ქვა იმან ესროლოს, ვინც...
ქვა იმან ესროლოს, ვინც...
16-03-2016
სექსი ქალებსაც აქვთ და ეს არ "ტეხავს"

რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში ყველაზე ამაზრზენი ის კომენტარები და სტატუსებია, რომელშიც მკაცრად განიკითხავენ ქალებს, რომლებსაც ჰყავთ მეგობარი მამაკაცები და აქვთ სექსი.

კი, საქართველოში ქალებს აქვთ სექსი და თუ სარეცელს ქმრებთან არ იყოფენ, ესეც ხშირ შემთხვევაში იმის ბრალია, რომ ქართველი კაცების უმრავლესობამ სექსი თეორიის დონეზეც კი ძლივს იცის რა არის, რაზეც ქალები წუხან, განიცდიან, ლაპარაკობენ.
შეიძლება ხმამაღლა არა, შეიძლება ყველა არა, შეიძლება თქვენთან არა, მაგრამ ლაპარაკობენ...
რამდენიმე ქალს დაუსვათ შეკითხვა პირად ცხოვრებაზე და მათი სახის გამომეტყველებითაც კი მიხვდებით ყველაფერს, სულ რომ არაფერი გიპასუხოთ.

დამოკიდებულება "ქალია და სხვანაირად უნდა მოიქცეს" არანაირ გენდერულ ბალანსში არ ჯდება და პირდაპირი დისკრიმინაციაა. რას ნიშნავს კაცს შეუძლია და ქალს - არა? რატომ არის გამართლებული კაცების საყვარლები, გართობა და სექსი ამ ქვეყანაში და ქალისთვის რატომ ითვლება აკრძალულად?

რატომ ჰგონია მავანს, რომ ქალებს არ უნდათ სიამოვნების მიღება და თავს შეიკავებენ საკუთარი პირადი ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, დიახ, პირადი, რომელიც არავის ეხება?!

ბევრი იტყვის ვინ ერევა მათ ცხოვრებაში, რას გვახვევენ თავზეო?

სამწუხაროდ, როგორც ბოლო საშინელი მოვლენებიდან ჩანს სულ რომ არ გინდოდეს ისე შეიძლება მთელმა ქვეყანამ გაიგოს შენი პირადის შესახებ და მერე "პატიოსანი" ქალები რომლებიც ქმრების უყურადღებობით, ღალატით არიან განერვიულებულები დაიწყებენ იმ ქალების ლანძღვას და კრიტიკას, რომლებმაც თურმე გაბედეს და თავს უფლება მისცეს ის ეკეთებინათ, რაც უნდოდათ... აქვე ვიტყვი, რომ რაც მოხდა, ეს დასაგმობი და დროულად აღსაკვეთია! ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ვინც ამ უფლებას ლახავს, მკაცრად უნდა დაისაჯოს!

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ კითხულობ იმ ადამიანების კომენტარებს, რომლებიც გაგიჟებულები მორალურ პრინციპებზე ლაპრაკობენ და ლამისაა თავები ქალწულებად წარმოგვიდგინონ, არადა, ყველაზე მეტ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამორალობას სჩადიან.
ყველა აზრს და შეხედულებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არავის აქვს უფლება განიკითხოს და ქვა ესროლოს სხვა ადამიანს, მით უფრო, თუ თვითონ უარესის გამკეთებელია!

გამაოგნებელი კი ის არის, რომ ძალიან ბევრს ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი სიტუაცია კი არა, ის აღელევებს ვის სად ვისთან როგორ და რამდენჯერ აქვს სექსუალური კავშირი...

inga
09 აპრილი 2016 00:32
უსექსობა ნევროზს იმ შემთხვევაში იწვევს, როცა ტვინისუჯრედები ერთი რამის გარშემო ტრიალებს, რა დაგემართათ არის ასეთი გამოთქმა "ცოფიანი"საშვილოსნო. 10 წელი იყო წასული ჩემი ქმარი, ისე მიშველოს უფალმა ,გვერდით არ გამიხედია. 39 წლის ვიყავი დედა აღარ მყავდა, და მამა, დედამთილი და მამამთილი ცოცხალი, ბინა გავყიდე და სრულიად უცხო უბანში გადავედი, არავინ მყავდA ვისიც მომერიდებოდა, ქირით ორ პატარასთან ვიყავი, ბევრჯერ გამჭირვებია. მიჭირდა რა მექნა, იმიტომ გავ..ი შოუებში, რომ ყვებიან. ისეთ დღეები გამომივლია ბასიაკივით გამქონდა სახლიდან ყველაფერი. ფონდის ფულზე 20 თეთრი მაკლდა და ფანჯრიდან დავინახე ლუდის ბოთლი ეგდო შუაღამეს ჩავედი ავიღე, ჩავაბარე და მეორე დღეს გავატანე, არასოდეს არ დააგვიანებდა ფონდის ფულს, არ მინდოდა თავმოყვარეობა შელახოდა კლასში, მასწავლებელი არ შეკითხოდა, არასოდეს არ მიმიმართია არც სოც დახმარებაზე და არც მეზობლებს რომ უკაკუნებენ წარა-მარა კოვზი ყავა, ... იმიტომ, რომ ბავშვები თხოვნას არ დაჩვეულიყვნენ, ჩემს საუკეთესო დაქალს საყვარელი ყავს . იცის ყველამ, გამოვიდეს და იყვიროს. ეს მისი პირადია, მას არ ყოლია ქმარი და მე გამართლებულად მიმაჩნია. ის ბევრ ქმრიან ქალზე პატიოსანია ვისაც შირმად ყავთ ქმრები, არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს სხვისი პირადი , უბრალოდ იწერება, გადმოსცემენ ტელევიზიები და ხალხიც ენას იფხანს უკაკუნებს ლეპტოპს, ისე, როგორც მე ახლა უმუშევარი დავრჩი . რა ქნას ამდენმა უმუშევარმა,ადრე იაფი ცხოვრება იყო დადიოდა მასიურად ხალხი კინოში, თეატრში, ხალხი დასაქმებული იყო. ,დაღლილი მიდიოდი სახლში და გრძელ სკამზე დამსხდარი ბებოებისგან თუ გაიგებდი უბნისს ამბებს. ახლა ერთადერთი თავშესაქცევი ინტერნეტია.
beriberi
25 მარტი 2016 16:16
სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა,
თუ ამის ნიჭი არა გაქვს, ნუ ჩაიგდებ შარში თავსა.
სხვა სიახლეები
ის აზრი, რომ ქალს მხოლოდ ერთხელ უყვარდება ნამდვილი სიყვარულით, მაინც გადმონაშთი მგონია, როდესაც ქალს, როგორც ქმრის საკუთრებას, ისე განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყოს.
დაწვრილებით...
ჩემს გარშემო არა ერთი ქალი, რომელიც 30 წელს უკვე გადაცდა, აღიარებს, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცები იზიდავს. რა კაცები, ზოგჯერ 20-13 წლის ბიჭებიც კი.
დაწვრილებით...
30 წელს თუ ისე მიუახლოვდი, რომ მეორე ნახევარი ვერ იპოვე, ყველგან - შენი მეგობრების, დედის მეგობრების, ნათესავებისა თუ უბრალო ნაცნობებისგან გამარჯობის მერე, ერთი და იგივე კითხვას ისმენ: რატომ არ თხოვდები?
დაწვრილებით...
შეიძლება ბევრი ქალი გამინაწყენდეს, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე ერთი ისტორია. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ნაცნობის განქორწინების ამბავი გავიგე. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაფერში დამნაშავე ქმარი იყო, ის იყო ცუდი მამა, საშინელი ქმარი და ა.შ.
დაწვრილებით...
ამ ცოტა ხნის წინ, დაქალი ატირებული მომადგა, "მეუღლეს ტელეფონში სხვა ქალისთვის მიწერილი სასიყვარულო SMS-ები ვუპოვე" და არ ვიცი, რა ვქნაო... როგორც ამიხსნა, გაცეცხლებულმა თავი ვერ მოთოკა და ქმართან საშინლად იჩხუბა, ის კი თავს იმით იმართლებდა, ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მხოლოდ მსუბუქი ფლირტი გვქონდაო...
დაწვრილებით...
ოდნავ მაინც თუ გიყვართ, ძველი, სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები, შეუძლებელია ნოემბერში "ტკბილი ნოემბერი" არ გაგახსენდეთ.
დაწვრილებით...
გუშინ სადღაც ამოვიკითხე, მამაკაცებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, აწყენინონ ქალებს და შემდეგ იმაზე გაბრაზდნენ, რომ ქალებს ეწყინათო. ამაზე დიდი სიმართლე არც გამიგია, მგონი… ზოგჯერ მართლაც მგონია, რომ კაცები უბრალოდ ვერ ხვდებიან რა სწყინთ ქალებს.
დაწვრილებით...
არავინ თქვას, გემოვნებაზე არ დაობენო, სწორედაც რომ მაგაზე დაობენ ყველაზე მეტს. ზოგს შეიძლება ქერა მოსწონდეს, ზოგს - შავგვრემანი, ზოგისთვის სიმაღლეს ჰქონდეს მნიშვნელობა ზოგისთვის კი - წონას, მაგრამ ფაქტია, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კაციც და ქალიც უნდა აკმაყოფილედბნენ იმისათვის, რომ მათ საზოგადოების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურონ.
დაწვრილებით...
ბავშვების აღზრდა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე. როგორც წესი, გოგონასთან დედა უფრო ახლოსაა ხოლმე, ბიჭთან კი - მამა.. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ რას ხედავენ შვილები სახლში.
დაწვრილებით...
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები