ყველა დედა დედაა? - კვირის პალიტრა

ყველა დედა დედაა?

რას ნიშნავს იყო დედა? თავიდან შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბავშვისთვის მხოლოდ კვების, ტანსაცმლის და სწავლის უზრუნველყოფა არ არის მთავარი, ანუ მარტო მატერიალურ მხარეზე ზრუნვა კარგ მშობლად ვერ გვაქცევს.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ავღზრდით პატარას, შთავაგონებთ თუ არა მას დაბადებიდან ადამიანების სიყვარულს, პატივისცემას, ჰუმანურობას, თუ გავზრდით უზრდელ, ეგოისტ და თავკერძა არსებად.

რა სჭირდება ბავშვს?

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლების ყურადღებაა. ხშირად, როდესაც დედ-მამას დრო არ აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, პატარები ძიძებს ეჩვევიან და გასაკვირიც არ არის, რომ აღმზრდელების ხასიათი და ჩვევები მათ საქციელში აისახება, რაც შემდეგ მშობლების გაღიზიანებს იწვევს.

განსხვავდება დედების კატეგორიებიც, ზოგს შეუძლია თვეობით არ ნახოს შვილი და ამას დიდ პრობლემად ვერ აღქივამდეს, ზოგისთვის 2 დღეც კი საუკუნედ იქცევა ხოლმე და მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებს დიდი დრო დაუთმონ.

ამჯერად ყურადღება იმ დედებზე მინდა გავამახვილო, რომლებიც შვილებს ტოვებენ. დიახ, პირდაპირი გაგებით ტოვებენ. ჩემი ერთ-ერთი ახლობელი დედამ 7 წლის ასაკში დატოვა მამასთან, თვითონ კი უცხო ქვეყანაში გათოხოვდა. მას შემდეგ შვილთან ტელეფონითან კი არ უსაუბრია.

ხშირად წამიკთხავს სტატიები დედობრივ ინსტიქტზე, იმაზე, რომ ზოგს აქვს ეს განცდა ზოგს - არა.. ერთისთვის შეიძლება პრიორიტეტული ყოველ პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და კლუბში ხშირად სიარულ იყო, მეორეს კი ბავშვთან ერთად ზღაპრების კითხვა და თამაში ერჩივნოს, ესეც ალბათ ხასიათზეა დამოკდიებული და ყველას გაგება შეიძლება რაღაც მომენტში, მაგრამ ვინ არის ქალი, რომელიც შვილს ტოვებს კაცის ან თუნდაც კარიერის გამო, მიზეზს არა მგონია არსებით მნიშვნელობა ჰქონდეს, სულ მაინტერესებდა რა ხდება ამ დროს მათ თავებში?

ნუთუ რამოდენიმე კვირის, თვის და მითუმეტეს წლის შემდეგ არ ენატრებათ? არ ფიქრობენ, არ ნანობენ იმაზე, რაც ჩაიდინეს?

რა ფსიქიკის და აზროვნების უნდა იყოს ადამიანი რომელიც 9 თვე მუცლით ნატარებ და გაჩენილ შვილს, ასე ერთ დღეში დაივიწყებს?- ჩემი აზრით, ეს ყოველგვარ ლოგიკას სცდება.

როდესაც ვამბობ დედა უფრო მეტს გრძნობს შვილის მიმართ ვიდრე მამა-მეთქი, ხშირად ჩემი მამაკაცი მეგობრების განაწყენებას ვიწვევ, მაგრამ მაინც სულ ვიმეორებ, რომ ისეთი კავშირი როგორიც დედა-შვილს აქვს ერთმანეთთან, შეუძლებელია სხვასაც ჰქონდეს. მაშინ, როდესაც ამას ვამბობ და მახსენდება ჩემი მეგობრის დედა და კიდევ სხვა ბევრი, რომლებმაც ასე გაიმეტეს საკუთარ სხეულში გაზრდილი ადამიანები, აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ვთქვა და როგორ გავამართლო ის აზრი, რომ დედა მაინც დედაა?!

ამიტომაც დავარქვი ბლოგს სახელად "ყველა დედა დედაა?"

ალბათ არა...

მაშინ, როდესაც ბევრი ქალი შვილზე ოცნებობს და გარკვეული პრობლემების გამო დედობა ოცნებად რჩებათ, სხვები დგებიან და მიდიან...

ან რა უნდა მოვთხოვოთ ასეთ ადამიანებს, რა უნდა ვურჩიოთ მათ დატოვებულ შვილებს, რით ვანუგეშოთ, როდესაც გაიზრდებიან როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყოვლად აუხსენელი და გაგებარი საქციელი?

ბევრი ალბათ იტყვის სხვისი განკთხვა არ შეიძლებაო, მაგრამ, ჩემი აზრით, გაკნკითხვა კი არა, შვილების დატოვება არ შეიძლება და თუ ქალს სურვილი არ აქვს იყოს მშობელი, ძალიან ადვილი გადასაწყვეტია, უბრალოდ, არ გააჩინოს.