"შენ რა, ქმარი არ გყავს"?
"შენ რა, ქმარი არ გყავს"?
გუშინ მეგობართან მივდიოდი, ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა, მანქანა მალე იქნება ადგილზეო. რამდენიმე წუთში მძღოლმაც დარეკა, ყურმილში ქალის ხმა გავიგონე, სიმართლე გითხრათ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქალ ტაქსის მძღოლს გადავეყარე.

ცოტა კი დავიბენი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე, მადლობა გადავუხადე და სახლიდან გავედი. 15 წუთი მაინც ვიყავით გზაში და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასამახსოვრებელი მგზავრობა იყო. მას სამი შვილი და მეუღლე ჰყავს, რომელიც მუშაობს, უბრალოდ, მისი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნის, ამიტომაც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, ოჯახს დახმარებოდა და ტაქსისტობა დაიწყო.

და რა არის ამაში განსაკუთრებული? ან მე რატომ მეუცხოვა ქალის ხმა ? იმიტომ, რომ არ ვართ შეჩვეულები ქალების "კაცის" საქმით დაკავებას, არადა, ევროპის არა ერთ ქვეყანაში ყველაში თუ არა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და იქ მომუშავე ქალებს, არც უპატრონოებად, არც გონებაშეზღუდულებად აღქივამენ.

იკითხავთ, აქ ვინ ფიქრობს ასეო? -  არა ერთი. სამწუხაროდ, თავად მძღოლმა მომიყვა მისი რამოდენიმე ისტორია, რამაც ძალიან დამთრგუნა და შემრცხვა იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობ.

რატომ უნდა აგინოს კაცმა ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მძღოლად მუშაობს? როგორც მითხრა, არა ერთხელ ჰქონია მსგავსი შემთხევევა, როდესაც ეუბნებიან: " შენ რა, ქმარი არ გყავს?" "უპატრონო ხარ?" "ეს შენი ოჯახის სირცხვილია" და ა.შ.

"არადა, რას ვაშავებ. ვცდილობ ოჯახი შევინახო. ბავშვებს საჭმელი არ მოვაკლო, ვინმეს ხომ არ ვართმევ? ხომ არ ვქურდობ? პატიოსანი შრომით ვშოულობ კაპიკებს. ესენი კი ისე უგულოდ მეტყვიან ხოლმე ასეთ რაღაცებს, მგონია ადამიანობა სულ დაკარგული აქვთ. არადა, რას ვაშავებ? ვაშავებ რამეს"?

ყველანაირად ვეცადე დამემშვიდებინა და ვურჩიე სხვისი აზრისთვის ყურადღება არ მიექცია. "თავიდან ვბრაზდებოდი და გული მტკიოდა ახლა უკვე მივეჩვიე, რაც უნდათ ილაპარაკონ", - მიპასუხა და გზა განაგრძო. ისიც კი მითხრა, ქალებისგან რომ არ ველოდი, ერთხელ გამაჩერეს და რომ დამინახეს, - იკივლეს, - შენ როგორ ჩაგიჯდებით მანქანაშიო! - არადა, პატარაობიდან ვმართავ მანქანის და ძალიან კარგადაც ვატარებო. ეჭვი მეპარება აქ მანქანის ტარების ცოდნა-არცოდნაზე იყოს ლაპარაკი, წლების წინ პოლიციელი ქალის დანახვაზეც თვალები უფართოვდებოდა ბევრს, არადა, მთავარია ერთმანეთის შრომის დაფასება ვისწავლოთ. ადამიანს გული არ ვატკინოთ, იმიტომ, რომ ყოველი ასეთი კომენტარი ამ ქალბატონს გულს უკლავს, თუმცა მისი ჟინი და მონდომება, დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ავის მთქმელზე მეტად დასაფასებელია.

ყველაზე ცუდი კი ის არის, როცა ხედავ რომ ადამიანს უჭირს (ვეჭვობ, ვინმეს ულხინდეს და ტაქსისტობა გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში) უფრო უმატებ და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეურაცხყოფას აყენებ...

მოდით, დავაფასოთ ერთმანეთი, ვიყოთ უფრო ლოიალურები, სამართლიანები და ცოტა უფრო მეტად კეთილები და ასე მსოფლიოს თუ ვერა, სხვა ადამიანის ერთ დღეს მაინც შევცლით უკეთსობისაკენ.
მკითხველის კომენტარი (116)
თამუნა
04 მარტი 2017 10:04
ის არაა სირცხვილი რო მოაჯდებიან მანქანას და მარტო წინ და უკან დაწანწალებენ და შეიძლება სახლში შვილებს მწვანილიც არ ქონდეთ დ აის სირცზვილია თუ მუშაობს ხოო?როდისმე ქართველი ისწავლის იმას რო დაეტიოს თავის ჩარჩოში და მიხდდოს თავის უკუღმართ თავს .ზუსტადაც ყველაზე მეტად დასაფასებელია ესეთი ადამიანები . ტრასაზდ რომ დგანან ის არაა სირცხვილი და ისაა ადამიანი რომ შრომობს ხოო
Belusia
03 მარტი 2017 19:58
Yochag im dzlier qals aq samarcxvino araferia,piriqit qeds vixri mus cinashe
03 მარტი 2017 18:46
D
mari
03 მარტი 2017 18:37
taqsisti qali me maxsovs 30 wlis win telavshi, aravitari gaoceba da arc msgavsi kitxvebi mashin ar yopila da axla ra xdeba?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა