლება
05-02-2016
რატომ ინგრევა ამდენი ოჯახი საქართველოში? რატომ ვერ ეგუება წყვილი თანაცხოვრებას და რატომ ექმენათ მათ პრობლემები ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონების შემდეგ?

თან მაშინ, როდესაც წყვილი შეუღლებამდე ერთმანეთს წლების განმავლობაში ხვდება და წესით ერთმენეთის გაცნობა ბოლომდე უნდა მოეხერხებინათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თანაცხოვრება ხშირად ქმნის ბევრ გაუთვალისწინებელ პრობლემას.

ბევრი ალბათ ქართულ ტრადიციებს გაიხსენებს, მაგალითად, იმას რომ ქორწინებამდე თანაცხოვრება  მიუღებელია, რომ ამას არ გვასწავლიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ შეყვარებულები ამ პასუხისმგებლობას აიღებენ, მანამდე ერთმანეთი მხოლოდ კინოში სიარულის და ყავის დალევის დროს არ უნდა ნახონ.

ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია, როდესაც წყვილის ურთიერთობაში სრული ჰარმონია და სიყვარული სუფევდა და ოჯახურმა გარემომ დაანგრია ეს ყველაფერი.

რისი ბრალია ეს?
ჩემი აზრით, იმის, რომ მათ ყოველდღიურობაში არ გამოუცდიათ ერთმენთი. არ იცოდნენ როგორები იყვნენ ყოველ დილით, ხშირად მოუწესრიგებლები. როგორ ეძინათ, რა ჩვევები ჰქონდათ და შეძლებდნენ თუ არა გაღიზიანების გარეშე აეტანათ ეს. როგორ პირობებში უნდოდათ და შეეძლოთ ცხოვრება, რას ფიქრობდნენ სახლში მოვალებობების გადანაწილებაზე, როგორი ხასიათი ჰქონდათ, როდესაც სამსახურიდან დაღლილები ბრუნდებოდნენ და შეეძლოთ თუ არა ზედემეტი დაძაბულობის გარეშე განემუხტათ რთული სიტუაციები.

ძალიან რთულია გაიგო როგორია ადამიანი სინამდვილეში და შეძლებ თუ არა მასთან ბედნიერად ცხოვრებას, როდესაც დაოჯახებამდე მასთან ეს ყველაფერი არ გაგივლია. დიახ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წლობით ცხოვრობენ ერთად და მაინც შორდებიან, მიზეზი კი ის ნამდვილად არ არის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ იცნობს, ეს ფაქტორი კი დამეთახნმებით დამატები პრობლემებს აჩენს ურთიერთობისას.

ხშირად წყვილი ქორწინებამდე თანაცხოვრებისგან ახლობლების გამო იკავებს თავს, რადგან ძველი თაობის წარმომადგნლებისთვის ეს მიუღებელია, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომაა და ამ შემთხვევაში მშობლები შვილებს, არჩევანის,
ერთმანეთის უკეთ გაცნობის უფლებას ართმევენ.

რატომღაც განათხოვარი უფრო მისაღებია ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე ქალი, რომელსაც ჯანსაღი ურთიერთობა აქვს მამაკაცთან და სწორედ რომ მყარი ოჯახის შესაქმნელად ამჯობინებს პარტნიორის უკეთ შეცნობას.

მათ, ვისაც ერთხელ უკვე არ გაუმართლა, იქნებ, მომავალში შეძლონ და შეცდომებზე ისწავლონ...

იქნებ, მოვახერხოთ და ჩვენს შვილებს ცოტა მეტი თავისუფლება და არჩევანის საშუალება მივცეთ, რათა სიყვარული უბრალოდ გართობაში არ აერიოთ და თანაცხოვრების დროს უფრო მეტად გაიგონ თუ რას ნიშნავს ოჯახი და რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკთარ თავზე აღება.

ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, ადამიანი ცხოვრებას სახლში ვერ ისწავლისო და ვფიქრობ, ის სრულებით მართალი იყო, ჩვენი დაშვებული შეცდომების ნაწილის გამოსწორება ალბათ შეუძებელია, მაგრამ იმის შანსი მაინც გვაქვს, რომ მომავალ თაობას და ახალგაზრდები არ შევბოჭოთ და მივცეთ შესაძლებობა ცხოვრება თავად შეიცნონ.

ავტორს
12 აპრილი 2016 11:58
თანაცხოვრება არის ურთიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე,ქალებმა იკითხონ კაცებბს რა ენაგვლებათ.უფასო სექსზე არავინ იტყვის უარს.მერე უკეტეს ვარიანტს ნახავს და დაგემშვიდობება.
მარინა
25 მარტი 2016 04:21
ეს ქალი ისეთი უნიჭოა რომ თვითონაც არ იცის რას პრუტუნებს
სხვა სიახლეები
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა დაიჩივლა, რომ საბავშვო ბაღში, სადაც მისი პატარა გოგონა დადის, ერთი ძალიან აგრესიული ბავშვია და მისი "ცუდი საქციელი" ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცილდება...
დაწვრილებით...
აგინებენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს, სკამებს, მაგიდებს, ტელევიზორებს და ა.შ.
დაწვრილებით...
ქალის ასაკი - როცა წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ აღარ მოგწონს საკუთარი სხეული და სახე...
დაწვრილებით...
ძალიან მაინტერესებს ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ოდესმე აცნობიერებენ, რომ 24, 30, 35 წლის მამაკაცი პატარა ნიკუშა, გიო, ლევანიკო და "დედას ბუშტი" აღარაა? ქართველი ქალები უმრავლეს შემთხვევაში "გადამკვდარი დედები" რომ არიან, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.
დაწვრილებით...
მისი დანახვისას პირველი რაც გვახსენდება, ნიუ-იორკი, სექსი, სიყვარული, მეგობრობა და ფეხსაცმელია.
დაწვრილებით...
ურთიერთობები სიხარულით იწყება, თავდაპირველად ბედნიერების განცდა არ გტოვებს ადამიანს, თუმცა რიგ შემთხვევაში წყდება ან ისე გრძელდება, რომ, ვაი, მაგ გაგრძელებას. უმრავლეს შემთხვევაში კრიზისი 3 წლის შემდეგ იწყება, რასც ბევრი ვერ უძლებს და ერთ დროს ძლიერი გრძნობაც ნელ-ნელა ქრება...
დაწვრილებით...
მახსოვს, დათო ტურაშვილმა დედა რომ აგინა მთავრობის წევრებს პირდაპირ ეთერში, ამას რა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენში, ნამდვილად არ მახსოვს მისთვის ვინმეს გაუზრდელი ეწოდებინა.
დაწვრილებით...
ამ ბლოგის დაწერა იმ ამბავმა გადამაწყვეტინა, რაც ჩემს მეზობლეს გადახდა. ანუშკა ახალგაზრდა, ქერა, ცისფერთვალა და მოკლედ, ძალიან ლამაზი გოგოა, რომელიც კარგა ხანია სამსახურს ეძებს.
დაწვრილებით...
ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თითქმის ყოველდღე კი პატარ-პატარა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: ვიყოთ კარგ ხასიათზე თუ არა, გავაბედნიეროთ სხვა თუ არა და ასე შემდეგ. მთავარი კი იმის გააზრებაა, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებას და სიტყვას მოაქვს გარკვეული შედეგი, ზოგჯერ კი საჭიროა საკუთარი თავი უცხო თვალით დავინახოთ.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები