სტრეოტიპებით სავსე ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია
სტრეოტიპებით სავსე ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია
11-02-2016
სტერეოტიპების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ახალი ამბავი არ არის. აქ 30 წელს ზემოთ გასათხოვარი ქალი შინაბერად მიიჩნევა, ოდნავ "ზედმეტი" კილოგრამები თუ აქვს, მსუქანია, თუ ვარჯშობს - მოდას აყოლილი, ბევრი ბავშვის ყოლა თუ არ უნდა, ცუდი დედა, 3-ზე მეტს თუ აჩენს და სად ეჩქარება, თუ მუშაობა არ უნდა - ზარმაცია, მუშაობს - ოჯახს ვერ უვლის. ქერაა - დებილია, თუ ლამაზიცაა ორმაგად დებილი და ასე შემდეგ... მამაკაცს ზრდილობის გამო თუ გაუღიმე, ანუ ფლირტი გაქვს მასთან; როდესაც რამეზე თანხმდები ფიქრობენ, რომ სხვა რამესაც გულისხმობ კიდევ... არა, როგორც უარყოფის აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობს, რადგან ჰგონიათ რომ ქალის "არა" - არა არ არის...

დაიბადო ქალად, თან იმ ქვეყანაში, სადაც შენს ყოველ ნაბიჯს განიკითხავენ და ეჭვის თვალით უყურებენ, ადვილი ნამდვილად არ არის. მით უფრო, იქ, სადაც კაცებს ყველაფერი რაღაცის ნიშანი ჰგონიათ. სადაც ქალებს, როგორც წესი, მხოლოდ ვიზუალური მონაცემებით აფასებენ.
კაცებს არ სიამოვნებთ, როდესაც "ყველაში" მოვიხსენიებთ, თუმცა თვითონაც ხშირად ამბობენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია. თანაც დიდწილად ეშინიათ ძლიერი ქალების, ქალების რომლებიც მუშაობენ, არიან უზრუნველყოფილები , საკუთარი შრომით აღწევენ წარმატებას, აქვთ მათზე მეტი შემოსავალი და არ საჭიროებენ დახმარებას.

ასეთი ქალის გვერდით ძალიან ბევრი კაცი თავს დაჩაგრულად და უსუსურად გრძნობს. რატომ ? - ისევ და ისევ კომპლექსების გამო. და ეს სტერეოტიპი, რომ კაცს მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ასევე კომპლექსებიდან გამომდინარეობს, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, მდიდარი კაცები, რომლებსაც ჰგონაით, რომ თავისი ქონებით "შეაბამენ" ნებისმიერ ქალს, არ უარვყოფ, რომ ქალების გარკვეული ნაწილი ფულის გამო ბევრ რამეზე მიდის, ასე კაცებიც იქცევიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცის მილიონებზე ყველა ქალი გონდაკარგული აკეთებს ყველაფერს, რასაც ეტყვიან.

არადა, ყველა ნორმალური ქალისთვის ყველა კაცი, რომელიც თავისი ძალაუფლებით, გავლენითა და ფულით მანიპულირებს, ან ჰგონია რომ ამ ყვეელაფრის გამო გზა ნებისმიერი ქალისკენ ხსნილი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს და უპატივცემულობას უნდა იწვევდეს.
მოკლედ რა გამოდის? კარგს აკეთებ სტერეოტიპების ქარცეცხლში ეხვევი, ისე თუ ცხოვრობ როგორც შენ თვლი სწორად, მაინც გაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ქალი ისე უნდა იქცეოდეს და არა ასე და ა.შ.
თუ ბუნებამ სილამაზით დაგაჯილდოვა მთელი ცხოვრება იმის მტკიცება გიწევს, რომ ლამაზი ქალებიც კითხულობენ, სწავლობენ და მდიდარ კაცებს არ ეძებენ.

თუ საქართველოში მღებული სილამაზის სტანდარტებში არ ჯდები, ხშირად შენს მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც ისმენ, განსაკუთრებით თუ ცნობადი სახე ხარ.
და ასე გრძელდება წლიდან წლამდე და ქალებს უწევთ შეებრძოლონ ყველა ამ სტერეოტიპს.
თუ არ გაითვალისწინებენ, მოისმინონ მაინც მეზობლის, დედის მეგობრის, თანამშრომლის მოკლედ, ყველას აზრი, ვისაც არ ეზარება სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკი.

ჰოდა, რისი თქმა მინდოდა, იცით?
ვიდრე ქერას დებილად შერაცხავთ, ლამაზს უტვინოდ, თქვენთვის მიუღებელ გარეგნობას მახინჯად, რეალიზებულ ქალს
You must have Flash Player installed in order to see this player.
უხეშსა და მკაცრს დაუძახებთ, ვიდრე მისი სიძლიერე თქვენი სუსტი წერტილი იქნება, ვიდრე გეგონებათ, რომ მხოლოდ თქვენი სქესი გაძლევთ უფლებას ისე იყოს ყველაფერი, როგორც თქვენ გინდათ და იმაზე მეტის უფლებას მისცემთ თქვენს თავს, ვიდრე მორალი ან კანონი გაძლევთ საშუალებას, თუნდაც ფულის, სქესის, სიძლიერის ან სხვა მიზეზის გამო, მანამდე არ გვეღირსება ჯანსაღი ურთიერთობები და ვიცხოვრებთ ამ სტრეოტიპებით სავსე ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია.


თამარი-ს
07 აპრილი 2016 20:23
კაი რა თამარ,რა სისულელეს ამბობთ.ე.ი. საქართველოში კაცად ყოფნაა ადვილი?!.გეყოფათ რა ქალებს ე.წ. „ისრების გადაყვანის პოლიტიკა“. რაში გამოიხატება საქართველოშო „ბიჭების“უპირატესობა. უმაღლესი განათლება, უფრო მეტ ქალს აქვს მიღებული, ვიდრე კაცს.(სტატისტიკა ნახეთ) ქალის სამუშაო ადგილი მეტია,ვიდრე კაცის.(ისევ სტატისტიკა ნახეთ) ქალების პრობლემების გადასაწყვეტად, უამრავი თანხები და არასამთავროებია მობილიზირებული.(კაცების პრობლემებს საერთოდ იხილავს ვინმე?).ქალებისაგან წამოსული მეტი წუწუნი, ქმნის იმ ილუზიას,რომ „ საქართველოში ქალად ყოფნა მართლაც რთულია. “კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლებია,თვითმკვლელობები კაცებში მეტია. ერთადერთი ჭურჭელს რეცხავთ მეტად და ეგ არის.დედა, სწორედაც ქალების პატივისცემას მასწავლიდა,მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი,რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა,ამას არ იმსახურებთ.ბავშვი არ ვარ,შუა ხნის კაცი ვარ და ვხედავ -თქვენი უპატივცემლო დამოკიდებულებია გამო, საერთოდ დავიკიდებთ ფეხებზე ყველაფერს და მერე იწუწუნეთ რამდენიც გინდათ.
თამარი
02 აპრილი 2016 10:47
სრული ჭეშმარიტებაა, საქართველოში ქალად ყოფნა მართლაც რთულია.
აქ დაბადებიდანვე უნერგავენ ვაჟებს რომ ის არის უპირატესი და ქალი - მეორეხარისხოვანი.
მაგრამ იცით რაშია საქმე? ეს ყველაფერი დედებისაგან მოდის, დედა უნდა იყოს ძლიერი რომ შეეწინააღმდეგოს სტერეოტიპს და მეტად განვითარებული ვაჟი აღზარდოს, მაგრამ ყველა ქალს დედას აქვს ამის ძალა ????
ზოგი თვითონ ვერ ხვდება რომ ეს არანორმალურია და მის შვილს როგორ ასწავლის?
ზოგი ქმრისგან ძალადობასაც ბუნებრივ მოვლენად აღიქვამს და ასეთ ქალს რომელი სტერეოტიპების მსხვრევა უნდა მოთხოვო...
სხვა სიახლეები
ის აზრი, რომ ქალს მხოლოდ ერთხელ უყვარდება ნამდვილი სიყვარულით, მაინც გადმონაშთი მგონია, როდესაც ქალს, როგორც ქმრის საკუთრებას, ისე განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყოს.
დაწვრილებით...
ჩემს გარშემო არა ერთი ქალი, რომელიც 30 წელს უკვე გადაცდა, აღიარებს, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცები იზიდავს. რა კაცები, ზოგჯერ 20-13 წლის ბიჭებიც კი.
დაწვრილებით...
30 წელს თუ ისე მიუახლოვდი, რომ მეორე ნახევარი ვერ იპოვე, ყველგან - შენი მეგობრების, დედის მეგობრების, ნათესავებისა თუ უბრალო ნაცნობებისგან გამარჯობის მერე, ერთი და იგივე კითხვას ისმენ: რატომ არ თხოვდები?
დაწვრილებით...
შეიძლება ბევრი ქალი გამინაწყენდეს, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე ერთი ისტორია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ნაცნობის განქორწინების ამბავი გავიგე. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაფერში დამნაშავე ქმარი იყო, ის იყო ცუდი მამა, საშინელი ქმარი და ა.შ.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ, დაქალი ატირებული მომადგა, "მეუღლეს ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო SMS-ები ვუპოვე" და არ ვიცი, რა ვქნაო... როგორც ამიხსნა, გაცეცხლებულმა თავი ვერ მოთოკა და ქმართან საშინლად იჩხუბა, ის კი თავს იმით იმართლებდა, ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო...
დაწვრილებით...
ოდნავ მაინც თუ გიყვართ, ძველი, სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები, შეუძლებელია ნოემბერში "ტკბილი ნოემბერი" არ გაგახსენდეთ.
დაწვრილებით...
გუშინ სადღაც ამოვიკითხე, მამაკაცებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, აწყენინონ ქალებს და შემდეგ იმაზე გაბრაზდნენ, რომ ქალებს ეწყინათო. ამაზე დიდი სიმართლე არც გამიგია, მგონი… ზოგჯერ მართლაც მგონია, რომ კაცები უბრალოდ ვერ ხვდებიან რა სწყინთ ქალებს.
დაწვრილებით...
არავინ თქვას, გემოვნებაზე არ დაობენო, სწორედაც რომ მაგაზე დაობენ ყველაზე მეტს. ზოგს შეიძლება ქერა მოსწონდეს, ზოგს - შავგვრემანი, ზოგისთვის სიმაღლეს ჰქონდეს მნიშვნელობა ზოგისთვის კი - წონას, მაგრამ ფაქტია, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კაციც და ქალიც უნდა აკმაყოფილედბნენ იმისათვის, რომ მათ საზოგადოების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურონ.
დაწვრილებით...
ბავშვების აღზრდა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე. როგორც წესი, გოგონასთან დედა უფრო ახლოსაა ხოლმე, ბიჭთან კი - მამა.. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რას ხედავენ შვილები სახლში.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები