ვიტამინები ჯანმრთელობის სამსახურში
12-10-2009
ხშირად ორგანიზმი განიცდის ავიტამინოზს, რომლის სიმპტომებია: დილით გაღვიძებისთანავე უსიამოვნო მოთენთილობა, ძილად მივარდნა, გონების გაფანტულობა, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ საჭიროა შეივსოთ ვიტამინების დეფიციტი.
Aვიტამინი პასუხს აგებს მხედველობასა და კანზე, აძლიერებს იმუნიტეტს. მას შეიცავს: ღვიძლი, რძე, კვერცხი, ყველი და წითელი ფერის ხილ-ბოსტნეული. AAვიტამინის უკმარისობა იწვევს კანის აქერცვლას, ღრძილების ანთებას, მხედველობის დაქვეითებას, ნერვული სისტემის დაავადებას, მაგრამ ზედმეტობა - შაკიკს, უძილობას, თმის ცვენას, ვნებს ღვიძლსა და მხედველობას.
B1 ვიტამინი გვიცავს შეშუპებისა და უგუნებობისგან. პასუხს აგებს მადასა და ნერვულ სისტემაზე. ამ ვიტამინს შეიცავს: ბურღულეული, პარკოსნები, კაკალი, უცხიმო ღორის ხორცი; B1 ვიტამინის უკმარისობა იწვევს კუჭის აშლილობას, გასტრიტის გამწვავებას, დეპრესიას, ყურადღების დაქვეითებას, შეშუპებას. ზედმეტობას უკუჩვენება არა აქვს.
B2 ვიტამინი იცავს ღვიძლს დაავადებებისგან, ტუჩებს - სიმშრალისგან. რიბოფლავინის (B2)  გარეშე ორგანიზმი ვერ ითვისებს ცილებსა და ნახშირწყლებს. ეს ვიტამინი იცავს კანს, ლორწოვანას გარსს და ნერვულ სისტემას. B2-ს შეიცავს: ხორცი, თევზი, რძე, წიწიბურა და შვრიის ბურღული, ისპანახი, ბროკოლი, ქამა სოკო, მაგარი ყველი, უცხიმო ღორის ხორცი. ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს ტუჩებისა და კანის სიმშრალეს, ქავილს. ზედმეტობას უკუჩვენებები არა აქვს.
ჩ ვიტამინი მონაწილეობს ჰორმონების სინთეზირებაში, ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ასკორბინის მჟავა მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნაში, იცავს ორგანიზმს დაბერებისა და ვირუსებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს. ჩ ვიტამინს შეიცავს: ახალი ხილი, კენკრა, ბოსტნეული, ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ფორთოხალი, ვაშლი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ლიმონი, კივი, შტოში, მარწყვი, მწვანე ხახვი, ბროკოლი. მისი უკმარისობა იწვევს ღრძილების ანთებასა და სისხლდენას, სიარულის დროს სულის ხუთვას, იმუნიტეტის დაქვეითებას, სახსრების აუტანელ ტკივილს, კანის აქერცვლას და ქავილს. მისი ზედმეტობა არღვევს კუჭის მოქმედებას, გამორიცხული არ არის ხანგრძლივი შეკრულობა ან ფაღარათი.
E ვიტამინი იცავს სახსრებსა და სასქესო ორგანოებს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს, ამაგრებს ნერვებსა და კუნთებს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას. მას შეიცავს: მცენარეული ზეთი, კაკალი, ბურღულეული, მწვანე ბოსტნეული, ქლიავი, ხორბლის ღივი. E ვიტამინის უკმარისობის დროს ორგანიზმი ვერ ითვისებს ცხიმებს, იწვევს ანემიას, კუნთების სისუსტეს, დაღლილობის შეგრძნებას, ირღვვა მენსტრუაციული ციკლი. ზედმეტობას არ აქვს უკუჩვენებები.
H ვიტამინი პასუხს აგებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს უჯრედისების სუნთქვას, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. H ვიტამინს შეიცავს: ღვიძლი, კვერცხის გული, კაკალი, საფუარი, თეთრი სოკო, ქათმის ფილე, სოია. ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს უმადობას, გულისრევის შეგრძნებას, კუჭის აშლილობას, დეპრესიას, მოთენთილობასა და ძილქუშს. უარესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა. ზედმეტობა არ იწვევს უკუჩვენებებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან არავინ არის დაზღვეული. უმეტეს შემთხვევაში ამ დაავადებების მიზეზია სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე.
დაწვრილებით...
სითბო აფართოებს სისხლძარღვებს და აღადგენს უჯრედების კვებას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
დაწვრილებით...
კბილზე არა მხოლოდ მომხიბვლელობა, ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული
დაწვრილებით...
ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს, ავიცენას ნაშრომებში და უფრო ადრეული ხანის წყაროებშია ლაპარაკი.
დაწვრილებით...
"არტერიული წნევის აწევის თითოეული ეპიზოდი სამიზნე ორგანოების მილიონობით უჯრედის სიკვდილით მთავრდება. საბედნიეროდ, ორგანიზმს რეგენერაციის უნარი აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობაც არ გახლავთ უსაზღვრო".
დაწვრილებით...
მატიტელა სამკურნალო მცენარეა. ის შეიცავს A, C, K ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, პექტინებს, ეთერზეთებს და სხვ.
დაწვრილებით...
1. ანტიბიოტიკები ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. მაგალითად, ისინი შეუცვლელია ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების - პიელონეფრიტის, პნევმონიის, ჩირქოვანი ანგინის, ჰაიმორიტის, აბსცესის, სეფსისისა და სხვათა მკურნალობისას. მაგრამ ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან (გაცივება, გრიპი, ჰერპესი, ჰეპატიტი) ანტიბიოტიკები უძლურია.
დაწვრილებით...
სანთლები, დამამშვიდებელი მუსიკა, მკრთალი შუქი და, რაც მთავარია, აბაზანაში სითბო და სისუფთავე... თანაც არსად გეჩქარებათ, წევხართ თბილ წყალში, ისუნთქავთ ბალახებისა და ზეთების სურნელებას - თქვენ არა მარტო უვლით კანს, არამედ გრძნობთ, თუ როგორ ქრება დაღლილობა და თანდათანობით გეუფლებათ სიმშვიდე.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიარო ნაწილის მელოგინეთა განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხე შეიქმნა.
დაწვრილებით...
უროლოგიური დაავადებებიც, ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადება, რომელსაც ადრე მოხუცებულობის ტვირთად ვთვლიდით, გაახალგაზრდავდა,…ამიტომაც, მამაკაცებო, შენიშნეთ შარდში სისხლი? ქალბატონებო, დააცემინეთ და იგრძენით, რომ შარდი გაგეპარათ? ნუ იფიქრებთ, რომ ეს შემთხვევითობაა, - გაფრთხილებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უროლოგი ბატონი დავით ქოჩიაშვილი:
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?