ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

რევმატიზმის დროს: დღეში 2-3-ჯერ შეჭამეთ ოდნავ მოხალული ნუში.

თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს: წყლის მაგივრად სვით ოხრახუშის ფესვების ნახარში.

ყველა სახის ჭიის გამოსადევნად: დაღეჭეთ 1 ჩ/კ უმი ბრინჯი, გადაყლაპეთ და დააყოლეთ 50-70 მლ წყალი.

კეფის ნევრალგიის დროს: ფრთხილად შეისუნთქეთ ნიშადურის ან ქაფურის სპირტის ორთქლი.

მშრალი ხველების დროს: 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, გაწურეთ და შეურიეთ თაფლი (1:1). მიიღეთ თითო ს/კ ნარევი 4-5-ჯერ დღეში (განსაკუთრებით ძილის წინ).

გაცივებისა და ანგინის დროს: 2 ს/კ ცაცხვის ყვავილსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3 საათი გააჩერეთ თერმოსში, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

მეტეორიზმის დროს: თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლების, ანისულისა და კვლიავის თესლის 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, მჭიდროდ თავდახურული გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და სვით ნაყენი მთელი დღის განმავლობაში.

ტუჩებზე ჰერპესის დროს: 25 გ არყის ხის კვირტებს დაასხით 250 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ თერმოსში 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ  3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს: დაქუცმაცებულ 0,5 ჩ/ჭ ვეფხვისტყავას ფოთოლს დაასხით 0,5 მლ არაყი, 2 კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ნაყენი. კურსი ერთი თვეა.

შეისვენეთ ერთი კვირა და გაიმეორეთ.