კაცები, რომლებიც ყოველთვის აგვიანებენ - კვირის პალიტრა

კაცები, რომლებიც ყოველთვის აგვიანებენ

როცა მაშინ ახსენდები, როცა აღარ გჭირდება, აღარ გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ დიდი გრძნობა გაკავშრებდა მასთან...

მაინც რა გემართებათ ამ კაცებს?

წლების შემდეგ რომ გამოჩნდებით და გვეუბნებით, რომ თურმე ყველაზე კარგები, ლამაზები, ჭკვიანები და დასაფასებლები ვყოფილვართ... მე პირადად ასე რომ მოვქცეულიყავი, შემრცხვეოდა. დავიჯერო, წლების წინ ეს ქალები განსხვავებულები იყვნენ? არა, ისინი ისეთები არიან დღესაც, როგორც იმჟამად, როდესაც, როგორც თვითონ ამტკიცებთ ხოლმე, შეცდომა დაუშვით... ახლა კი ნანობთ.

ჩემს მეგობარს ასეთი სისულელე დაემართა. გოგო, რომელსაც წლების წინ დაშორდა და შემთხვევით რამდენიმე დღის წინ შეხვდა, ისევ შეუყვარდა.. უფრო სწორად ისევ კი არა, თურმე მაშინაც ძალიან უყვარდა და ახლა მიხვდა. რომ ვკითხე რატომ დაშორდი-თქო? - აღმოჩნდა, რომ რეალური მიზეზი თვითნაც არ იცოდა. უბრალოდ, იმ მომენტში ვიღაც სხვაც მოეწონა, ეგონა ეს გოგო სხვებთან ურთიერთობას აპატიებდა, ასე არ აღმოჩნდა, ერთდღიანი ურთიერთობს გამო კი დაკარგა, არც იმასთან გამოვიდა არაფერი, ვის გამოც დაშორდა და რა გმოვიდა? ზის ახლა და მესიჯებს უგზავნის, - როგორ ენატრება, ნანობს და უყვარს.

აპატიებს თუ არა ის გოგო? - არ ვიცი, ჩემი აზრით, პატიების ღირსი სულაც არ არის! ხომ შეიძლება ცოტა დაფიქრდე ადამიანი, ვიდრე ასეთ რამეს გააკეთებ. მითუმეტეს 17 წლის როცა აღარ ხარ და ჭკუა მოგეკითება? მერე იტყვით ქალებმა არ იცით რა გიდნათო. ძალიან კარგადაც ვიცით, ყოველ შემთხვევეში წლების შემდეგ არ ვხვდებით იმას, ვინ გვყვარს და ვინ - არა, ურთიერთობიდან მესამე თვეში გარკვეული გვაქვს უკვე ეგ ყველაფერი. მაგრამ რად გინდა? ვინ გიფასებს? სამაგიეროდ მამაკაცები არიან ასეთი ჩამოუყალიბლებლები ხშირად რასაც ხშირდ მართლაც განუმეორებელი სიყვარული ეწირება.

თან წლების მერე გამოგზავნილი მესიჯის ტექსტსაც ხომ გააჩნია? "ახლა დავრწმუნდი როგორ მიყვარდი" - რას ნიშნავს ახლა დარწმუნდი? ანუ მაშინ დარწმუნებული არ იყავი, როცა ამას ამბობდი? რომ ვეკითხები ჩემს რომეოს, პასუხად სასმელის კიდევ ერთ ყლუპს და გაშტერებულ მზერას ვიღებ.

მოკლედ, რატომ მოგიყევით ეს ამბავი, ცხოვრება ხანმოკლეა და ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც ამ ჩემს სიყვარულისგან გაუბედურებულ მეგობარს ვხედავ, მეცინება თუ როგორი სულელი შეიძლება იყოს ადამიანი. როგორ შეუძლია გაუშვას ბედნიერება ისე, რომ მისი უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოიჭრას. ახლა ის მართლა ნანობს, გულწრფელად უყვარს და უნდა დაბრუნება, მაგრამ, აბა, ქალების რამდენი პროცენტი დაიჯერებს ამას? მე არ დავიჯრებდი, ან დავიჯერებდი, მაგრამ ერთხელ რომ გული აგიცრუვდება კაცზე, იმის მერე რთულია განაახლო ურთიერთობა ან თუ გაბედავ და აპატიებ, ყოველთვის გექნება ეჭვი... როდესაც წყვილს შორის ეს საშინელი გრძნობა ჩნდება, იქ დამთავრებულია უკვე ყველაფერი.

სიყვარული ბევჯერ მოდის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენთვის იდეალურ ადამიანს ერთხელ ვხვდებით ცხოვრებაში, შეიძლება გარემოებების გამო ისე არ აეწყოს ურთიერთობა და შემდეგ ცხოვრებამ სხვას დაგაკავშიროთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის სხვა იდეალური აღარ იქნება.

ამიტომ, მოდით, მამაკაცებო, ნუ გაიზიარებთ ამ სულელი ბიჭის ბედს, დააფასეთ ვიდრე გვერიდთ გყავთ და არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება ის დაკარგოთ, რაც ცხოვრებას გირჩევნიათ, თორემ გავა დრო და არც სენტიმენტალური მესიჯები გიშველით და არც - ფანჯრებთან სერენადები.

აპატიებს თუ არა ის გოგო? - არ ვიცი, ჩემი აზრით, პატიების ღირსი სულაც არ არის!