ახლობლებმა ქალი შეჭამეს, რაღა დროს შენი გათხოვებაა, მაგ კაცს საკუთარი შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...
ახლობლებმა ქალი შეჭამეს, რაღა დროს შენი გათხოვებაა, მაგ კაცს საკუთარი შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...
თბილისი - ყველაზე ჭორიკანა ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დედაქალაქში უკვე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქ მაინც ყველა ყველას იცნობს, ყველას ყველაზე საკუთარი აზრი აქვს და დარწმუნებულებიც არიან, ვინ როგორც უნდა იქცეოდეს, ზედმიწვნით კარგად იციან...

ჩემი მეგობრის მამიდა 50 წელს მიღწეული ქალია, დღემდე ლამაზი და სათნო, როგორც ამბობენ, თაყვანისმცემლები მუდამ ჰყავდა, თუმცა ოჯახის შექმნა ხან მშობლების პრობლემების, ხანაც და-ძმის, ხანაც უბრალოდ უდროობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ კვლავ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოჩნდა მეტად სიმპათიური ქვრივი მამაკაცი, რომელმაც მასზე ქორწინება მოისურვა და ქალიც არ იყო უარზე, თუმცა ახლობლები გადაირივნენ, მათ შორის ჩემი მეგობარიც, რომელიც თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი მგონია... პირდაპირ შეჭამეს ქალი, რაღა დროს შენი გათხოვებაა, ხალხი რას იტყვის, შვილი შენ აღარ გეყოლება, მაგ კაცს კი საკუთარი შვილების მოსამსახურედ უნდიხარო...

იმდენი ქნეს, გადააფიქრებინეს, რამაც კიდევ ერთხელ ცხადად დამანახა ჩვენს ქალაქში გამეფებული ყოვლად არასწორი ურთიერთობების სიმახინჯე.

ვისი რა საქმეა მე როგორ მოვიწყობ ცხოვრებას?!
საკმარისი არ არის ის სიკეთე რაც ქალმა დიშვილებსა და ძმიშვილებს აქამდე
გაუკეთა, ნუთუ არ აქვს უფლება აწი მაინც ის გააკეთოს, რაც სურს?!

ჩემი მეგობარი ბოლოს და ბოლოს კი მიხვდა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ რაღა დროს, ქალმა გადაწყვეტილება ისევ "ხალხის აზრის" სასარგებლოდ მიიღო.


რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, რომ ზრდასრული ადმიანისთვის აზრის
შეცვლის მცდელობა წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. ყველაზე გამაღიაზიანებელი კი ის არის, რომ სხვები (თუნდაც მეგობრები, ნათესავები, ახლობლები) შენს ცხოვრებაში, შენს პირად ურთიერთობაში, ჩაცმის სტილში, ცხოვრების წესში დაუკითხავად ერევიან.

ასე არ უნდა ჩაიცვა, იმიტომ რომ "ბავშვივით" გამოიყურები, ამას არ უნდა შეხვდე, იმიტომ რომ "საშენო" არაა, კაცებთან ურთიერთობა იმიტომ უნდა დაიწყო, რომ სარგებელი ნახო ან პირიქით ის კაცი შენით მხოლოდ შენი მდგომარეობის გამო დაინტერესდა და ა.შ. მოკლედ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი და სიმართლე რომ არსებობს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორ ძალიანაც არ უნდა გწამდეს შენი სიმართლის, ყოვლად დაუშვებელია, საკუთარი აზრის სხვაზე მოხვევა. თან როდესაც ამას აგრესიული ტონით აკეთებ.

ერთისთვის ფულია მხოლოდ მნიშვნელოვანი, მეორესთვის კი სხვა ღირებულებებს უკავიათ დიდი ადგილი. ზოგისთვის კარიერა ლოგინზე გადის, ზოგი კი თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და კაცის ნაყიდი არც სახლი უნდა და არც "გაკეთებული" სამსახური. და რომ დავფიქრდეთ, რა პრობლემაა? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, ხომ არ შეიძლება ამ ქალაქში ყველა ერთმანეთის საქმეში ჰყოფდეს ცხვირს და ადამიანებს მეტი საქმე არ ჰქონდეთ გარდა სხვისი ქცევების განხილვა-გაკრიტიკებისა?

ყველაზე სასაცილო კი ისაა, როცა ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც წესით, უფრო მეტი უნდა ესმოდეთ და სხვისი აზრის პატივისცემა შეეძლოთ, გაუგონრად იქცევიან.

ამას ალბათ მშობლები უნდა ასწავლიდნენ შვილებს, რომ სხვის აზრს და არჩევანის თავისუფლებას პატივს უნდა სცემდე!

საერთოდ, სწორი და არასწორი ძალიან რთული განსასაზღვრია, რადგან თოთოეულ საკთხე ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს, ერთადერთი, რაც ამ "დალოცვლ" ქვეყანაში თაობების შეცვლის მიუხედავად არ გამოსწორდა და ალბათ არც არასოდეს გამოსწორდება, იმის გააზრებაა, რომ სხვის ცხოვრებაში აქტიურად არ ჩავერიოთ და არ ვაიძულოთ ადამიანები ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენ მოგვწონს... დავიჯერო ასე რთულია იმის შეგნება, რომ ჩვენი საქმე არაა ვინ როგორ მოიქცევა და რას უზამს თავის ცხოვრებას?

უმჯობესი იქნება ყველა თავის წარსულს და აწმოს თუ მიხედავს და მომავლის შეცვლაზე იფიქრებს, ხოლო სხვები თავს როგორმე მოუვლიან ზედმეტი მითითებების, ჩარევის და კორექტირებების გარეშე.

მკითხველის კომენტარი (24)
Me
19 მაისი 2017 23:40
Yvelas ro moswonde shemwvari kartofili unda iyooo:D . Shen saqmeshi aravin ar unda chario. Sen shentvis qmni ojaxs da ara natesav,mezobel,samegobrostvis....:)....
ტტტ
19 მაისი 2017 12:09
ალბათ ახალგაზრდობაშიც ასე უშლიდდნენ გათხოვებას...მეც ასე ვიყავი.კიდევ კარგი დროზე მივხვდი რომ ახლობლების რჩევა ცხოვრებას მინგრევდა.და როცა გამოჩნდა კიდევ ერთი კარგი ტიპი ყველას დავუმალე,ვიცოდი ჩემი ხასიათი, ისევ სხვებს დავუჯერებდი,ეს ხომ აღზრდისას ჩემში ფუნდამეტურად გამოძერწილი თვისება იყო.დავუმალე ყველას,გავყევი ცოლად და მაშინაც კი გადაირივნენ,როგორ დაგვიმალაო.სამაგიეროდ მე ორი ანგელოზი მყავს,ძალიანაც ბედნიერი ვარ და სხვებს ჩემს ცხოვრებასი არ ვრევ...რჩევა მაშინ არის კარგი სიკეთე თუ მოაქვს ადამიანისთვის თუ არადა საკუთარ თავს მოახვიონ თავიანთი აზრები.
თიკო
11 მაისი 2017 00:01
ავტორს მინდა ვკითხო, თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? ანუ რამდენს მიაღწიეთ
Maia
10 მაისი 2017 23:30
Me 30 rom gavxdi aravis egona rom vinme camilvanda, vmushaobdi, varchendi chemi dedmamishvils ojaxs, vcxovrobdi mattan jojoxetshi. Mtkiced gadavckvite vinme menaxa, xoda roca kandidati vnaxe, shvebuleba avige da itlias mivashuret, rom chamovedi tavze davadekit. Ar gaexarda rzals, kmartan gadavedi da kidev xom ar mivcemdi cxovrebis puls, imis mere aimriza:D. Me kide 2 shvils vzrdi bednierad. Tan shezlebuli kmari shemxvda, davkavar kurortebze da skdeba. shuaze. Gogoebo gatxovdit, nu sheachmevinebt tavs cbier umadur arsebebs!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები