სილამაზის სალონი - კვირის პალიტრა

სილამაზის სალონი

ცხიმიანი კანის დროს:

1. 10-20გ გამხმარ, დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და 30 წუთი ადუღეთ, შემდეგ გაწურეთ და ნაყენით გაიწმინდეთ სახე.

2. 1ს/კ არყის ხის კვირტებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ სახეზე ნიღაბი.

ჭორფლის დროს:

1. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის პირშუშხას წვენი და არაჟანი. წაისვით სახეზე და 5-7 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

2. 1 წილ ლიმონის (ფორთოხლის ან მჟავე კომბოსტოს) წვენს დაამატთ 1/2 წილი წყალი და სახე გაიწმინდეთ 2-3-ჯერ დღეში.

ფერისმჭამელების დროს:

1ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, 30 წუთით დადგით თბილ ადგილას. გაწურეთ, დაამატეთ 0,5 ჩ/კ თაფლი და ამ ნაყენით გაიკეთეთ სახეზე საფენები 2-3-ჯერ დღეში. ერთი თვის განმავლობაში.

ფორებიანი სახის კანის დროს:

სახე გაიწმინდეთ წიპწაგამოცლილი ყურძნით (ან შტოშის, მოცვის ან მოცხარის წვენით). დაიბანეთ პირი მაყვლის ფოთლების ნახარშით.

ნიღაბი ნებისმიერი სახის კანისთვის:

2ც გახეხილ სტაფილოს შეურიეთ 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი და 1 კვერცხის გული, კარგად გაიწმინდეთ სახე და წაისვით ნიღაბი და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით. ეს ნიღაბი კვებავს და აახალგაზრდავებს კანს, შლის პატარა ნაოჭებს.

შეშუპებულ და შესივებულ ქუთუთოებზე

წაისვით დილას და საღამოს შინ დამზადებული გვირილის სამკურნალო კრემი: 25გ ნებისმიერ ცხიმიან კრემს (რომელსაც ხმარობთ), ან კარაქს შეურიეთ 10გ გვირილის ან ცაცხვის ყვავილის ნაყენი და 5გ აბუსალათინის ზეთი. წაისვით დილით ტენიან სახეზე. საღამოს თვალები გაიწმინდეთ გვირილის ან ცაცხვის ყვავილის ნაყენით და შემდეგ წაისვით კრემი.