როგორ ვაიძულოთ ქმარი გაიჩინოს საყვარელი - კვირის პალიტრა

როგორ ვაიძულოთ ქმარი გაიჩინოს საყვარელი

ცხოვრებაში ხშირად გვიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თითქმის ყოველდღე კი პატარ-პატარა არჩევანის გაკეთება, მაგალითად: ვიყოთ კარგ ხასიათზე თუ არა, გავაბედნიეროთ სხვა თუ არა და ასე შემდეგ. მთავარი კი იმის გააზრებაა, რომ ჩვენს ყოველ მოქმედებას და სიტყვას მოაქვს გარკვეული შედეგი ზოგჯერ კი საჭიროა საკუთარი თავი უცხო თვალით დავინახოთ.

ალბათ თქვენს გარშემოც არაერთი ქალია, რომელიც ქმრისგან ნაღლატევი ძალზე უბედურია და ფიქრობს, რომ ყველაფერი მისი საძაგელი ქმრის ბრალია, თუმცა თუ მათგან ზოგიერთი საკუთარ საქციელს ერთხელ მაინც დაუფიქრდება, შეიძლება მიხვდეს კიდეც, რომ ქმარს ამ ნაბიჯისკენ სწორედ თვითონ უბიძგა.

მაშ ასე, როგორ ვაიძულოთ ქმარი გაიჩინოს საყვარელი:

იწუწუე და წარმოაჩინე თავი მსხვერპლად

ყოველ დღე იწუწუნე იმაზე, რომ დაიღალე ყველაფრისგან, რასაც აკეთებ. სამსახური შვილები, ქმარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დაისვენო არასოდეს, სახლში დაღლილი როცა მიხვალ, იმის მაგივრად, რომ ქამრს მიეფერო, დაიწყე სახლის დალაგება, უნიტაზის ხეხვა, საჭმელების კეთება, მერე რა, რომ მეუღლეს უნდა ჩაგეხუტოს და თუნდაც სექსით დაკავდეს, ეს ხომ არაა მნიშვნელოვანი არ არის! არ მიაქციო ყურადღება საკუთარ სურვილებს და მითუმეტეს არ გაითვალისწინო - ქმრის. სულ იმეორეთ, რომ იდეალური ცოლი და დედა ხართ, უბრალოდ ამას არავინ აფასებს. თავი იგრძენით მსხვერპლად, რომელიც არავის უყვარს და არავის უნდა, მაგრამ არასოდეს, არასოდეს დაფიქრდეთ თქვენს შეცდომებზე და მითუმეტეს არ გამოასწოროთ ისინი. ილაპრაკეთ, რომ ქმარი არ გაფასებთ, არ გჩუქნით ყვავილებს, არ გეხმარებათ, არაფერს არ აკეთებს, არ უყვარხართ... შეგიძლიათ ეს მასაც უთხრათ პირში, თუ ის ახლოს არაა, მოუყევით ყველას თქვენი ცხოვრების შესახებ და არ დაინდოთ, ბოლომდე წარმოაჩინეთ მისი უარყოფითი თვისებები ახლობლების წრეში.

დაკარგეთ თვითშეფასების უნარი

ყოველ საღამოს, სარკეში ჩახედვის დროს დაიწყეთ წუწუნი, როგორი მსუქანი ხართ, არ გიხდებათ არაფერი, არც მაკიაჟი, არც კაბა და რა აზრი აქვს ვარჯიშის დაწყებას, მშობიარობის შემდეგ ისედაც გაგიფუჭაათ ფიგურა. არ იაროთ სალონში, არ მიაქციოთ ყურადღება რას იცვამთ, არ იყიდოთ სექსუალური თეთრეული და ბებიის დროინდელი პიჟამოთი დაწექით ქმრის გვერდით, მერე რა, რომ ის ახალგაზრდა კაცია, რომელსაც სექსუალური ქალი უნდა გვერდით. ხშირად იმეორეთ: მერე რა, რომ თქვენი ქმრის მეგობრების ცოლები კარგად გამოიყურებიან, დაე, მათ ივარჯიშონ, თქვენ მანც არაფერი გეშველებათ.

დაივიწყეთ თქვენს გარეგონობაზე ზრუნვა

გახსოვდეთ, რომ როდესაც ქალი თავს უვლის და კარგად გამოიყურება, მისი პრობლემების 80% გვარდება, ამიტომ არასოდეს გაილამაზოთ თავი,  ეს ხომ განწყობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ და ნაკლებად გაღიზიანებული იქნებით, რაც ქმართან ჩხუბის რაოდენობას შეამცირებს, ეს კი ნამვილად არ გჭირდებათ, პირიქით, რაც უფრო მეტს იჩხუბებ, დაამცირებ, აწყენინებ, იტირებ და გაიბუტები, მით უკეთესი! ამით ნამდვილად დიდ ნაბიჯს გადადგამ ურთიერთობაში მესამეს გამოჩენისთვის.

დაუმალეთ ქმარს ყველაფერი

არ შეიძლება ქალი იყოს გახსნილი, რა თქმა უნდა, თქვენ არაფერი არ უნდა უთხრათ ქმარს. არ უთხრათ, რაში და როგორ გინდათ, რომ დაგეხმაროთ, რა გინდათ, რომ გაჩუქოთ, რა გაბედნიერებთ და გწყინთ. იარეთ მთელი დღე გაბრაზებული სახით, მაგრამ ჩუმად. ის ხომ თვითონ უნდა მიხვდეს როგორ გაწყენინათ. ასეთი სახით სიარულით კი, რა თქმა უნდა, ძალიან მალე გაუჩენს სახლიდან გაქცევის სურვილს.

სექსი - არ შეიძლება!

იცით, რომ ადრე სექსი ადამიანებს სიბინძურე ეგონათ? ორგაზმი კი საერთოდ არ უნდა გეხსენებინა, ჰოდა, გააგრძელეთ ასე... არ გქონდეთ სექსი ქმართან, თუ ეს მოვალეობის შესრულებად იქცა და თვეში ერთხელ მაინც გიწევთ, ისე მოიექცით, რომ მაქსიმალურად აგრძნობინოთ როგორ არ გინდათ მასთან, როგორ არ მოგწონთ მისი შეხება და საერთოდ უკეთსი იქნება თუ ეტყვით, რომ ამ საქმეში ძალიან ცუდია და სიამოვნებას ვერ განიჭებთ, დამიჯერეთ, მას მაშინვე გაუჩნდება სხვასთან ურთიერთობის დაწყების სურვილი და შეიძლება შეუყვარდეს კიდეც ის ვიღაც სხვა.

აკონტროლე ყველაფერი

დიახ, აკონტრიოლე ყველაფერი, დაწყებული შვებულებებით და მისი სატელეფონო საუბრებით,  დამთავრებული სახლში არსებული პრობლემების გადაწყვეტით. მხოლოდ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტლება, არაფერი შეუთანხმოთ ქმარს და თუ ის მოითხოვს საქმის კურსში ჩაყენებას, აგრძნობინეთ, რომ მას მაინც არაფერი გამოსდის და ჯობია ისევ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება...

მოკლედ, თუ გინდათ მოსიყვარულე და ერთგული ქმარი, არც ერთი ზემოთ მოყვანილი პუნქტი არ გაითვალისწინოთ და შესაძლოა თქვენი ბედნიერება მასთან ერთად ძალიან მალე იპოვოთ…