ერთად ცხოვრება ტანჯვა თუ ბედნიერება, ანუ უნდა იცხოროს თუ არა წყვილმა მშობლებთან ერთად?! - კვირის პალიტრა

ერთად ცხოვრება ტანჯვა თუ ბედნიერება, ანუ უნდა იცხოროს თუ არა წყვილმა მშობლებთან ერთად?!

ეს ის კითხვაა, რომელიც განსაკუთრებით ახალდაქორწინებულებს აწუხებთ და ხშირად ფიქრობენ, რა არის უკეთესი, გადავიდნენ ცალკე თუ დარჩნენ მშობლებთან ერთად.

ბევრ ჩემს მეგობარს ამის გაგონებაც არ უნდა. ცხოვრება დედამთილთან ლამის ჯოჯოხეთთან ასოცირდება მათთვის და ფიქრობენ, რომ წყვილს შორის დაოჯახების შემდგომ შექმნილი ძალიან ბევრი პრობლემა "მეორე დედის" დამსახურებაა. ამიტომ, მათთვის ერთად ცხოვრება თუნდაც თავიდან, ვარიანტად არ განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მეც იგივეს უნდა ვამბობდე და სასტიკი წინააღმდეგი ვიყო სხვადასხვა თაობების თანაცხოვრების, მაგრამ მთალად ასეთი რადიკალურიც არ ვარ…

ხშირად მსმენია რძალ-დედამთილის ჩხუბის შესახებ და ზოგჯერ იმდენად აბსურდული და ელემენტარული მიზეზის გამო, სასაცილოდაც რომ არ გეყოფოდათ, რის გამო ტკენენ ასე ერთმანეთს გულს.

რძალ-დედამთილის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ალბათ კაცის ვერ გაყოფაა . შვილზე "გადამკვდარი" დედა ვერ თმობს საყვარელ შვილს და ჰგონია რომ მას ართმევენ, ან რძალი ეჭვიანობს დედამთილზე და აი, აქ იწყება პირველი გაუგებრობა, რომელიც დაუსრულებელ კამათში გადაიზრდება ხოლმე.

არადა, ხომ შეიძლება მშვიდად და სიყვარულის გარემოცვაში იცხოვროს ყველამ. ზედმეტად არ ჩავერიოთ ერთმანეთის ცხოვრებაში და პრობლემებში, მივცეთ თავისუფლება და გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს მაშინ, როცა ამის საჭიროება იქნება. რატომ ჩხუბობენ ამდენს? რატომ არ ეზარებათ? რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ ბედნიერები იყვნენ?

არ შეიძლება რომელიმე მხარე გამოვყოთ, დამნაშავე ხშირად ორივეა უბრალოდ არც ერთი არ აღიარებს ამას და ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ გაუგებრობას იწვევს.

ერთხელ მახოსვს, ამ თემის განხილვისას ვთქვი, თუ არის შანსი გქონდეს კარგი ურთიერთობა და იმის პირობები, რომ თუნდაც ერთ სახლში ყველას ჰქონდეს თავისი ადგილი და სივიწროვე დამატებით უხერხულობას არ ქმნიდეს, რა პრობლემაა ერთად ცხოვრება, პირიქით, ვფიქრობ უფრო მეტი მხიარულება სიყვარული და სითბო იქნება ოჯახში, როდესაც ის დიდია და ყველა პატივს სცემს ერთმანეთს და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს. პასუხად კი მივღე ასეთები მხოლოდ ფილმებში ხდებაო.

არ ვიცი შეიძლება ზოგისთვის ეს მართლაც ასეა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუ ცოტა ხინთ მაინც დავივიწყებთ ეგოიზმს, შევეგუებით იმას რომ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვალთ, თუ გავუწევთ ანგარიშს ერთმანეთის სურვილებს, აზრებს და მოთხოვნილებებს, არ ჩავუგდებით ჯიბრში და არ მოვახვევთ საკუთარ აზრს ერთმანეთს, თანაცხოვრება ადვილი და შეიძლება სასიამოვნოც კი გახდეს. თუ შესაძლებელია ერთმანეთის სიყვარული უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და არ შევეცადოთ ერთად ვიყოთ ბედნიერები, ოღონდ ნამდვილად ბედნიერები და არა საზოგადოებისთვის მოსაჩვენებლად.

თქვენ როგორ ფიქრობთ? მიზანშეწონილია ორი თაობის ერთად ცხოვრება?