ხალხური მედიცინა გვთავაზობს
17-12-2012
ხველების დროს: - 5 ჩ/კ სალბის, 1 ჩ/კ ფარსმანდუკის, 2,5 ჩ/კ ვირისტერფას, 1 ჩ/კ პიტნის ნარევს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, ადუღეთ 2-3 წუთი და დალიეთ 1/2-1 ჩ/ჭ ცხელ-ცხელი ნახარში დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გასტრიტის დროს - თითო ჩ/კ ანისულის, ცერეცოს, კვლიავის თესლის და 2 ს/კ პიტნის 1ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ.
როდესაც ნაღველი არ გამოედინება (და არა ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს) - 3-3 გ ნეგოს ყვავილს და სამყურას, 2-2 გ პიტნის და ქინძის თესლის 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჩ/ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რადიკულიტის დროს - თითო ს/კ თაფლის და ძმრის ნარევი წაუსვით კომბოსტოს ფოთოლს და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე.

ფეხების ოფლიანობის დროს - წინდაში ჩაყარეთ დანაყილი მუხის ქერქი, ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.
სახეზე მუწუკების დროს - ახალმოკრეფილი მრავალძარღვას ფოთლები გარეცხეთ და გაამშრალეთ, დასრისეთ, ფაფა წაისვით დაბანილ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ფრთხილად გაიწმინდეთ სველი ბამბის ტამპონით. პროცედურა გაიმეორეთ 1 კვირა ყოველ საღამოს.

კბილისა და ღრძილების ტკივილის დროს პირში ჩაიგუბეთ მუხის ქერქის ნახარში, ან გამოხრულ მტკივნეულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
შალვა­ რცხილაძე: "კლინიკაში ყველა და ყველაფერი იმისთვის არის, რომ ადამიანის გულს ვუშველოთ"
დაწვრილებით...
როცა ვღელავთ, გვეშინია ან გვრცხვენია, ვწითლდებით და ოფლი გვასხამს.
დაწვრილებით...
"მშობლებს სუვენირად მიაქვთ თავიანთი შვილების მიერ გადაყლაპული ნივთები. ამ ნივთებს შორის ნახავთ თმის სარჭს, ხურდა ფულს, ჭიკარტს..."
დაწვრილებით...
მედიკოსების განცხადებით, თუ მომავალი დედა ორსულობის პერიოდში ეწევა, ზრდის რისკს, რომ მისი შვილი სამუდამოდ ან გარკვეული დროით შეზღუდული შესაძლებლობის იყოს.
დაწვრილებით...
სეზონის მიუხედავად თუ მუდამ გაგუდული ხართ, გაწუხებთ ცხვირის ქავილი და ცემინებაც, შესაძლოა, რინიტი, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება გქონდეთ.
დაწვრილებით...
თბილ ამინდებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სიკეთის გარდა უსიამოვნებაც მოაქვს.
დაწვრილებით...
ამ უძველეს დაავადებას ჰიგიენაც შველის!
დაწვრილებით...
რეზინის გასაბერი ბატუტები ბევრი ბავშვის საყვარელი გასართობია და მისი ნახვა უამრავ ადგილას შეიძლება.
დაწვრილებით...
დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი სტრესულ და დაძაბულ სიტუაციაში იმყოფება,
დაწვრილებით...
ნაირფერი პიტირიაზი საშიში არ არის, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს.
დაწვრილებით...
იყიდება ზემო ფონიჭალაში 3 ოთახიანი
იყიდება 2-ოთახიანი ბინა აქსის "პარკ
ქირავდება 60 კვ.მ. 2-ოთახიანი,
ქირავდება 1.5-ოთახიანი, (სასურველია უცხოელებზე) ევრორემონტით,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები