ლავანდა - ყველა დროის ექიმი
უძველესი დროიდან ლავანდა ითვლება უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ. არაბული მედიცინა მას იყენებდა ამოსახველებლად, სპაზმების მოსახსნელად, ხოლო ევროპაში ჭრილობების შესახორცებლად.
ლავანდის ზეთი შეიცავს დაახლოებით 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ციტრალს, ბორეოლს, ლინალოოლს და რთულ ეთერებს. ლინალოოლის ძმრის ეთერი - ლანალილაცეტატი - ნერვული სისტემის ნამდვილი ბალზამია. ხსნის აღგზნებულობას, დადებითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებსა და ემოციურ სფეროზე.
ბრონქიტის დროს: - ვიდრე ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას, შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა: თითო წილი ლავანდის, ჩაის ხისა და ბეგქონდარას, ორი წილი ბაღის პიტნის ზეთის ნარევი დილა-საღამოს წაისვით მკერდსა და ზურგზე და თბილად შეიკარით.
გადაღლილობის დროს 50გ ლავანდის ყვავილს დაასხით 1ლ წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და 8 წუთს გააჩერეთ, გაწურეთ, დაამატეთ აბაზანაში 38 გრადუს ცელსიუსზე გამთბარ წყალს და ჩაწექით 15-20 წუთი.
ხველების დროს: - 2 წვეთი ლავანდის ზეთი დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლს და მიიღეთ.
კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და ჭვალის დროს: - 1 ჩ/კ ლავანდის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 5 წუთის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში 1-2 ფინჯანი ნაყენი.
გაღიზიანების, ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს ლავანდის ზეთის 3 წვეთი დაამატეთ თბილ წყალს, დაასველეთ ბამბის ქსოვილი, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.
აკნეს დროს: - 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე.
დაიხომეთ! ამ სურნელოვანი ყვავილით მკურნალობის დაწყებამდე, ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე: ლავანდის წვეთი წაისვით კანზე იდაყვთან და თუ კანი არ გაწითლდა, შეგიძლიათ, თამამად იმკურნალოთ ამ რეცეპტებით.