გადაშენების პირას მყოფი ერთგული კაცები და ქალები, რომლებიც მათაც კი აიძულებენ ღალატს
გადაშენების პირას მყოფი ერთგული კაცები და ქალები, რომლებიც მათაც კი აიძულებენ ღალატს
ეცით საკუთარ თავს პატივი

იმაზე, რომ კაცების ურავლესობა ბუნებით მოღალატეა და სექსი მხოლოდ ერთ ქალთან არ შეუძლია, დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ მაინც ხომ არსებობენ გამონაკლისები? პირადად მე ასეთი კაცებიც მინახავს. მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლისთვისაც ღალატი მიუღებელია...

თუმცა, რატომ ღალატობენ ცოლებს ისეთი კაცები, რომლებისთვისაც ეს ადვილი სულაც არ არის? -
ქალებო, არასოდეს დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის?

მაშინ, როდესაც თქვენი მეორე ნახევარი ცდილობს წაგახალისოთ, გაზარდოს თქვენი მოტივაცია, გთავაზობთ სხვადასხვა რამეს ურთიერთობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გასახალისებლად და თქვენ, ამ დროს მას უარით ისტუმრებთ, არ გიფიქრიათ, რომ ამ დროს კაცს, შეიძლება სხვასთან ყოფნა მოუნდეს? და არა მარტო კაცს, ქალსაც.. როდესაც ადამიანი ვერ იღებს საყვარელი ქალისგან (კაცისგან)იმას, რასაც გასცემს, ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება იმას, რომ თვალი (და არა მხოლოდ) სხვისკენ გაურბის.

და მერე რა იწყება... მეუღლის ლანძღვა, მერე კიდევ უფრო მეტი ლანძღვა ა.შ… არადა, ზოგჯერ ამის მიზეზი შეიძლება ზუსტადაც თქვენი არასწორი საქციელი იყოს.

ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ერთგული კაცები გადაშენების პირას არიან,
მაგრამ ზოგს მაინც ხომ გიმართლებთ?
პატარა პროცენტს მაინც ხომ გყავთ გვერდით ის კაცი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდით და გინდოდათ, რომ ზუსტად ასეთთან შეგექმნათ ოჯახი?

ერთ მაგალითს მოგიყვებით, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ძალიან კარგი ცოლი ჰყავს. ხასიათი ძალიან კარგი, გარეგნობა კიდევ უკეთესი. მართალია ტანსაცმლის ბრენდებზე გაგიჟებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის გემოვნებიანად და ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ქორწინებისა და შვილის გაჩენის შემდეგ ნელ-ნელა გაქრა... არადა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი მეგობარი მას არაფერს აკლებს. ეხვეწება იაროს საცურაო აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში, წავიდეს საყიდლებზე მეგობრებთან ერთად, მაგრამ ამის პასუხად ცოლი ჩხუბს იწყებს და არჩევს სახლში, ფაფით დასვრილი მაისურით და მოუწესრიგებელი თმით იაროს. რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრებაშია ასეთი პერიოდი, და თუ ქმარს უყვარხარ ასეთიც უნდა უყვარდე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი და გამუდმებით ასეთი ქალის ყურება კაცს ნამდვილად არ სიამოვნებს.

დრო გადის, ადამიანები თანაცხოვრებას ეჩვევიან , სიყვარულს - შეჩვევა ცვლის, ვნება კი სადღც ქრება და ზუსტად ეს არის ხშირად დანგრეული ოჯახებისა და გულის ტკენის მიზეზი. დრო შეიძლება ბევრ რამეს კურნავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ურთიერთობებს ხშირად აუფერულებს და თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი მეუღლეები, საყვარელი ადამიანები, პარტნიორები, თუ გვინდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ წლების წინ გაჩენილი პეპლები მუცელში და გულიც ისევ ისე გვიცემდეს მის დანახვაზე, თავი უნდა ვაიძულოთ უარესობისკენ კი არა სულ უკეთესობისკენ ვისწრაფვოდეთ და ხელოვნურად არ გავუჩინოთ ჩვენს მეორე ნახევრებს ღალატის მიზეზი და სურვილი.

თუმცა არსებობენ ქალები, რომლებისთვისაც სოციალური სტატუსი, "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული ოჯახური ფოტოები და ქმრის არსებობა უკვე საკმარისია... ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია დარჩებით ისევ ისეთი სასურველები თქვენი მამაკაცებისთვის როგორც ადრე თუ გაიფერულებთ ურთიერთობას. უბრალოდ, ზოგჯერ მაინც რომ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, - რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებო? - ვფიქრობ, ეს დაგეხმარებათ. გამოვიყურებოდეთ ისე, რომ საკუთარი თავის დანახვა ჩვენვე გვსიამოვნებდეს და ვიქცეოდეთ ადეკვატურად - ასე უპირველესად საკუთარ თავს ვცემთ პატივს.

იხილეთ ასევე: როცა კაცი ქალის ერთგულია...

მკითხველის კომენტარი (34)
marianna
21 აპრილი 2017 22:36
ar vetanxmebi aq gamotqmul azrs rom tu qali mowesrigebulia qmari ar ugalatebs mteli cxovreba mowesrigebuli var sul gapranchuli sul formashi da rogorc axloblebi amboben dz lamazic magram mteli cxovreba mgalatobda qmari romelic chemze bevrad ufrosia da sul mamachemi egonat chems gverdit ase rom ragac sxvashia saqme
TuTa
21 აპრილი 2017 17:28
შემიძლია ვთქვა, რომ ქმრის ღალატი არ შემხებია და იმედი მაქვს არც შემეხება... თუმცა უარიც ყოფილა და პატარა უსიამოვნებაც. მე ვთვლი (ალბათ პირადი გამოცდილებიდან), რომ უარი ხშირად გარემოს ბრალია, პირობების. სტატიის ავტორს კი ვეთანხმები, რომ თუმცა აუცილებელი არ არის სრული მაკიაჟით და საღამოს კაბით დეფილირებდე სახლში, მაგრამ საშინაო თანსაცმელსაც უნდა ჰქონდეს "პეწი" და მომხიბვლელობა... მანდილოსნებო გიყვარდეთ თქვენი მამაკაცები და ყოველთვის იყავით მათთვის სასურველები
ნენო
21 აპრილი 2017 17:28
აბა თქვენ იცით, იარეთ ფეთხუმებივით, ეჩხუბეთ ქმრებს , ცხოვრება გაუმწარეთ და მერე იწუწუნეთ გვრალატობსო.
ნინი
21 აპრილი 2017 16:45
იშვიათია ეგეთი კაცი და თუ მაინც არსებობს შეიშნოს ურჩევნია თავისმა ცოლმა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები