იცით თუ არა, რომ...
იცით თუ არა, რომ...
20-08-2012
ამპელოთერაპიას - ყურძნით მკურნალობას, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები მიმართავდნენ. სასარგებლოა არა მარტო ახალი ყურძენი, არამედ ჩამიჩიც, განსაკუთრებით - გულის, თირკმლების, ღვიძლის დაავადების, დასუსტებული კუნთების, ანემიის, ართრიტისა და კუჭის შეკრულობის დროს. თუმცა, მათ, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები და სიმსუქნე, ყურძენი და ჩამიჩი  ძალიან ცოტა უნდა ჭამონ, ისიც არცთუ ძალიან ტკბილი ჯიშისა, ნაკლებკალორიული, რომელიც არ იწვევს ნაწლავებში ძლიერ დუღილს.

დანარჩენებმა შეიძლება მოიწყონ მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და ძალის აღსადგენად განმტვირთავი დიეტები (მიიღონ კვირაში 1-2-ჯერ 1-1,5 კგ ყურძენი). ის წმენდს ორგანიზმს, მასში შემავალი პოლიფენოლები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაადრევ დაბერებას, ონკოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა და ბევრი სხვა დაავადების განვითარებას.

ამელოთერაპიას იყენებენ კოსმეტიკაშიც: პროცედურის დაწყებამდე სახე გაიწმინდეთ ორთქლით, შემდეგ სახესა და ყელზე დაიფინეთ ყურძნის ახალგამოწურულ წვენში დასველებული 2 ან 3 ფენა მარლა. 20-25 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ, გაიშრეთ პირსახოცით და წაისვით კრემი. ეს პროცედურა კანს მატებს ელასტიკურობას, ახალგაზრდობას და ქრება ლაქები.

- საზამთრო რკინის შემადგენლობით მესამე ადგილზეა მწვანე სალათისა და ისპანახის შემდეგ. მასში ბევრია (C, B1, B2, B5, B9, PP, კაროტინი) ვიტამინი და სხვა სასარგებლო ნივთიერება.

საზამთროს რბილობი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ორგანიზმიდან გამოდევნის "ცუდ" ქოლესტერინს. არც არის გასაკვირი, რომ სპეციალისტებმა - წონის დაკლების, ორგანიზმის დეტოქსიკაციის, ზედმეტი სითხისა და მარილების (მათ შორის პოდაგრის დროს) გამოდევნის, შარდის ბუშტსა და თირკმლებში კენჭების დაშლის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ქოლეცისტიტისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობის მიზნით - საზამთრო მიიჩნიეს დიეტის ძირითად კომპონენტად.
- "იკებანა" იაპონურად - "სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ყვავილებს" ნიშნავს. თაიგულის შედგენისას თქვენ უხანგრძლივებთ სიცოცხლეს ყვავილებს, ისინი კი თქვენ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყვავილებისა და ბალახების კომპოზიცია ხსნის დაღლილობას, მატებს ენერგიას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, მათი სურნელება კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ყველა ფუნქციას. თაიგულის შედგენა, რომელიც მოითხოვს ხელის გაწაფულობას, იცავს თითების სახსრებს ართრიტისაგან. ავარჯიშებთ რა თითებს, რომელთა მოძრაობაც დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ ზონებთან, რომლებიც პასუხს აგებენ მეტყველებაზე, მეხსიერებასა და ინტელექტზე, ამავე დროს 2-ჯერ ამცირებს ინსულტის რისკს.

- თუ არ გეძინებათ და ფეხები გიბუჟდებათ, ფიტოთერაპია დაგეხმარებათ ამ უსიამოვნებებისგან განკურნებაში: ყოველდღე სვით თავშავას ჩაი. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იწვევს ძილს, ხსნის ვენების ვარიკოზის დროს ფეხების დაბუჟებას, შველის კბილის ტკივილს, შეკრულობას, მეტეორიზმს. შარდსადინარი გზების დისკონეზიასა და ქოლეცისტიტს. გაცივების დროს დაბლა სწევს ტემპერატურას, იწვევს ოფლიანობას, შველის ყელის ტკივილსა და სურდოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
1630 კვ.მ. მიწა ბაკურიანში, აღმაშენებლის გამზირზე (ყოფილი...
1-ოთახიანი, 25 კვ.მ. მზიანი ბინა ქალაქის ცენტრში....
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 9(10), 56 კვ.მ. უცხოვრებელი...
სხვა სიახლეები
ყველაზე სასარგებლო სითხეა სუფთა წყალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლის მთავარი წყაროა. გარდა ამისა, რეკომენდებულია მივიღოთ სხვადასხვა სასმელი, რომელიც არა მარტო კლავს წყურვილს, არამედ მკურნალიცაა.
დაწვრილებით...
საკვებით გამოწვეულ პრობლემებზე, ქატოზე ატეხილ აჟიოტაჟსა და სიმსუქნის მთავარ "დამნაშავეზე", პურზე სასაუბროდ გასტროენტეროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გელა სულაბერიძეს ვესაუბრებით.
დაწვრილებით...
თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ კაჟის (სილიციუმის) პატარა ნატეხს, წყაროს წყალივით გასუფთავდება, რასაც დიდხანს ინარჩუნებს.
დაწვრილებით...
ალუბალი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, B1, B6, C, E, K, PP, A ვიტამინებს, კაროტინს, მაგნიუმს, იოდს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, გოგირდს, თუთიას, ფოლიუმმჟავასა და რაც მთავარია, კუმარინს, რომელიც ორგანიზმს მატებს ტონუსს, ხელს უშლის სისხლის შესქელებას და ხელს უწყობს მის წარმოქმნას.
დაწვრილებით...
თუ ზაფხულში პაწაწკინტელა მწერმა ისე დაგასივათ, რომ ექიმმა ძლივს მოგაბრუნათ, ცხადია, მას შემდეგ ნებისმიერი მწერისა შეგეშინდებათ - ალერგია საშინელი რამ არის, მაგრამ ალერგიის დროულად მკურნალობა შეიძლება.
დაწვრილებით...
ძალიან ბევრი მათ არცთუ დიდ ყურადღებას აქცევს, მეტიც, მეორე ხარისხის პროდუქტებად მიაჩნიათ. დიეტოლოგებმა დამაჯერებლად დაამტკიცეს, რომ გული, ღვიძლი, ენა, კუდი, ტვინი და თირკმლები მდიდარია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით და კონკურენციასაც უწევენ ხორცს. ამიტომ სასურველია, კვირაში 1-2-ჯერ მაინც გაითვალისწინოთ მენიუში.
დაწვრილებით...
ყველა საჭმელად ვარგისი მცენარე მდიდარია რკინითა და მაგნიუმით, ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და ქსოვილების გამდიდრებას ჟანგბადით.
დაწვრილებით...
კაცობრიობამ თავისი არსებობის განმავლობაში შეიმუშავა ერთი შეხედვით არაერთი ხელშეუხებელი აქსიომა, რომელთა შორის ბევრი საჭიროებს გამოკვლევას, ახსნა-განმარტებასა და ზოგჯერ უარყოფასაც კი.
დაწვრილებით...
მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კანის დაბერების ნიშნების 80% 20 წლამდე გარუჯვის შედეგია. კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ კანის დაბერებასთან ბრძოლა, რომელიც წლების განმავლობაში მზის მწველი სხივებისგან "იწვოდა", ადვილი არ არის.
დაწვრილებით...
არყის ხის კვირტები, ყვავილები, ფოთლები, ქერქი და წვენი ანთებსაწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებებისაა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: