როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!
როდემდე გააგრძელებენ ქართველი კაცები იმის ლაპარაკს, რომ "რამდენიც უნდათ, იმდენ შვილს გააკეთებენ"?!
24-02-2016
მაინტერესებს როდემდე უნდა იაზროვნოს ქართველი კაცების გარკვეულმა ნაწილმა ასე დეგრადირებულად? სრულიად სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ისეთი ინტერვიუ შემხვდა სოციალურ ქსელში, გამცინებოდა, თუ მეტირა, არ ვიცოდი.

"რამდენსაც მინდა იმდენ შვილს გავაკეთებ"; "სახლში რომ მოვალ, ქალი შინ უნდა დამხვდეს";  "ქალმა განათლების მიღება ბავშვების აღზრდაში უნდა გამოიყენოს, რა საჭიროა მუშაობა" და მსგავსი "სიბრძნეები" დაუსრულებლად
...

ისე, როგორც ეს 25-30 წლის ახალგაზრდა კაცი აზროვნებს, ჩემი მეზობელი გელაც კი აღარ აზროვნებს, რომელიც დიდი ხანია 60 წელს გადაცდა.

გასაგებია, რომ ყველას თავისი აზრი და ცხოვრება აქვს, არც არავინ ერევა არავის პირადში თუ თვითონ არ გაგვანდობენ ხოლმე საკუთარ შეხედულებებს, უბრალოდ, ძალიან ცუდი ის არის, რომ ასეთ აზროვნებას უნერგავენ საკუთარ შვილებსაც და რა გამოდის? - აღარაა საშველი და საღად მოაზროვნე ახალი თაობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?!

მართალია, შეიძლება მოხდეს სასწაული და ბავშვმა თვითგანვითარებას მიჰყოს ხელი, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როდემდე უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივეზე, - მკითხავთ ალბათ?


იქამდე, ვიდრე, აი, ასე ვიაზროვნებთ.


მაინც, რატომ ჰგონია ბევრს რომ ქალს არ შეუძლია მუშობა, ბავშვების აღზრდა, სახლის მიხედვა და თავის მოვლა ერთდროულად? ან რატომ უნდა იყოს მხოლოდ დედა ჩართული შვილებს გაზრდაში და მამა 24 საათი გავარდნილი იყოს "სამუშაოდ" ?

თუ იმის ახსნა გვიწევს კიდევ ერთხელ რამდენს ნიშნავს და როგორ ჭირდება ქალს (ისევე როგროც კაცს) თავისი საქმე, სამსახური, სახლიდან გასვლა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება.


ან რა მოხდა თუ კაცი დაეხმარება ცოლს თუნდაც სადილის მომზადებაში? თუ ის კაცები რომლებიც ასე აკეთებენ, ნაკლებად მამაკაცურები არიან ან თუნდაც ქართულ ტრადიციებზე ნაკლებად აღზრდილები?

როდემდე უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე და როდემდე გადავწიოთ ქალი მეორე ფლანგზე. მერე იტყვიან აგრესიული რატომ
ხარო? აგრესიული არა, მაგრამ გაოგნებული ნამდვილად ვარ ბოლოს წაკითხული ინტერვიუს გამო.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ჩვენი ბრალი ხომ არ არის? ხო, ჩვენი, ქალების ბრალი, ამდენს რომ ვაბედინებთ კაცებს? (არ ჩამქოლოთ ახლა, ყველა კაცი ერთნაირია-მეთქი არ ვამბობ, გარკვეულ სეგმენტს ვგულისხმობ).

იქნებ, უფრო მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი სურვილები, უფლებები და მოთხოვნილებები, რომ მერე "რამდენიც უნდათ იმდენი არ გვაჩენინონ" - აი ეს წინადადება საერთოდ ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში.

სამწუხაროდ, ხშირად წყლის ნაყვას ემსგავსება ეს ყველაფერი, კაცი რომელიც ასე აზროვნებს მითუმეტეს ზრდასრულ ასაკში, ეჭვი მეპარება ოდესმე მიხვდეს, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა ქალის მიმართ. ქალი რომელიც ამას ეგუება და არ აქვს პროტესტის გრძნობა, როგორ ვთქვა ღირსია ასეთი მეორე ნახევრის-მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მერე მაინც ნუ წუწუნებენ ეს ვის გავყევითო...

მე მაინც იმ კაცების იმედი მაქვს, რომლებიც მცირედ მაინც აზროვნებენ იმ ჩემი მეზობელივით, რომლის ცოლიც მუშაობდა იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას ასაკი აძლევდა, ბორშის გაკეთებაშიც ეხმარებოდა მეუღლეს და სახლში თუ მისვლას მიასწრებდა კი არ ჩხუბობდა, ვახშამს უმზადებდა და ეს მის კაცობას და თავმოყვარეობას ნამვილად არ ლახავდა, პირიქით მოსიყვარულე, თბილი, შეგნებული ადამიანის და კარგი ქმრის სახელი ამდენი წლის მერეც შერჩა და ძალიან დამსახურებულადაც.



ვნახოთ
06 აპრილი 2016 12:15
თუ დააკვირდით,ყველა იმას ამბობს რა სჭირდება ქალს.არ გაინტერესებთ კაცს რა სჭირდება? გეტყვით-მრავალი სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი,სახლში კომფორტი,საკუთარი ჰობი და საკმარისი დრო მისთვის,ჯანმრთელი და მოვლილი შთამომავლობა.--ალბათ არ მოგწონთ არა?!. ჰოდა არც ჩვენ მოგვწონს ჩვენთვის განკუთვნილ დროს სხვა რაღაცეებს რომ ახმართ.ამიტომ მოდი თქვენ თქვენი ინტერესები დაიცავით,ჩვენ ჩვენსას დავიცავთ და შევხედოთ რა გამოვა:)))
0
02 მარტი 2016 14:25
ტორტი გამოვაცხოთ, ქანდაკება გამოვძერწოთ, სადილი და ბავშვი ხომ ერთი დაიგივეა და მოდი სადილიც გავაკეთოდ და ბავშვებიც გავაკეთოდ და რათქმა უნდა ვისაუბროთ ვაჟკაცობაზე, ოჯახზე და ა. შ. ჩვანი საზოგადოება განვითარების "უმაღლეს ფაზაშია"!!!
სხვა სიახლეები
ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თითქმის ყოველდღე კი პატარ-პატარა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: ვიყოთ კარგ ხასიათზე თუ არა, გავაბედნიეროთ სხვა თუ არა და ასე შემდეგ. მთავარი კი იმის გააზრებაა, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებას და სიტყვას მოაქვს გარკვეული შედეგი, ზოგჯერ კი საჭიროა საკუთარი თავი უცხო თვალით დავინახოთ.
დაწვრილებით...
გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.
დაწვრილებით...
საქართველოს ერთ-ერთი კურორტიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სიმართლე გითხრათ, რაც იქ ვნახე, ფრიად გამიკვირდა. როგორც ჩანს, ქართველი კაცების გარკვეულმა ნაწილმა კარგი ქმრობა თუ არა, მამის მოვალეობის შერულება მაინც ისწავლა და შვილებთან ერთად გატარებული თუნდაც 10 დღე ტანჯვა-წამებასთან აღარ ასოცირდება.
დაწვრილებით...
"არ არის აუცილებელი მკერდის და ფეხების გაშიშვლება იმისათვის, რომ სექსუალური ქალი გერქვას"
დაწვრილებით...
ტრაგედია, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო და ქალი, რომელსაც ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იმდენად შემზარავი დანაშაულზეა ლაპარაკი, რომ რთულია განსაჯო და გადაჭრით თქვა, რა მოხდა სინამდვილეში, ნამდვილად გაიმეტა დედამ საკუთარი შვილი სიკვდილისთვის, თუ ეს უბრალოდ ცუდად გამოძიებული საქმეა?
დაწვრილებით...
როდემდე უნდა დაიმცირონ ქალებმა თავი?! როდემდე უნდა ითმინონ ლანძღვა-გინება?!
დაწვრილებით...
არ მესმის, როცა საყვარელი ადამიანი გიდგას გვერდით, რატომ უნდა შეიკავო თავი ამ ყველაფრის თქმისგან? იქნებ ეს საკუთარ კომპლექსებს უნდა დავაბრალოთ?
დაწვრილებით...
შარლიზ ტერონი, ჩემი აზრით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, წარმატებული, სექსუალური ქალი და მისაბაძი დედაა
დაწვრილებით...
როცა მაშინ ახსენდები, როცა აღარ გჭირდება, აღარ გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ დიდი გრძნობა გაკავშრებდა მასთან...
დაწვრილებით...
მოგწონთ ქალები, რომლებიც კარიერას კაცების საშუალებით იწყობენ? - მე არა. კი, გასაგებია, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რომ სხვისი განკითხვა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვამბობთ, რას ვეთანხმებით და რას - არა, ამიტომ რამდენიმე დღის წინ მოსმენილი ინფორმაციით ისეთი გაკვირვებული დავრჩი, რომ არ შემეძლო ერთი ბლოგი ამ თემისთვის არ მიმეძღვნა.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები