ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ხველების დროს: - 5 ჩ/კ სალბის, 1 ჩ/კ ფარსმანდუკის, 2,5 ჩ/კ ვირისტერფას, 1 ჩ/კ პიტნის ნარევს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, ადუღეთ 2-3 წუთი და დალიეთ 1/2-1 ჩ/ჭ ცხელ-ცხელი ნახარში დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გასტრიტის დროს - თითო ჩ/კ ანისულის, ცერეცოს, კვლიავის თესლის და 2 ს/კ პიტნის 1ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. გააცივეთ, გაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ.

როდესაც ნაღველი არ გამოედინება (და არა ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს) - 3-3 გ ნეგოს ყვავილს და სამყურას, 2-2 გ პიტნის და ქინძის თესლის 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 20 წუთით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჩ/ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რადიკულიტის დროს - თითო ს/კ თაფლის და ძმრის ნარევი წაუსვით კომბოსტოს ფოთოლს და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე.

ფეხების ოფლიანობის დროს - წინდაში ჩაყარეთ დანაყილი მუხის ქერქი, ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ.

სახეზე მუწუკების დროს - ახალმოკრეფილი მრავალძარღვას ფოთლები გარეცხეთ და გაამშრალეთ, დასრისეთ, ფაფა წაისვით დაბანილ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ფრთხილად გაიწმინდეთ სველი ბამბის ტამპონით. პროცედურა გაიმეორეთ 1 კვირა ყოველ საღამოს.

კბილისა და ღრძილების ტკივილის დროს პირში ჩაიგუბეთ მუხის ქერქის ნახარში, ან გამოხრულ მტკივნეულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა.