ღალატის მეორე მხარე - კვირის პალიტრა

ღალატის მეორე მხარე

გუშინ, ბათუმიდან თბილისისკენ მომვალ გზაზე წიგნის კითხვხით ვირთობდი თავს, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ სევდიანი ისტორიის კითხვამ ვერ გამართო და მთელი ღამე რომანის მთავრ გმირზე ვფიქრობდი, ქალზე, რომელიც ქმარმა, ორ შვილთან ერთად, მიატოვა…

წიგნში ჩვეულბრივი ოჯახური დრამა თამაშდება - წლების შემდეგ გაციებული გრძნობა; ახალგაზრდა საყვარელი; ღალატი; დანგრეული ოჯახი და ახალი სიყვარულის ძიება. არაფერი ორიგინალური, - ალბათ მეთანმხებით, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ნაწარმოებში მიტოვებული ცოლი ქმრის ღალატის მეორე მხრიდან ყურებას იწყებს.

ის იწყებს ფიქრს თუ რა ძნელი იყო ქმრისთვის საყვარელთან ყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნება, ცოლის წინ ჯდომა, მასთან ლაპარაკი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და სამსახურში შეაგვიანდა... რა რთული იყო, როდესაც საყვარელთან გატარებული საათების შემდეგ ღამით ცოლთან მაინც უწევდა მოვალეობის შესრულება... რა რთული უნდა ყოფილიყო მისთვის სექსი ერთ ქალთან, როდესაც მეორეზე ფიქრობდა და რამდენად მტკივნეული შვილების დედისთვის დამალვა იმისა, რომ აღარ უყვარს, რომ აღარ უნდა მასთან ძილი და ბედნიერი იქნებოდა, რომ შეეძლოს ამ ორმაგრი ცხოვრების დასრულება...

ალბათ, წარმოდგენაც კი რთულია, რას გრძნობს ქალი, როდესაც იგებს, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს, რომ სხვა უყვარს, რომ მათი ურთიერთობა უბრალოდ მოვალეობის შესრულებაა და მეტი არაფერი. რა რთულია, როდესაც ბოლოს კაცი მაინც იღებს გადაწყვეტლებას და მიდის, რადგან ტყუილში ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემთვის ის უფრო წარმოუდგენელი იყო, როდესაც ამ ქალის სიტყვებს ვკთხულობდი, როგორ ეცოდებოდა ქმარი, როგორ ფიქრობდა მის განცდებზე და ცდილობდა სიტუაცია სხვა მხირდან დაენახა.

და რატომ იქცევა ასე მთავარი გმირი?

რა არის ეს? -  რელაურად გააზრება იმისა, რომ მოღალატეებიც არ გრძნობენ ხშირად თავს კარგად და განციდიან, შესბამისად, მათ მდგომარეობაში შესვლის მცდელობა თუ უბრალოდ მცდელობა თავის დაცვისა, რომ საკუთარი თავი არ შეიცოდოს და უარეს დეპრესიაში არ ჩავარდეს?! ნუთუ რეალურია მიტოვებულმა ქალმა კაცის თვალით დანახული სამყარო დაინახოს და მისი ლანძღვის მაგივრად, თანგრძნობით აივსოს და იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება, ქმარი უფრო უბედურიც კი არის ახლა, ვიდრე თვითონ.

რამდენად ძლიერი უნდა იყოს ადამიანი, რომ ადგეს და 10- წლიანი თანაცხოვრების, ერთად აღებული კრედიტების, ერთად ნაყიდი და მოწყობილი სახლის, ორი შვილის შემდეგ, ადამიანს უთხრას, რომ მიდის და ყველაფერი დასრულდა... ალბათ ამას საოცრად დიდი ძალისხმევა სჭირდება... წიგნის გმირი დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ხვდება, გრძნობს, რომ მიუხედავად ღალატისა, ქმარსაც უმძიმს და არ უნდა აწყენინოს ცოლს, მაგრამ თვითონაც აღარ შეუძლია სიცრუეში ცხოვრება და ბოლო ძალას იკრებს და ის არის ყველაზე საოცარი რომ ცოლი, მიუხედავად განცდილი ტკივილისა, უგებს მას... და ეცოდება კიდეც.

ნორმალურია თუ არა ეს ყველაფერი? არ ვიცი, ვერ გეტყვით, საერთოდ რა არის ნორმალური და არანორმალური, ვინ საზღვრავს ამ ყველაფერს? ვინ დააწესა ნორმები? ერთადერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ თურმე შესაძლებელია ნებისმიერი სიტუაცია სხვა მხირადან დავინახოთ, რომ ტკივილის მიუხედავად ღირს ცხოვრების გაგრძელება და რომ როცა ურთიერთობა ბედნიერებას ვერ გვანიჭებს, უნდა დამთავრდეს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ურთიერთობა ცოლს უკავშირდება, ქმარს, შეყვარებულს თუ საყვარელს... ერთხელაც თუ მივხვდებით, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო გვტკივა, უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და გავუშვათ. ერთი ისაა, რომ ასეთი ძლიერები იშვიათად თუ ვართ ხოლმე... მაგრამ ერთიცაა, თუ ოდნავ მაინც გვაქვს შანსი სიყვარულის გადარჩენის, უნდა ვიბრძოლოთ!