ერთად ცხოვრება ტანჯვა თუ ბედნიერება, ანუ უნდა იცხოროს თუ არა წყვილმა მშობლებთან ერთად?!
ერთად ცხოვრება ტანჯვა თუ ბედნიერება, ანუ უნდა იცხოროს თუ არა წყვილმა მშობლებთან ერთად?!
17-02-2016
ეს ის კითხვაა, რომელიც განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებს აწუხებთ და ხშირად ფიქრობენ, რა არის უკეთესი, გადავიდნენ ცალკე თუ დარჩნენ მშობლებთან ერთად.

ბევრ ჩემს მეგობარს ამის გაგონებაც არ უნდა. ცხოვრება დედამთილთან ლამის ჯოჯოხეთთან ასოცირდება მათთვის და ფიქრობენ, რომ წყვილს შორის დაოჯახების შემდგომ შექმნილი ძალიან ბევრი პრობლემა "მეორე დედის" დამსახურებაა. ამიტომ, მათთვის ერთად ცხოვრება თუნდაც თავიდან, ვარიანტად არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეც იგივეს უნდა ვამბობდე და სასტიკი წინააღმდეგი ვიყო სხვადასხვა თაობების თანაცხოვრების, მაგრამ მთალად ასეთი რადიკალურიც არ ვარ…

ხშირად მსმენია რძალ-დედამთილის ჩხუბის შესახებ და ზოგჯერ იმდენად აბსურდული და ელემენტარული მიზეზის გამო, სასაცილოდაც რომ არ გეყოფოდათ, რის გამო ტკენენ ასე ერთმანეთს გულს.

რძალ-დედამთილის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ალბათ კაცის ვერ გაყოფაა . შვილზე "გადამკვდარი" დედა ვერ თმობს საყვარელ შვილს და ჰგონია რომ მას ართმევენ, ან რძალი ეჭვიანობს დედამთილზე და აი, აქ იწყება პირველი გაუგებრობა, რომელიც დაუსრულებელ კამათში გადაიზრდება ხოლმე.

არადა, ხომ შეიძლება მშვიდად და სიყვარულის გარემოცვაში იცხოვროს ყველამ. ზედმეტად არ ჩავერიოთ ერთმანეთის ცხოვრებაში და პრობლემებში, მივცეთ თავისუფლება და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. რატომ ჩხუბობენ ამდენს? რატომ არ ეზარებათ? რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ ბედნიერები იყვნენ?

არ შეიძლება რომელიმე მხარე გამოვყოთ, დამნაშავე ხშირად ორივეა უბრალოდ არც ერთი არ აღიარებს ამას და ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს.

ერთხელ მახოსვს, ამ თემის განხილვისას ვთქვი, თუ არის შანსი გქონდეს კარგი ურთიერთობა და იმის პირობები, რომ თუნდაც ერთ სახლში ყველას ჰქონდეს თავისი ადგილი და სივიწროვე დამატებით უხერხულობას არ ქმნიდეს, რა პრობლემაა ერთად ცხოვრება, პირიქით, ვფიქრობ უფრო მეტი მხიარულება სიყვარული და სითბო იქნება ოჯახში, როდესაც ის დიდია და
ყველა პატივს სცემს ერთმანეთს და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს. პასუხად კი მივღე ასეთები მხოლოდ ფილმებში ხდებაო.

არ ვიცი შეიძლება ზოგისთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუ ცოტა ხინთ მაინც დავივიწყებთ ეგოიზმს, შევეგუებით იმას რომ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვალთ, თუ გავუწევთ ანგარიშს ერთმანეთის სურვილებს, აზრებს და მოთხოვნილებებს, არ ჩავუგდებით ჯიბრში და არ მოვახვევთ საკუთარ აზრს ერთმანეთს, თანაცხოვრება ადვილი და შეიძლება სასიამოვნოც კი გახდეს. თუ შესაძლებელია ერთმანეთის სიყვარული უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და არ შევეცადოთ ერთად ვიყოთ ბედნიერები, ოღონდ ნამდვილად ბედნიერები და არა საზოგადოებისთვის მოსაჩვენებლად.

თქვენ როგორ ფიქრობთ? მიზანშეწონილია ორი თაობის ერთად ცხოვრება?
@@
26 აპრილი 2016 19:54
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ახალდაქორწინებულებმა ცალკე უნდა იცხოვრონ!თუნდაც ნაქირავებ ბინაში! აი მაშინ შეიგრძნობენ ცოლქმრობას!ეს იქნება ნამდვილი დემოკრატია და სიყვარული! თითქოს კარგია 2-3 თაობის ერთად ცხოვრება, მაგრამ ასეთ ჭრელ გარემოში (ვგულისხმობ განათლების დონეთა სხვაობას, ასაკს და შეგნებას ოჯახში) ერთად ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. ვითომ არსებობენ ასეთი ოჯახები,სადაც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ყველა ნევროზიანია ჟიზოფრენიის ზღვარმდე!!!
ახალგაზრდა ქალი
10 აპრილი 2016 19:20
100-დან 100 რძალს რომ ჰკითხოთ, ცალკე ცხოვრება ურჩევნიათ.
საინტერესოა დედამთილების აზრი. იქნებ დედამთილებმა დაწეროთ, თქვენ როგორ გირჩევნიათ: როცა თქვენი შვილი და რძალი თქვენთან ცხოვრობენ თუ ცალკე? ძალიან მაინტერესებს დედამთილების პოზიცია.
სხვა სიახლეები
რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა სურათი გამომიგზავნა. ფოტოზე კაცი და ორი ქალი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, ეს ორი ქალბატონი ამ მამაკაცის ცოლები ყოფილან და ასე სამნი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ.
დაწვრილებით...
"ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ, სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან"
დაწვრილებით...
ქალს დიდი მკერდი, მაღალი ფეხები, თხელი ხელები, გრძელი თმა და ლამაზი სახე უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებში ჩაჯდეს და "გათხოვება მოახერხოს". ზედმეტი კილოგრამები თუ აქვს, მსუქანია, თუ თხელი აღნაგობა აქვს, დისტროფიკი, მაღალია - ქუსლს ვერ ჩაიცვამს, დაბალია - ულამაზოა.
დაწვრილებით...
კითხვები, რომლებიც ხშირად აწუხებთ ქართველ ქალებს, გათხოვების შემდეგ.
დაწვრილებით...
ეს ბლოგი ძალიან მინდოდა წარმატებული, ნიჭიერი და მომხიბვლელი ქალისთვის მიმეძღვნა. ქალისთვის, რომელმაც მოახერხა და კარიერა ოჯახს შეუთავსა. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია ასეთი ქალის გასახსენებლად, რადგან ზუსტადაც რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
დაწვრილებით...
"ბავშვს ისევ არ იტოვებს", - წაიწუწუნა ჩემმა ერთმა მეზობელმა, რამოდენიმე დღის წინ, როდესაც დედამთილისგან მორიგი უარი მიიღო შვილიშვილისთვის ღამის საათებში მიეხედა. "მეც დავიღალე, სამსახურიდან მოვედი და სხვა დროს წადით გასართობად, არაფერი გიჭირთო", - ასე გამოისტუმრა რძალი და ბებიის "მოვალეობის" შესრულებაზე უარი განაცხადა.
დაწვრილებით...
ეცით საკუთარ თავს პატივი

იმაზე, რომ კაცების ურავლესობა ბუნებით მოღალატეა და სექსი მხოლოდ ერთ ქალთან არ შეუძლია, დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ მაინც ხომ არსებობენ გამონაკლისები? პირადად მე ასეთი კაცებიც მინახავს. მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლისთვისაც ღალატი მიუღებელია...
დაწვრილებით...
პრობლემაზე, რომელზეც ამ ბლოგში მინდა გესაუბროთ, ხშირად განვიხილავ ჩემს შვილიან მეგობრებთან.
დაწვრილებით...
ჩვენში და არა მხოლოდ ჩვენში, ხშირად განიხილავენ თემას - აქვს თუ არა ქალს უფლება აბორტი გაიკეთოს, და ხშირად განსხვავებული აზრებიც მომისმენია.
დაწვრილებით...
როგორ იქცევა ქალი, როდესაც უყვარს? ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი. გვერდში უდგას საყვარელ კაცს, ცდილობს გაახალისოს, მისცეს მოტივაცია რომ გახდეს უკეთესი, შეაქოს, როდესაც ხედავს როგორი ძალისხმევის ხარჯზე აღწევს ამა თუ იმ მიზანს, ეუბნება, რომ ის ყველაზე კარგია, ყველაზე თბილია, სიმპათიურია და ა.შ.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები